დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2015-07-22
მიმდინარე წლის 22 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ გამართა სამუშაო შეხვედრა სოფლის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში სხვადასხვა სამუშაოების შემსრულებელ მეწარმეებთან. გამგებელმა მოისმინა მათი პრობლემები და შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე, ასევე მისცა მითითება კანონით განსაზღვრულ ვადებში განახორციელონ სამუშაოები რაც მთავარია მაღალი ხარისხით და კანონის სრული დაცვით.
ვრცლად
2015-07-22
21 ივლისს, დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა. ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „სისხლის“გმირები სცენაზე რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ გააცოცხლა. მთავარი როლის შემსრულებელმა ზურაბ ცინცქილაძემ გურული იუმორით სავსე დუმბაძისეული ხასიათი მაყურებლამდე განსხვავებული რაკურსით, ტკივილითა და სევდანარევი ღიმილით მიიტანა. სპექტაკლს ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები. თეატრალური დასი სპექტაკლით „სისხლი“ მაყურებლის წინაშე 23 ივლისს ფოთში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე წარდგება.
ვრცლად
2015-07-23
მიმდინარე წლის 22 ივლისს დმანისში ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, დმანისის ახალგაზრდულმა საკრებულომ მოაწყო კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ბავშვების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. გამოფენას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მათ შეაფასეს ნამუშევრები და ბავშვებს მოუწონეს ინიციატივა.
ვრცლად
2015-07-23
მიმდინარე წლის 23 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ასოციაციამ : ,,ქალი და ბიზნესი“ და ,,ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია“ პროექტის - ,,ძლიერი ქალები სოფლად“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა ადგილობრივ მოსახლეობასთან სახელწოდებით გენდერული თანასწორობა და ქალთა ჩართულობის გაზრდა აგრო ბიზნესში, სადაც დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ახალი შესაძლებლობების შესახებ აგროსექტორში, გააცნეს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკა, ისაუბრეს ქალთა უფლებების შესახებ (შრომის, ჯანმრთელობის და ა.შ) ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე, ახალ შესაძლებლობებზე და გამოწვევებზე, სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ფერმერებს განავითარონ უკვე არსებული ფერმერული მეურნეობები ან წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი. შეხვედრა იყო ინტერაქტიული, მომხსენებლებმა და მსმენელებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და შეხედულებები გაუზიარეს.
ვრცლად
2015-07-27
მიმდინარე წლის 27 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში შვეიცარიის განვითარების და განვითარების სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფასილიტაციით გამგებლის წარმომადგენლებთან ჩატარდა ტრენინგი გენდერულ საკითხებზე. აღნიშნულ ტრენინგზე სოფლის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალებისა და მამაკაცების თანაბარი დასწრების უზრუნველყოფის საკითხებზე, ასევე მოხდა შესაბამისი კანონმდებლობისა და წესების გაცნობა. – ,,დღეს ვსაუბრობთ როგორ უნდა იყოს გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის პრინციპები ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და იმ საკანონმდებლო ბაზაზე, რეგულაციაზე და პრინციპებზე, რაც მათ უნდა დაიცვან. ისაუბრა შორენა ლორთქიფანიძემ, მერსი ქორფსის გენდერის ექსპერტმა". – ,,დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, მივიღეთ საჭირო ინფორმაცია, ქალების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი, მათი მოთხოვნები და საჭიროებები ისე უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც კაცების''. აღნიშნა გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ დიდ დმანისში - კახა ტატუაშვილმა.
