დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით მორიგი უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
18 დეკ 2016
 

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით, მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
უფასო სამედიცინო აქცია ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლის შენობაში, „კლინიკა ვაკეში“ – მ გამართა.
აქციის ფარგლებში 12 საათიდან მთელი დღის განმავლობაში, უფასო კონსულტაციებს და კვლევებს ატარებდნენ შემდეგი მიმართულების სპეციალისტები: გინეკოლოგი, კარდიოლოგი, (კარდიოგრაფიის აპარატით), ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, უროლოგი, ყბა-სახის ქირურგი, ტრავმატოლოგი და კოსმეტოლოგი. ჩატარდა ასევე ლაბორატორიული კვლევები. 
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი, გამგებლის მოადგილეები ზაზა გოშუანი და არიფ სულეიმანოვი, ასევ ეჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მეგი ედიბერიძე აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და მედიკოსებსა და პაციენტებს გაესაუბნენ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მხარდაჭერით აღნიშნული აქციით სარგებლობას ეტაპობრივად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეძლებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7410
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1809
ივნ 24 ოთხ 2026
1808