დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაცია დაიწყო
19 მაი 2026
 
დმანისში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაცია დაიწყო
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის №412 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ დმანისში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაცია დაიწყო.
აღნიშნული პროცესის დაწყებამდე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი ადგილობრივ ცხოველთა დამცველებს შეხვდნენ, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ მიუსაფარ ბინადრებზე. სწორედ მათთან კონსულტაციისა და სამომავლო გეგმების შეჯერების შემდეგ მიეცა მსვლელობა დაგეგმილ ღონისძიებებს.
მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციისა და ვაქცინაციის პროცესს, ცხოველთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის წესების სრული დაცვით, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ატარებენ.
აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს როგორც მიუსაფარი ბინადრების ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1464
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    733
    მაი 15 პარ 2026
    746