ვრცლად
2015-07-27
მიმდინარე წლის 27 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა (ICCN) პროგრამა „ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში ტრენინგი გამართა თემაზე: „ორგანიზაციული მენეჯმენტი და კომუნიკაცია“. დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული კომპანიის ფორმულა, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, ჩატარდა პრაქტიკული სამუშაოები, მონაწილეებმა წარმოადგინეს ვირტუალური ორგანიზაციის სტრუქტურა, სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთო აუდიტორია. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა „სახელმწოფო მოწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი. ტრენინგს უძღვებოდა ICCN - ის აღმასრულებელი დირექტორი მაია კაციტაძე.
ვრცლად
2015-07-29
მიმდინარე წლის 28 ივლისს სადაზღვეო კომპანია ,,იმედი L" - ის წარმომადგენელმა სამუშაო შეხვედრა გამართა დმანისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში.შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა მეგი ედიბერიძემ. კომპანიის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას დაზღვევის პირობებსა და პროგრამაში ჩართვის მიზნით, პროცედურების გავლის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით დმანისის მუნიციპალიტეტში ,,იმედი L" -ის წარმომადგენლობაა გახსნილი შპს ,,ახალი სამედიცინო ცენტრი" (გორგასლის N10) რომელიც მოემსახურება კორპორატიული დაზღვევის ბენეფიციალებს.
ვრცლად
2015-07-29
მიმდინარე წლის 29 ივლისს თბილისის ახალგზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დმანისელმა ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბაგრატ ნინიაშვილმა აზერბაიჯანელი პაშა ალიევი დაამარცხა. ბრინჯაოს მედალი ასევე ნატალია ყიფშიძემ მოიპოვა რომელმაც ბრიტანელი კიერა ბატემენი დაამარცხა.ფინალურ შეხვედრებს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო და გამარჯვებული პირველი ოქროს მედალით ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძიუდოისტი რობიზონ ბეგლარაშვილი დააჯილდოვა.
ვრცლად
2015-07-30
მიმდინარე წლის 28 ივლისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტს ესტუმრა, სპორტული დარბაზის ინფრასტრუქტურას გაეცნო და სპორტის სფეროში განსახორციელებელ სიახლეებზე ისაუბრა. გუბერნატორის ინიციატივით, ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდება აღმოსავლური ორთაბრძოლების შემსწავლელი ჯგუფები, რომლებშიც მსურველები უფასოდ ივარჯიშებენ და საერთო ფიზიკური მომზადების დონეს აიმაღლებენ. ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტებში სპორტული დარბაზების კეთილმოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა დაიწყება. მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში სპორტული დარბაზების მდგომარეობას გაეცნენ აგრეთვე საქართველოში ჯიუ-ჯიცუს ფედერაციის დამფუძნებელი ავთანდილ მიქაძე და ძიუდოს, ჯიუ-ჯიცუს და საბრძოლო სამბოს აკადემიის დამფუძნებელი ამერიკაში ზურაბ ბეკოშვილი. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ინიციატივით რეგიონში იგეგმება უპრეცედენტო პროგრამის განხორციელება, რომელიც წვევამდელთა მომზადებასა და სერტიფიცირებას ითვალისწინებს. მათი გადამზადებაც სწორედ აღნიშნულ სპორტულ დარბაზებში იქნება შესაძლებელი. ამ პროგრამის ფარგლებში რუსთავში უკვე მიმდინარეობს ინსტრუქტორების გადამზადების პროცესი. კურსის დასრულების შემდეგ ინსტრუქტორები მუნიციპალიტეტებში გადანაწილდებიან და ადგილზე მოახდენენ წვევამდელების მომზადებას ფიზიკური და ფსიქოლოგიური აქტივობების გასამყარებლად.
ვრცლად
2015-07-30
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მიმდინარე წლის 5 აგვისტოს წარმოგიდგენთ სპექტაკლს ,,მესაფლავე" ლირიკული დრამა ერთ მოქმედებად. გალაკტიონ ტაბიძის ლექსის მიხედვით. მონაწილეობენ: ირაკლი გრძელიშვილი, ვატო ზოიძე, ქეთი ტატიშვილი, ლაშა გუჯაბიძე რეჟისორი: ლაშა ჩხვიმიანი. 19:00 საათზე. ხანგრძლივობა 40 წუთი.
ვრცლად
2015-07-31

მიმდინარე წლის 30 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ- გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. რეგიონის გუბერნატორმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძესა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელ თორნიკე გვაზავასთან ერთად, დაათვალიერა, თუ როგორ მიმდინარეობს 100-მეტრიანი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობის პროცესი დმანისის სატყეო უბანში. ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით,სატყეო დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს სატყეო გზების გაყვანასა და უკვე არსებულის რეაბილიტაციას. პროცესი დმანისში უშუალოდ ქვემო ქართლის გუბერნატორის მხარდაჭერით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გზის გაყვანის სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკა მუნიციპალიტეტს სამხარეო ადმინისტრაციამ გადასცა.

ვრცლად
2015-08-05

დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის და სამედიცინო კლინიკა ,,პროფესორი"-ს ერთობლივი ორგანიზებით მიმდინარე წლის 4 აგვისტოს სოფელ გომარეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაცია-გამოკვლევები ჩაუტარდა შემდეგი მიმართულებით: ბავშვთა რეაბილიტაცია - ვოიტათერაპევტის კონსულტაცია, მეან გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის, დერმატო ვენეროლოგის კონსულტაცია. ადგილზე იმყოფებოდა კლინიკა ,,პროფესორი"-ს გენერალური დირექტორი ნინო იმერლიშვილი. დმანისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა მეგი ედიბერიძემ ახალშობილებს პირადად გადასცა სიმბოლური საჩუქრები. ,,ის პაციენტები, რომლებსაც ადგილზე გამოკვლევის შედეგად გამოუვლინდებათ სხვადასხვა სახის დაავადებები, შემდგომში მკურნალობას სურვილის მიხედვით გააგრძელებენ კლინიკა ,,პროფესორში", რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხმარებელს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორიცაა უნაყოფობის მკურნალობა, IVF პრეინვიტრო, ოზონოთერაპია, ფიზიო პროცედურები, ტალახით მკურნალობა, ქიმიოთერაპია, გეგმიური ამბულატორია და სხვა" ისაუბრა მეგი ედიბერიძემ.

ვრცლად
2015-08-08
მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ქალაქ დმანისში, რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების პატივსაცემად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. 2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს საქართველომ 169 სამხედრო მოსამსახურე, 16 პოლიციელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა. მემორიალთან გაიმართა მცირე მხატვრული პატრიოტულ თემაზე შექმნილი ღონისძიება. ღონისძიების დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ ცოცხალი ჯაჭვი შეკრა როგორც საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და კიდევ ერთხელ მიაგო პატივი ომში დაღუპულ გმირ ქართველებს. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა, ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრთან ერთად.
ვრცლად
2015-08-08

ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ტეფნაძემ დეტალურად ისაუბრა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიისა და სოციალურად დაუცველთათვის საარსებო შემწეობის დანიშვნის საკითხის შესახებ. ამავე თათბირზე მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების წინაშე მოხსენებით წარდგა ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსი ეზეკი ინწკირველი-ჩხეიძე, რომელმაც მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა. მხარეებმა იმსჯელეს ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის აუცილებელ ერთობლივ სამომავლო ღონისძიებებზე. საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ქვემოქართლის რეგიონის დირექტორმა ვახტანგ გარდაფხაძემ ისაუბრა რეგიონში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტების გამგებლებმა დეტალურად განიხილეს რეგიონის მასშტაბით უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, ისაუბრეს გამოვლენილ ხარვეზებზე და დასახეს მათი მოგვარების გზები.

