საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს |
ACH - ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ”; პროექტმა 2010 წელს განახორციელა ქ. დმანისის ,,ხელოვნების სკოლის" საცეკვაო დარბაზის რემონტი (31 000 ლარი); გახსნა ოფისი - ,,ვეტერინარული მომსახურების ცენტრი”, რომელიც ემსახურება ქ. დმანისის მოსახლეობას აღნიშნული კუთხით; შეიქმნა კოოპერატივები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარების კუთხით (მეფუტკრეობა, მეცხვარეობა, მეკარტოფილეობა); დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება ,, აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ დევნილთა თვითუზრუნველყოფის ხელშეწყობის და კეთილდღეობის გაუმჯობესების” შესახებ. შვედეთის საერთაშორისო განვითრების სააგენტო - ,,შვედეთის დახმარება საქართველოს რძისა და რძის პროდუქტების წარმოების სექტორში” პროექტმა სოფელ განთიადში გახსნა რძის შემკრები პუნქტი, რომელიც აღჭურვილია საჭირო ტექნიკა-დანადგარებით (150 000 ლარი); გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის გაძლიერება ქვემო ქართლში” პროექტის დახმარებით მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიქმნა მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება (52 000 ლარი); საერთაშორისო არასამთავროვო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსი” პროგრამა ითვალისწინებს მეცხოველეობის დარგში რიგი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს საკვების წარმოების, ჯიშების გაუმჯობესების, სერვის პროვაიდერების გაძლიერებას. 2013 წლის მარტის თვეში "ქალთა ოთახი" გაკეთდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, პროგრამის "ალიანსები ქვემო ქართლის" ფარგლებში, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია "მერსი ქორფსი" (Mercy Corps) ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში (დმანისი, თეთრიწყარო და წალკა) ახორციელებს. "მერსი ქორფსის" პარტნიორი პროგრამის გენდერული აქტივობების განხორციელებაში არის ქართული ორგანიზაცია "კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი" (ICCN)." |