დმანისში სკრინინგის აქცია გაიმართა
1 ივლისს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ა(ა)იპ „დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი-ის ორგანიზებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელშეწყობით, მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ შემდეგი სამედიცინო მომსახურებებით:
* მკერდის კიბოს სკრინინგი – 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის, რომელიც მოიცავდა:
* მამოლოგის მიერ მკერდის ფიზიკურ გასინჯვას;
* მამოგრაფიულ გამოკვლევას სტანდარტულ (პირდაპირ და ირიბ) პროექციაში.
* საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის.
სკრინინგის პარალელურად, მსურველებს ასევე შეეძლოთ უფასოდ შეემოწმებინათ შემდეგი ინფექციები:
* B ჰეპატიტი (HBV);
* C ჰეპატიტი (HCV);
* აივ ინფექცია (HIV/AIDS).
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც განაგრძობს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობისკენ მიმართული პრევენციული ღონისძიებების მხარდაჭერას, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მეტად გაეზარდოს.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































