დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, მუნიციპალიტეტის სოფლების ფერმერთათვის ინფორმაციის მიწოდება, „FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს ENPARD III-ის ფარგლებში“, რომელიც ახორციელებს საგრანტო პროგრამას სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვების მხარდასაჭერად საქართველოს მასშტაბით 8 ძირითად და 14 მიმდებარე მუნიციპალიტეტში.
2020 წლის 28 თებერვალს 12 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები.
სოფელ განთიადში სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა.
სტადიონი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა- გიორგი ტატუაშილმა მოადგილეებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის შესაბამისად მოხდა სტადიონის შემოღობვა და დამონტაჟდა ახალი სკამები.
სამუშაო ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 12757.96 ლარი შეადგინა.

