სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტმა საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის გასვლით სხდომას უმასპინძლა
12 აპრ 2024
დმანისის მუნიციპალიტეტმა საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის გასვლით სხდომას უმასპინძლა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ნოდარ პაპუკაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი ესწრებოდნენ. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა სხდომის მსვლელობისას კომიტეტის წევრებს მუნიციპალიტეტში ახლგაზრდობის პოლიტიკის განხორციელების პროცესი და ამ მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნო. სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში მერიის ბალანსზე არსებული ახალგაზრული სივრცე, შვეიცარიის აგრარული სკოლა და ,,აბულმუგის” სპარსული აბანო მოინახულეს, შეხვდნენ მერის ახალგაზრდული სათათბიროს წევრებს და მოისმინეს მათ მიერ განხორციელებული სხვადასხვა აქტივობები.
მნახველთა რაოდენობა: 328
სიახლეები
აპრ 25 ხუთ 2024
96
აპრ 23 სამ 2024
199
აპრ 23 სამ 2024
219
აპრ 23 სამ 2024
214
აპრ 17 ოთხ 2024
263
აპრ 14 კვ 2024
505
აპრ 10 ოთხ 2024
907