მიმდინარე წლის 12 დეკემბერს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მერიის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ეთნიკური უმცირესობების პრობლემები და მათი მოგვარების გზები.
სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა გახსნა.
შეხვედრაზე სოფლებში არსებულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში. ძირითადი განხილული საკითხები ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრას შეეხებოდა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი აიაზ მამედოვი, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე სოსო პირველი, სახალხო დამცველის აპარატის გენდერის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანი, მერიის ქალთა ოთახის მენეჯერი ქეთევან მარტიაშვილი,
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დმანისის სასწავლო ცენტრის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებელი ვასილ დაუთაშვილი, დმანისის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელი ნინო ოქრიაშვილი.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან მანთაშაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტში განხორციელებული, ხოლო დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ ფლობს ამომწურავ ინფორმაციას და პრობლემების მოგვარება პრიორიტეტის მიხედვით მიმდინარეობს.