დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2021-12-20

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს ქვემო ქართლის პირველობა გაიმართა მკლავჭიდში. რომელშიც იასპარეზეს დმანისელმა სპორტსმენებმა: ნოდარი ციხელაშვილმა და გიორგი ადუაშვილმა.

ვრცლად
2021-12-15

დმანისის მუნიციპალიტეტის ახალმა მერმა კობა მურადაშვილმა მოადგილეები წარადგინა.

ვრცლად
2021-12-14

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა ქალაქ დმანისში, ჩოლოყაშვილისა და ცხრა აპრილის ქუჩის გადაკვეთაზე ახალი საფეხბურთო მოედანი გახსნა.

ვრცლად
2021-12-14

დადგენილება: დმანისი მუნიციპალიეტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №42 დადგენილებაში ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ‘’ ცვლილების შეტანის თაობაზე.

ვრცლად
2021-12-10

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო უფლებამოსილებას შეუდგა. სხდომა N24 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ნონიაშვილმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააცნო.

ვრცლად
2021-12-08

"დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, საშუალება ექნება სოფლიდან გაუსვლელად გაიკეთოს კოვიდ საწინააღმდეგო აცრა" - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.

ვრცლად
2021-12-03

პირველ სხდომას არ დაესწრო არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

ვრცლად
2021-12-01

პოლონურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,EDUKATOR"-ისა და ,,კივიტას გეორგიკა"-ს წარმომადგენლებმა, დმანისის მუნიციპალიტეტის ორ სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებას ინვენტარი გადასცა. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადისა და ქალაქ დმანისის ნომერ პირველ საბავშვო ბაღებში რესურს ოთახების მოწყობას.

ვრცლად
2021-11-30

დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი ,,იყავი მის ადგილას’’ . ტრენინგის სამიზნე აუდიტორია ადგილობრივი მოსახლეობა იყო, მათ შორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საჯარო მოხელეები და პედაგოგები.

ვრცლად
2021-11-29

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის წარემომადგენლებთან, რომლებიც ახორციელებენ პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“, რომლის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ვრცლად
2021-11-29

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მოეწყო პროექტის პრეზენტაცია, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის შესახებ.

ვრცლად
2021-11-24

დღეს, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხიები:

ვრცლად
2021-11-21
სოფელ მაშავერაში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.განახლებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვრცლად
2021-11-19

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა "ქალთა ორგანიზაცია თანხმობა" - ს პროექტის კოორდინატორთან მარინა ფოჩხუასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ვრცლად
2021-11-18
ვაქცინაციის ხელშეწყობის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაზაქლოსა და ამამლოში, საინფორმაციო შეხვედრების დასრულების შემდეგ, მასობრივი ვაქცინაცია მოეწყო. ვაქცინაციის ფარგლებში, კოვიდსაწინააღმდეგო აცრა სოფელ ბაზაქლოში 25 - მა, ხოლო ამამლოში 18 - მა მოქალაქემ გაიკეთა.
ვრცლად
2021-11-17

ვაქცინაციის ხელშეწყობის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოში, მერის წარმომადგენლებმა, კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერების საშუალებით ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

ვრცლად
2021-11-17

მერია 42 400 ლარის ფარგლებში 53 ტონა ბიო საწვავი "ბრიკეტით", 163 ბენეფიციარის თხოვნას დააკმაყოფილებს.

ვრცლად
2021-11-16

კომპანია "არემჯი" - სა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ დმანისში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ სახალხო სანიმუშო ანსამბლ "მართვეს" დამფუძნებლის გია ტატიშვილის საიუბილეო კონცერტი გაიმართა.

ვრცლად
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
მაი 09 ხუთ 2024
125
აპრ 23 სამ 2024
761