დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი გოგონათა საფეხბურთო გუნდს შეხვდნენ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით ახალი სავარჯიშო ინვენტარი გადასცეს.
,,აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სპორტსმენებისთვის სავარჯიშო პირობების გაუმჯობესებასა და მათი მოტივაციის ამაღლებას, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია კობა მურადაშვილის განცხადებაში.
შეხვედრას ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის დირექტორი დავით ჩხვიმიანი და გოგონათა გუნდის მწვრთნელი გეგი აბრამიშვილი ესწრებოდნენ.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































