ქალაქ დმანისის სულთმოფენობის სახელობის ტაძარში, დმანისის და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას, სადღესასწაულო წირვა აღავლინა და დმანისის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო მონუმენტზე განთავსებული სამეფო ჯვარი აკურთხა. კურთხევის ცერემონიალს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. საზეიმო წირვის შემდეგ, ეპარქიისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შეხვდენენ ახლადშექმნილ საფეხბურთო კლუბ „დმანისის“ წევრებს, დალოცეს და წარმატებები უსურვეს.
სიახლეები
აპრ 25 ხუთ 2024
56
აპრ 23 სამ 2024
176
აპრ 23 სამ 2024
159
აპრ 23 სამ 2024
95
აპრ 17 ოთხ 2024
229
აპრ 14 კვ 2024
478
აპრ 10 ოთხ 2024
887