დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2016-12-12

ქეთევან მარტიაშვილი - ,,ქალთა ოთახის" ხელმძღვანელი

- გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას. დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა16 დღიან კამპანიას ძალადობის წინააღმდეგ, გაიმართა ვიზუალური აგიტაცია, ამ აქციის საშუალებით ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას.

ვრცლად
2016-12-07

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დამხმარე ეტლებთან ერთად საკვები პროდუქტებიც გადასცეს. საკვები პროდუქტები გადასცეს ასევე საქართველოს უსინათლოთა კავშირის დმანისის ფილიალის 27 წევრს.

ვრცლად
2016-12-05

ქალაქ დმანისის N2 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. სამეცადინო და საძინებელ ოთახში გადაიტიხრა ჭერი, მოეწყო ხის იატაკი, მოხდა კედლების შეფინთქვა და შეღებვა.

ვრცლად
2016-12-05

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ქალაქ დმანისში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გეზრბენში (კროსი გოგონებისათვის 500 მეტრი, ვაჟებისათვის 800 მეტრი).

ვრცლად
2016-11-30

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, ქვემო ქართლის რეგიონული ბიზნესფორუმი გაიმართა. 

ვრცლად
2016-11-30

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ სკოლამდელი განათლების განვითარების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. 

ვრცლად
2016-11-28

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ქალთა ოთახში" გაიმართა შეხვედრა თემაზე ,,მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა". დისკუსიამდე მოეწყო ფილმის ჩვენება აღნიშნულ საკითხზე.

ვრცლად
2016-11-28

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა. მობილური ლაბორატორია განთავსებული იყო ქალაქ დმანისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობაში.

ვრცლად
2016-11-28

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ქალთა ოთახში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ინკლუზიური შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის საქველმოქმედო გეგმების შემუშავებას დაეთმო. 

ვრცლად
2016-11-24

24 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს უმასპინძლა. სამუშაოშეხვედრაარასამთავრობოორგანიზაციააზერბაიჯანელქალთაკავშირისინიციატივითგაიმართა, რომლისწევრებმაწარმოადგინესპროექტისახელწოდებითაქტიურიმოქალაქედემოკრატიისგარანტია“. 

ვრცლად
2016-11-22

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრში გაიმართა ვაჟა აზარაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო. ვაჟა აზარაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგი ბარბაქაძეს და დარბაზში მყოფ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისათვის. 

ვრცლად
2016-11-17

,,სუფთა სახლი" საზოგადოებას სთავაზობს გერმანული ფირმის ,,Bode Chemie Hamburg" - ის მაღალხარისხოვან სადეზინფექციო საშუალებებს კვების ობიექტების და წარმოებისათვის. შეხვედრა ორგანიზებული იყო დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ.

ვრცლად
2016-11-16

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“  ფარგლებში  მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას  საქართველოს მთავარი პროკურატურის, ბოლნისისა და დმანისის შინაგან საქმეთა სამმართველოების, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების გამგეობების, საკრებულოების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ბოლნისისა და დმანისის  საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ქ.ბოლნისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების: 

ვრცლად
2016-11-15

სხდომა გახსნა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ. მიესალმა სამოქალაქო საბჭოს წევრებს, მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის და 2016 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ესაუბრა.

ვრცლად
2016-11-09

ღია გაკვეთილის ფორმატში გომარეთელ ახალგაზრდებთან ერთად შოთა რუსთაველისა და „ვეფხისტყაოსანის“ შესახებ ისაუბრეს. 

ამავე დღეს , ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ინიციატივითა და რეგიონალური განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის საჯარო სკოლაში ,,სახალისო სტარტები“ გაიმართა. აქტივობების მიმდინარეობის პროცესს რეგიონის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი  დაესწრო დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და სკოლის პედაგოგებთან ერთად. 

ვრცლად
2016-11-09

7 ნოემბერს ქალაქ მარნეულში გაიმართა სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის თასის გათამაშების ფინალური ეტაპი, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ დმანისის ,,სიონი“ და მარნეულის ,,სადახლო“.  ,,გამარჯვება დაძაბულ ორთაბრძოლაში წილად ხვდა დმანისის ,,სიონს“ ანგარიშით  4 – 2. 

ვრცლად
2016-11-08

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს შპს „ჯეოფერტის" წარმომადგენლებმა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში დმანისელ ფერმერებთან გამართეს სამუშაო შეხვედრა, რომელიც უკავშირდებოდა კომპანია „ჯეოფერტის“ მიერ წარმოებულ ბაქტერიული, ორგანო-მინერალური სასუქების პრეზენტაციას.

ვრცლად
2016-11-04

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების სამმართველოს მიერ, ტურიზმის სფეროში ჩართული და ინდუსტრიაში ჩართვის მსურველებთან სემინარი გაიმართა.

ვრცლად
2016-11-03

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საბაზისო საფეხურის 94 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

ვრცლად
2016-10-31

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილი ქართველი პოეტის ერეკლე საღლიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. თეატრის მსახიობებმა პოეტის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. საკუთარი ლექსი წაიკითხა აგრეთვე სახალხო მთქმელმა ტარასი ცინდელიანმა. საღამო გაალამაზა ანსამბლებმა: ,,შგარიდამ“, ,,კიდევაც დაიზრდებიან’’ და ,,ირინოლამ’’.

ვრცლად
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები
    აპრ 23 სამ 2024
    593