დმანისის მუნიციპალიტეტის სერვის ჯგუფის თანამშრომლები დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიებსა და გომარეთის თემის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.
სამუშაოების ფარგლებში ცენტრალური გზა 6 ლოკაციაზე გაიწმინდა. ასევე მოწესრიგდა რიტუალების სახლის წინ არსებული ტერიტორია.
სპეციალური ტექნიკის გამოყენებით გაიწმინდა და გასწორდა 4 ქუჩა. დამატებით, ადგილზე იქნა შეტანილი ბალასტი, რომელიც საჭირო მონაკვეთებზე დაიყარა და გზების გასწორებისა და გამაგრებისთვის გამოიყენეს.
გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მოსახლეობის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად კვლავაც გრძელდება.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































