დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2022-03-18

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს.მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციას პირადად მათგან იღებს და არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრაში შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას ჰპირდება.

ვრცლად
2022-03-15

მიმდინარე წლის 15 მარტს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით 2 ტრენინგი ჩაატარა ოჯახში ძალადობის საკითხებზე „იყავი მის ადგილზე“.

ვრცლად
2022-03-08

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის ინიციატივით, მერია ნანა უბილავას ლექსების კრებულის გამოცემას დააფინანსებს.

ვრცლად
2022-03-07

ქალაქ დმანისში, 26 მაისისა და გორგასლის ქუჩებზე სასმელი წყლის კოროზირებული მილი ახალი, პლასტმასის მილით იცვლება.

ვრცლად
2022-03-04

მოსახლეობის მომართვიანობიდან გამომდინარე სოფელ განთიადის საბავშვო ბაღში ამოქმედდა მეორე სააღმზრდელო ჯგუფი, სადაც სკოლამდელ განათლებას 40 აღსაზრდელი მიიღებს.

ვრცლად
2022-03-04

დმანისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობდა, სადაც ადგილობრივები წელს განსახორციელებელ პროექტებს პრიორიტეტების მიხედვით ასახელებდნენ.

ვრცლად
2022-03-03

"აღნიშნული პროგრამით სარგებლობის უფლება ექნებათ, მუნიციპალიტეტში რეგისტირებულ პირებს, რომელთაც საკუთრებაში აქვთ დასამუშავებელი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და სოციალური სარეგისტრაციო ქულა არ აღემატება 65000 სს.

ვრცლად
2022-02-24

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა,

ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული შეხვედრების გრაფიკი გააცნო.

ვრცლად
2022-02-24
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს შემდეგი საკითხები.
1. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 ნოემბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ვრცლად
2022-02-23
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, მათი საჭიროებები პირადად მოისმინა და საკითხების გადაჭრის გზებზე, პირველ მოადგილე კახა პეტრიაშვილთან და თანაშემწესთან, თურალ ვალიევთან ერთად იმსჯელა. მუნიციპალიტეტის მერმა მათ კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.
ვრცლად
2022-02-21

მიმდინარე წლის 21 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის "IFES"-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, განიხილეს პოტენციური თანამშრომლობის ასპექტები, ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით და ხელშეწყობით.

ვრცლად
2022-02-21

დმანისში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. შეხვედრები USAID - ის Zinc Network - ისა და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. მოსახლეობის კომფორტული ვაქცინაციისთვის დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სრულიად აღჭურვილი მოძრავი ამბულატორია კვალიფიციური მედ პერსონალით ჩამოვიდა. ვაქცინაციის კამპანია გაიმართა გომარეთში კარაბულახსა და კამიშლოში, რომელსაც ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა შემოუერთდა. შეგახსენებთ, რომ 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.

ვრცლად
2022-02-09

დმანისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის  საჯაროდ განსახილველად გამოქვეყნების შესახებ

ვრცლად
2022-02-16

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ადგილობრივებს მოადგილესთან ერთად მოუსმინა. მოქალაქეებმა ძირითადად სოციალური საკითხების და მიწისძვრის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში ითხოვეს დახმარება. როგორც კობა მურადაშვილმა განაცხადა, თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთეს, რათა ადგილობრივების მიერ დაყენებული საკითხები დადებითად გადაწყდეს. მოქალაქეთა მიღება, ყოველი კვირის ოთხშაბათს, 12 საათზე, კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით იმართება. მოქალაქეებს საშუალება აქვთ შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მერს წინასწარი ჩაწერით. 591 11 83 86.

ვრცლად
2022-02-14

დღეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტში, მიწისძვრის შედეგად, დაზარალებულ მოსახლეობას შევხვდი და მიყენებულ ზიანს ადგილზე გავეცანი

ვრცლად
2022-02-14

დმანისში ორმოცწყარო-მაშავერას წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაციის აქტიური სამუშაოები იწყება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პროექტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გავმართე.

ვრცლად
2022-02-10

"გადაადგილებისთვის, დამხმარე სავარძელ ეტლებს მუნიციპალიტეტის მერიას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კოორდინაციით, მრავალი წელია გადმოსცმს საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის", განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.

ვრცლად
2022-02-09

ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის პირველ პირს თავიანთი პრობლემები გააცნეს და მათ მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. მოქალაქეთა მომართვა ძირითადად სოციალურ საკითხებს და მიწებთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა.

ვრცლად
2022-02-09

ამჯერად მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე კადრირებული ბატალიონის მეთაურმა, ვიცე პოლკოვნიკმა მირზა ბეჟანიძემ და მე-20 კადრირებული ბრიგადის ბატალიონის სერჟანტმა, მასტერ სერჟანტმა ილია შაშიაშვილმა ტერიტორიული რეზერვის შესახებ შეხვედრა დმანისში გამართეს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ვრცლად
2022-02-09

დისკუსიის რეჟიმში არსებული საკითხების განხილვა სოფელ ვაკეში გაიმართა, რის შემდგომაც საკითხი განსახილველად გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მომქმედ სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება.

ვრცლად
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
მაი 01 ოთხ 2024
46
მაი 01 ოთხ 2024
44
აპრ 23 სამ 2024
451