დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
12 დეკ 2017
 

მიმდინარე წლის 12 დეკემბერს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მერიის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ეთნიკური უმცირესობების პრობლემები და მათი მოგვარების გზები.

სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა გახსნა.

შეხვედრაზე სოფლებში არსებულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში. ძირითადი განხილული საკითხები ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრას შეეხებოდა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი აიაზ მამედოვი, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე სოსო პირველი, სახალხო დამცველის აპარატის გენდერის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანი, მერიის ქალთა ოთახის მენეჯერი ქეთევან მარტიაშვილი,
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დმანისის სასწავლო ცენტრის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებელი ვასილ დაუთაშვილი, დმანისის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელი ნინო ოქრიაშვილი.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან მანთაშაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტში განხორციელებული, ხოლო დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ ფლობს ამომწურავ ინფორმაციას და პრობლემების მოგვარება პრიორიტეტის მიხედვით მიმდინარეობს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3099
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    აპრ 23 სამ 2024
    71