დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგის აქცია ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ონკოლოგიუ
13 მაი 2026
 
დმანისის მუნიციპალიტეტში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგის აქცია ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას, რის გამოც 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგი განხორციელდა.
კვლევა მამოლოგის გასინჯვას და ულტრაბგერით კვლევასაც მოიცავდა. ამასთანავე, 25-და 60 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ქალებმა საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით ისარგებლეს. პარალელურ რეჟიმში მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, შეემოწმებინათ B და C ჰეპატიტების, ასევე აივ ინფექციის ტესტი და ჰიპერტენზიული დაავადების სკრინინგი.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3280
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1792
ივნ 24 ოთხ 2026
1785