თბილისში მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი – „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“ გაიმართა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი დაესწრნენ.
ფორუმი თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, სადაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ, გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, მდგრადი განვითარების საკითხებსა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































