დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2020-02-24

პირველად ჯანდაცვაში ტუბერკულოზის, აივ-ინფექცია შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირებული მართვის პროგრამის ფარგლებში, დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დმანისის თვითმმართველობის საკონფერენციო დარბაზში C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი C ჰეპატიტის სკრინინგის აქციაში ჩაერთო. ასევე მერიის, საკრებულოს თანამშრომლებისა და მოქალაქეების მხრიდან აქტიური ჩართულობა გამოვლინდა.ცენტრის მიერ მათ საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ c ჰეპატიტის, აივ ინფექცია/ შიდსის და ტუბერკულოზის დიაგნოსტირებასა და მკურნალობის შესახებ.აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნულ პროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი იქნა 18900 ლარი. (დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 6 სექტემბრის N58 08 08 განკარგულება პირველად ჯანდაცვაში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსი და C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის 2019-2020 წლების მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ).როგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით C ჰეპატიტის სკრინინგი 850 მოქალაქეს ჩაუტარდა.აქციას დიაბეტის პრევენციის პროექტის ფარგლებში შეუერთდა საქართველოს წითელი ჯვრის დმანისის ფილიალი.სკრინინგი ჩაუტარდა 46 მოქალაქეს.

ვრცლად
2020-02-24

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი მოადგილეებთან: ბადრი სუბართან და არიფ სულეიმანოვთან ერთად სოფელ ირგანჩაის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის პირველ პირებს მადლობა გადაუხადეს სოფელში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სოფლის საჭიროებებზე ისაუბრეს.

ვრცლად
 

    2020 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    242526272829
     
    სიახლეები