დმანისის მუნიციპალიტეტს პოლონეთის დელეგაცია ეწვია
სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
პოლონური დელეგაცია საგრანტო პროექტის ,,სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა დმანისის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ტურისტული პროდუქტის შექმნის ინოვაციური მოდელის განხორციელების გზით" ფარგლებში იმყოფებოდა. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ,,Polska pomoc" მიერ.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებს განავითარონ აგროტურიზმი, ადგილობრივი პროდუქციის წარმოებით.
დელეგაციის შემადგენლობაში გარდა დარგის სპეციალისტებისა იმყოფებოდნენ პოლონეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.