დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2022-05-26

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი მასშტაბურად აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებები დმანისის ნაქალაქარზე, ფიცის დადების ცერემონიალით დაიწყო, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. 

ვრცლად
2022-05-23
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN - ის პროექტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის შესახებ, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში განახორციელებს და ოთხი წლის განმავლობაში იმუშავებს სხვადასხვა მიმართულებით.
ვრცლად
2022-05-20
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, პირველ მოადგილესთან კახა პეტრიაშვილთან ერთად სოფელ გომარეთის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სკოლაში გამართულ ბოლო ზარს დაესწრო. მან მეთორმეტე კლასელებს, სიმბოლური საჩუქრებით სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა.
ვრცლად
2022-05-18
2016 წლიდან 18 მაისს, საქართველოს მასშტაბით ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. ამ დღეს ტრადიციულად დმანისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით თავისუფლების ხეივანში საზეიმო მსვლელობა მოეწყო. მასში მონაწილეობდა გია ტატიშვილის სახელობის ბავშვთა სანიმუშო, სახალხო ანსამბლი მართვე და დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
ვრცლად
2022-05-18

ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებითა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დღეს, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ვრცლად
2022-05-17

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ერასმუს+ საინფორმაციო ცენტრისა და SALTO EECA-ს მხარდაჭერით, ქალაქ დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდებთან შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა თემაზე ევროპული ქარტია ადგილობრივი ახალგაზრდული საქმიანობის შესახებ, ახალგაზრდული გაცვლითი/მოხალისეობრივი პროგრამები და მათი შესაძლებლობები, რომელსაც "ახალგაზრდული ასოციაცია დრონის" წარმომადგენელი უძღვებოდა, შეხვედრის ფარგლებში უცხოელმა მოხალისეებმა დმანისელ ახალგაზრდები შემეცნებითი თამაშებით გაახალისეს.

ვრცლად
2022-05-17

"ბოლნისის ყოჩები" და მათ ბაზაზე დაფუძნებული "დმანისის ყოჩების" აღსაზრდელი ანდრია ყულიაშვილი 4-8 მაისს, მონაკოს პრინცესას ეგიდით ჩატარებულ "Saint Devotees" ტურნირზე იმყოფებოდა. ტურნირძი მონაწილეობას იღებდა 17 ქვეყანა.

ვრცლად
2022-05-16

სოფელ ვარდისუბნის მინი სტადიონზე დმანისის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებს შორის ფრენბურთის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც მონაწილეობას სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპელქტებული შერეული გუნდები იღებდნენ.

ვრცლად
2022-05-16

ეტალონის პროექტების ხელმძღვანელი, გოჩა ტყეშელაშვილი სამუშაო ვიზიტით დმანისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. რომელმაც ერთობლივი ინიციატივით დაბეჭდილი წიგნი, “პირველკლასელთა აკადემია” გადასცა მერიას.

ვრცლად
2022-05-06
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ოროზმანის ადმინისრაციული ერთეულში მცხოვრებ ქალთა პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
საბჭოს წევრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საბჭოს საქმიანობის ფუნქციები, მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამები, ისაუბრეს სხვადასხვა სახის გამოწვევებზე, რომლებიც სოფელში მცხოვრებ ქალებმა დააყენეს საბჭოს წინაშე და მათი გადაჭრის გზებზე.
ვრცლად
2022-05-13
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა, პანტიანის ტბის მიმდებარედ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს. კობა მურადაშვილმა ახალგაზრდებს გააცნო დმანისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროგრამები და დაგეგმილი პროექტები.
ვრცლად
2022-05-10

7 მაისს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში ‘შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას' პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2022-05-09

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და სასულერო პირებთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ქალაქ დმანისში პანტიანის ტბასთან მდებარე გმირათა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ვრცლად
2022-05-05

კობა მურადაშვილმა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ხმალაძემ სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგს, გაშამ სულეიმანოვს, სამხატვრო სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის, მერიის სახელით მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცეს.

ვრცლად
2022-05-04

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში,  მოქალაქეები ტრადიციულად კობა მურადაშვილმა მიიღო და მოისმინა ის საკითხები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.

ვრცლად
2022-05-02

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, პირველ მოადგილესთან, კახა პეტრიაშვილთან ერთად, ახლადშექმნილ ახალგაზრდულ სათათბიროს წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მათ სამომავლო მიზნები გააცნო და აქტიურ თანამშრომლობას დაჰპირდა.

ვრცლად
2022-04-30
დმანისის მუნიციპალიტეტში, ბიბლიოთეკარის დღე აღინიშნა. პროფესიული დღე ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად მიულოცა და ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ვრცლად
2022-04-28

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მონაწილეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, მუნიციპალური პროგრამები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გზები.

ვრცლად
2022-04-27

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მელიორაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს ხორხორის, მთისძირის და პანტიანის წყალსაცავის რეაბილიტაციის საჭიროებაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა-შესწავლის პროცესი. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი და მერის თანაშემწე თურალ ვალიევი.

ვრცლად
2022-04-27

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების შესრულების ხარისხზე და დასრულების ვადებზე.

ვრცლად
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
მაი 01 ოთხ 2024
50
მაი 01 ოთხ 2024
45
აპრ 23 სამ 2024
454