დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2020-02-05

ჟვანიას სკოლა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენას შეასწავლის

დღეს, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დმანისის რეგიონულ სასწავლო ცენტრში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში ახალი სასწავლო ჯგუფი გაიხსნა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული ეროვნული უმცირესობების 23 წარმომადგენელი A 1 დონის კურსზე, 2 სასწავლო ჯგუფში სახელმწიფო ენას შეისწავლიან. ტრენინგები ჟვანიას სკოლის დმანისის რეგიონულ სასწავლო ცენტრში ჩატარდება და მას ტრენერები ნაზი იასაღაშვილი და ქეთევან გიორგაძე წარუძღვებიან.

მსმენელებს სწავლის დაწყება მიულოცეს ჟვანიას სკოლის პროექტების მართვისა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორმა მარიკა ციბაძემ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არიფ სულეიმანოვმა, წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელმა თემურ ზურაბიშვილმა, ჟვანიას სკოლის დმანისის რეგიონული სასწავლო ცენტრის ადმინისტრატორმა ლია სიხუაშვილმა.

მსმენელებს საჩუქრად გადაეცათ სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის სახელმძღვანელოები.

ვრცლად
 

    2020 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    242526272829
     
    სიახლეები