დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2018-10-06

მიმდინარე წლის, 6 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართება შეჯიბრი გეზრბენში (კროსი)

ვრცლად
2018-09-30

მიმდინარე წლის, 30 სექტემბერს, ქალაქ ბოლნისის ისტორიულ უბანში ,,ბოლნისქალაქობა 2018 " აღინიშნება.

ვრცლად
2018-10-01

1 ოქტომბერს აღინიშნება "ხანდაზმულთა საერთაშორიოს დღე", რომელსაც ტრადიცულად უერთდება დმანისის მუნიციპალიტეტი.

ვრცლად
2018-10-18

სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" წარმოგიდგენთ პროექტს: "ახალგაზრდა ხელოვანი" - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისთვის!

ვრცლად
2018-09-27

მიმდინარე წლის, 27 სექტემბერს, "ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში", დმანსიის მუნიციპალიტეტის #3 საჯარო სკოლაში, ჩატარდება სპორტული ტურნირი ფრენბურთში.

ვრცლად
2018-09-25

მიმდინარე წელს დმანისის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული ტენდერები.

ვრცლად
2018-09-25

იმდინარე წლის 25 სექტემბერს, 15 საათზე, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში გაიმართება მინი-ფეხბურთის ტურნირი სოფ: განთიადში .

ვრცლად
2018-09-18

შეგახსენებთ, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მერია, ახორციელებს " ტრანსპორტით მომსახურების 2018 წლის მუნიციპალურ პროგრამას" , რაც გულისხმობს უფასო ტრანსპორტირებას როგორც ქ.დმანისიდან ქ. თბილისი მიმართულებით, ასევე ქ. თბლისიდან ქ. დმანისის მიმართულებით.

უფასო ტრასპორტირების პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ სტუდენტებს, ვეტერნებსა და უსინათლოებს.

ორშაბასი-პარასკევი : დმანისი - თბილისის მიმართულებით დილის 9 საათზე

 ორშაბათი- პარასკევი : თბილის - დმანისის მიმართულებით 3 საათზე

კვირას საღამოს 5 საათზე დმანისი - თბილისისი მიმართულებით

ვრცლად
2018-09-15

დმანისის მუნიციპალიტეტი უერთდება პროექტს "დავასუფთაოთ საქართველო" რომელიც იმართება  "მსოფლიო დასუფთავების დღის" ფარგლებში!

დასუფთავების აქცია ჩატარდება შაბათს,15 სექტემბერს 12 საათზე.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები,ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.

იგეგმება 10 ჰექტარი ტერიტორიის დასუფთავება.

სურვილის შემთხვევაში აქციაში ჩართულნი იქნებიან მოხალისეები!

შეკრების ადგილი-დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორია.

ვრცლად
2018-08-31

22 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა კონკურსი ხუთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

განაცხადები მიღება 31 აგვისტოს ჩათვლით

კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის საფუძველზე

კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე 

1) ანამდებობის დასახელება-

მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

პოზიციის დასახელება-

მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ზედამხედველობის საკითხებში

2)თანამდებობის დასახელება-

მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

პოზიციის დასახელება-

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ირგანჩაის ადმინისტრაციულ ერთეულში

3) თანამდებობის დასახელება-

მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

პოზიციის დასახელება-

მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურულ საკითხებში

4) თანამდებობის დასახელება-

მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

პოზიციის დასახელება-

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

იხილეთ ვრცლად:

5) თანამდებობის დასახელება-

მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

პოზიციის დასახელება-

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-მერის წარმომადგენელი საკირეს ადმინისტრაციულ ერთეულში

ვრცლად
2018-08-30

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია და კომპანია მაგთი გიწვევთ კონცერტზე "პიანინო", რომელსაც 30 აგვისტოს,18:00-ზე დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში თქვენთვის გამართავს ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტი დავით ალადაშვილი. 

შემოგვიერთდით!

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ვრცლად
2018-08-28

ძვირფასო დმანისელებო!

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით 28 აგვსიტოს,დმანისელებს მოემსახურება უფასო ტრანსპორტი:

 გომარეთი-დმანისის სიონს მიმართულებით 08:00 სთ.

დმანისი მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან ქ.დმანისის-დმანისის სიონი 09:00 სთ.

ვრცლად
2018-08-24

22 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა კონკურსი ხუთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის განისაზღვრა 10 კალენდარული დღე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 აგვისტო. კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე www.hr.gov.geმსურველებს საშუალება ეძლევათ მიიღონ მონაწილეობა და შესაბამისი ეტაპების გავლის შემდეგ დასაქმდნენ დმანისის მუნიციპილიტეტის მერიაში.

ვრცლად
2018-08-23

23-30 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ევროპის სპორტის კვირეული გაიმართება. დმანისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ატარებს ტურნირებს მინი-ფეხბურთსა და ფრენბურთში. კვირეულში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ახალგაზრდებს 16 წლიდან. განაცხადები მიიღება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში მიმდინარე წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.

ვრცლად
2018-08-21

ნატალი გუჯეჯიანს დაუდგინდა მწვავე ლეიკემიის უიშვიათესი ფორმა.

ბავშვს ესაჭიროება სასწრაფოდ გერმანიაში გადაყვანა და მკურნალობა,რისი სახსრებიც ოჯახს არ გააჩნია.

ოჯახი იმყოფება უკიდურეს გაჭირვებაში.არიან სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირები,.

გთხოვთ გამოვიჩინოთ გულისხმიერება და შესაძლებლობის ფარგლებში გავუწიოთ მცირედი დახმარება. თითოეული ლარი ძალიან მნიშვნელოვანია! 

საბანკო კოდი- TBCBGE 22 

მიმღები: ირმა გუჯეჯიანი

ანგარიში: - GE79TB7031245061100035

#ერთადნატალისთვის

ვრცლად
2018-08-11

11 აგვისტოს 16 საათზე, ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე,ჩატარდება მოყვარულთა ლიგის ქვემო ქართლის რეგიონალური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი,რომელიშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბავარია-განთიადი.

ვრცლად
2018-08-08

 8 აგვისტო -  2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

12.30სთ. -ი   საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი შეიმკობა ყვავილების გვირგვინით და ანთებული სანთლებით. 

12.45სთ-ი   გმირთა მემორიალთან  ჩატარდება დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი  პანაშვიდი.პანაშვიდს გადაიხდის ქ.დმანისის სულთმოფენობის ტაძრის მსახური მამა გიორგი.

14.00სთ-ი    გმირთა მემორიალთან შეკრებილი მოქალაქეები საქართველოს ოკუპაციას და ქვეყნის  ერთიანობისათვის ბრძოლას ,,ცოცხალი ჯაჭვით“ დააფიქსირებენ.

 ღონისძიება ჩაივლის სამგლოვიარო,საეკლესიო და საბრძოლო მუსიკის ფონზე. 

ვრცლად

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების

(ავტოსატრანპორტო საშუალებები) ელექტრონულ აუქციონზე გატანის შესახებ.

ვრცლად
2018-06-29

30 ივნისს 14:30 საათზე ქალაქ ბოლნისის კულტურის ცენტრში სულხან საბა ორბელიანის 360 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 
ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს სპეკტაკლს "სიბრძნე სიცრუისა".

ვრცლად
2018-06-28

ესეების კონკურსი რეგიონალური ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკარებისა და ბიბლიოთეკების მკითხველებისთვის: 
"დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი"
ესეების კონკურსი ტარდება საქართველოს პრეზიდენტის ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში. 

ვრცლად
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    აპრ 23 სამ 2024
    106