დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი

დმანისი თავისი უძველესი წარსულიდან  გამომდინარე ფლობს მდიდარ და საინტერესო კულტურას. უძველესი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის და ბუნების უნიკალური ძეგლები თავად „გვესაუბრებიან“იმ მიღწევებზე და შესაძლებლობებზე რომელიც დმანისის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე საუკუნეებს მოუტანიათ. ერთმანეთის გვერდით სხვდასხვა ეთნოსის წარმომადგენლების დიდიხნის თანაცხოვრება ასახულია საერთო ტრადიციების ჩამოყალიბებაში. ყოველი კუთხე-კუნჭული ითხოვს მოფერებას, წინაპრების გახსენებას და დღემდე მოტანილი სიძველეების მოვლა-პატრონობას.

დმანისში მოქმედებს „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის“ სახელმწიფო დრამატული თეატრი. ააიპ“ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ ფუნქციონირებს: ვაჟთა ანსამბლი „შგარიდა“; ქალთა ანსამბლი “ირინოლა“; ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები „მართვე“ და “კიდევაც დაიზრდებიან“; ბავშვთა ფოლკლორული სიმღერის ანსამბლი“ კიდევაც დაიზრდებიან“; ბავშვთა სამეჯლისო და სპორტული ცეკვების  ანსამბლი „დანსი“; ინტერნაციონალური ანსამბლი“დმანისური აისი“; საკმაოდ წარმატებულია ააიპ“ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხატვისა და რეწვის წრეები. ქ.დმანისში განთავსებულია ააიპ“საბიბლიოთეკო სამსახური“ , ააიპ “სამუსიკო სკოლა“ და ააიპ „დმანისის საგანმანათლებლო ცენტრი“.ააიპ“ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“საექსპოზიციო არქეოლოგიურ დარბაზში გამოფენილია დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძიებული საინტერესო მასალა.

დმანისის ნაქალაქარში, იქ სადაც უძველესი ადამიანების(მათ შორის ‘ზეზვას და მზიას“ ) ნაკვალევია აღმოჩენილი ,  ღია ცის ქვეშ  მოწყობილია უნიკალური მუზეუმი.

 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები