დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი

ინფორმაცია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის შესახებ

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა,  რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ მუნიციპალიტეტებში სერვისების გაუმჯობესებას, ცხოვრების ხარისხის გაზრდას და ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებას.

პროგრამა ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის, მუნიციპალური მმართველობის სისტემების, საჯარო სერვისების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის მხარდასაჭერად. 

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.

5 წლის განმავლობაში, პროგრამა იმუშავებს სულ მცირე, 22 მუნიციპალიტეტთან და უზრუნველყოფს დამატებითი მუნიციპალიტეტების ჩართვას სასწავლო, გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში.

ყოვლისმომცველი, მონაცემებზე დაფუძნებული, ნეიტრალური, გამჭვირვალე და მონაწილეობით შერჩევის პროცესის შედეგად, პროგრამამ პირველ წელს შეარჩია 11 პარტნიორი მუნიციპალიტეტი საქართველოს 12 რეგიონში, მათ შორის ბათუმის, ბოლნისის, ჩოხატაურის, დმანისის, ქუთაისის, ლენტეხის, მარნეულის, მესტიის, ოზურგეთის, რუსთავის და ტყიბულის მუნიციპალიტეტები.

დანართი 1-მუნიციპალური სამოქმედო გეგმა

 
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031