ვრცლად
2015-08-11

მიმდინარე წლის 11 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახში“ ვიზიტად იმყოფებოდნენ ააიპ ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხალხური რეწვის (ქარგვა, ქსოვა, თექა) მოსწავლეები პედაგოგთან ერთად. ,,ქალთა ოთახის“ თანამშრომელმა მოწვეულ სტუმრებს კიდევ ერთხელ გააცნო ქალთა ოთახის“ სერვისები და დეტალურად გაიარა საკითხების ჩამონათვალი პროგრამა ,,ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალებისა და გოგონების განვითარებისათვის" - მიზანს წარმოადგენს საგანმანათლებლო, პროფესიულ და ეკონომიკურ შესაძლებლობებში ქალებისა და გოგონების ჩართულობისა და სარგებლის მიღების გაზრდა". მოსწავლეებს შორის გაიმართა დისკუსია. ისაუბრეს ქართული თექის წარმოების ისტორიაზე, ტექნოლოგიებზე და გამოყენების მრავალმხრივ დანიშნულებაზე. ,,ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში 2011 წლიდან მუშაობს ხალხური რეწვის წრე, წრე განსაზღვრულია სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის. ხელოვნების ეს დარგი მოთხოვნადი გახდა დღევანდელ საქართველოში, შესაბამისად ვცდილობთ ხშირად მივიღოთ მონაწილეობა ადგილობრივ თუ გასვლით ღონისძიებებში ჩვენი გამოფენით. ბავშვებთან მუშაობა საინტერესოა, ისინი ძალიან ენერგიულები და საყვარლები არიან, მე მიყვარს მათთან მუშაობა" - ისაუბრა წრის პედაგოგმა ლამზირა სიმონიშვილმა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ის, რომ თანამედროვე ბავშვებს შევაყვაროთ ხალხური რეწვა და გავაღრმაოთ მათში ინტერესი.

 
ვრცლად
2015-08-13

,,დმანისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სოფელ ბოსლებისა და აზკაკლიანის მისასვლელი გზის მოასფალტება, რომელსაც ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს N2 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო. სამუშაოს მიმდინარეობის პროცესი მოწმდება სისტემატიურად ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მიერ, სამუშაოები მიმდინარეობს პროექტის შესაბამისად და კალენდარული გრაფიკის მიხედვით, გზის მოასფალტება დასრულდება თვის ბოლოს“ - ისაუბრა ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსმა – თეიმურაზ თეთრაძემ.

ვრცლად
2015-08-18

მიმდინარე წლის 18 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. რეფორმის პროცესში ჩართულმა მხარეებმა ადგილობრივ მოსახლეობას, ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ვრცლად
2015-08-19

მიმდინარე წლის 19 აგვისტოს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის N138 დადგენილების ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" მოთხოვნათა შესაბამისად ,,კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამის" ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გუგუთში, ირგანჩაიში და ბაზაქლოში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის 22 მაისის N01-122/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით დამატებით შერჩეულ ქვეპროგრამის სამიზნე ახალ ოჯახებს გადაეცა გადაუდებელი, პირველადი დახმარებისათვის საჭირო ნივთები. ,,კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამის" ამოცანაა სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის მიტოვების რისკის შემცირება. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს სამიზნე ჯგუფებისათვის გადაუდებელი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით საქონლის/მომსახურების შესყიდვას და გადაცემას, სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ პირველად დახმარებას"-ისაუბრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დმანისის რაიონული განყოფილების იურისტმა ლაშა ქურდაძემ. ნივთების გადაცემას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ვეტერანთა საკითხებში-გოჩა დევდარიანი.

ვრცლად
2017-02-08

,,ჩვენ სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, პერიოდულად ვახდენთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დამხმარე ეტლებით უზრუნველყოფას. დღეს გვქონდა მორიგი აქცია, რომლიც ეტაპობრივად გაგრძელდება" , - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ. 

აღნიშნული ეტლების უზრუნველყოფას ახდენს საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“.

ვრცლად
2017-02-08

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელების პროცესში დახმარებას დაპირდა. შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი - მეგი ედიბერიძე.

ვრცლად
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები
    მაი 09 ხუთ 2024
    268
    აპრ 23 სამ 2024
    907