დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2017-02-03

გოგი ბარბაქაძე - დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი

 - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ახალი კომპაკტორიანი შვიდი კუბური მეტრი ტევადობის ნაგავმზიდი მოემსახურება, რაც ხელს შეუწყობს დასუფთავების სამუშაოების ეფექტურ შესრულებას.

ვრცლად
2017-02-02

1 თებერვალს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციისამებრ მხარის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი უძღვებოდა.

განხილულ საკითხთა შორის იყო მიმდინარე წლის რეგიონული პროექტები და მუნიციპალიტეტებში დასუფთავების მასშტაბური აქციების დაგეგმვა-ორგანიზება. 

ვრცლად
2017-01-20

ბავშვთა პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაციის პროგრამის ფარგლებში ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ჰუმანიტარული დახმარების სახით პრეპარატი ვერმოქსი (მებენდაზოლი) მიიღო.

,,აღნიშნული პრეპარატის გაცემა მიმდინარეობს დმანისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში 5 დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე" - განაცხადა ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ონანაშვილმა.

ვრცლად
2017-01-20

ქალაქ დმანისის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგის ლამარა ცინდელიანის ინიციატივით, აღნიშნული სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ნათლისღების დღესასწაულზე საზეიმო წირვის შემდეგ დმანისის ააიპ ,,სათნოების სახლის" ბენეფიციარებს ესტუმრნენ.
შეხვედრის მიზანი იყო საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით: ,,ადამიანი ადამიანის წამალია".
პატარებმა ხანდაზმულებს მიულოცეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული, გაახალისეს სიმღერებით, გადასცეს სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული.

ვრცლად
2017-01-18

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა ააიპ ,,სათნოების სახლის" მონიტორინგი განახორციელა და ბენეფიციარებსა და ,,სათნოების სახლის" ხელმძღვანელს ნინო კავლელაშვილს გაესაუბრა. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღიურად მრავალფეროვანი და ხარისხიანი საკვები მიიღონ. „სათნოების სახლში" სისუფთავეა, ძალიან კარგად გვემსახურებიან, გემრიელ საჭმელს გვიმზადებენ და ვინც აქ მუშაობს, ყველანი კარგები არიან. განსაკუთრებით ავღნიშნავ, რომ წინა წლებთან შედარებით კვება ბევრად გაუმჯობესდა, იგრძნობა უფრო მეტი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან “, – განაცხადა ააიპ ,,სათნოების სახლის" ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ფედოსია დემენტიევამ. 

ვრცლად
2017-01-16

მეგი ედიბერიძე

 

- მადლობას ვუხდი ქალბატონ ნინო შალამბერიძეს გაზეთ ინტერნაციონალის" რედაქტორს, თუმანიშვილის სახელობის თეატრის ხელმძღვანელს ქალბატონ ქეთი დოლიძეს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაკა პეტრენკოს თბილი დახვედრისა და ყურადღებისათვის, რომ დმანისში მცხოვრები პატარები მათი მხადაჭერით თუმანიშვილის თეატრში დაესწრნენ პრემიერას - ,,ჭირვეულის მორჯულება". ნინო გვპირდება, რომ აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს ჩვენს მუნიციპალიტეტთან. 

მადლობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მხარდაჭერისათვის, რომ უზრუნველყვეს პატარების უსაფრთხო ტრანსპორტირება.

ვრცლად
2017-01-09

მიმდინარე წლის 6 იანვარს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი ლევან ამირიძე თანამშრომლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ეწვია დმანისის მუნიციპალიტეს. შეხვედრა გამგეობის საკონფერენციო დარბაზში დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სადაც ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. აფხაზეთის და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს მიულოცეს ახალი წელი და თექვსმეტივე ბენეფიციარს საშობაო საჩუქრები გადასცეს.

ვრცლად
2017-01-01

31 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ანსამბლებისა და სტუდიების მეშვეობით გაიმართა საახალწლო კონცერტი. ლამაზად მორთულ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ცეკვისა და სიმღერის სტუდიების წარმომადგენლები.

საახალწლო კონცერტი საღამოს 22:30 საათზე დაიწყო და ღამის თორმეტ საათზე ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.
 

 

 

ვრცლად
2016-12-30

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ვისურვებდი, რომ 2017 წელს სიკეთე და სიხარული მოეტანოს ჩვენი მუნიციპალიტეტისა და სრულიად საქართველოს ყველა ოჯახისათვის. მშვიდობა დამკვიდრებულიყოს ჩვენს ოჯახებსა და ჩვენს გულებში. 2016 წელს ჩვენ ყველამ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით არსებითად შევცვალეთ ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები, 

ვრცლად
2016-12-30

სულ რამდენიმე საათი და ახალი წელი შემობრძანდება.
წელს განსაკუთრებულად ლამაზია, ჩვენი მუნიციპალიტეტის ქუჩები და სკვერები, რომლებიც საახალწლოდ სხვადასხვა დეკორაციული სანათებითა და ილუმინაციებით მოირთო. დმანისის მუნიციპალიტეტის პირველ პირთებთან ერთად ახალი წლის მოსალოცად მოწვეული იქნებიან სასულიერო პირებიც. 12 საათზე ღონისძიებას დაასრულებს ,,ფეიერვერკი“ როგორც სცენაზე, ასევე ღია ცის ქვეშ.

ვრცლად
2016-12-29

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით, 138 მარტოხელა და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი უზრუნველყო 2 კუბური მეტრი საწვავი შეშით.

ვრცლად
2016-12-29

გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მეგი ედიბერიძე სამუშაო ვიზიტით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ამბულატორიებს ესტუმრა და სოფლის ექიმებთან ერთად დეტალურად განიხილა ის პრობლემები, რაც მოსახლეობის და ექიმების წინაშე დგას.

 

ვრცლად
2016-12-29

ააიპ ,,სამუსიკო სკოლამ " 2016-2017 სასწავლო წლის პირველი ნახევრის საანგარიშო ღონისძიება მიმდინარე წლის 28 დეკემბერსააიპ ,,სამუსიკო სკოლის დარბაზში ჩაატარა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები. 

ვრცლად
2016-12-28

მიმდინარე წლის 28 დეკემბერს ქალაქ დმანისის N1 საბავშვო ბაღში წინასაახალწლო ზეიმი გაიმართა. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები, სკოლამდელი აღზრდის სამსახურის ხელმძღვანელები და აღსაზრდელების მშობლები.
პატარებს დამდეგი ახალი წელი ტკბილეულით მიულოცა თოვლის ბაბუამ.

ვრცლად
2016-12-26

მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტის „სპორტი ჩემს ეზოში“ დახურვის ცერემონია გაიმართა. მხატვრული ნამუშევრების კონკურსის ფინალურ ეტაპზე, რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდა შემოქმედებმა თემატური მხატვრული ნამუშევრები წარმოადგინეს. 

ნორჩ მხატვრებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.

ვრცლად
2016-12-26

მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრში გაიმართა საქველმოქმედო აქცია-კონცერტი თეკლა დევდარიანის დასახმარებლად, რომელსაც ესაჭიროება ორივე თვალის ტრანსპლანტაცია.

დმანისელი მოსახლეობის ერთსულოვნებით შეგროვილი თანხა (2463 ლარი) თეკლა დევდარიანის პირად ანგარიშზე ჩაირიცხა.

ვრცლად
2016-12-21

დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ საახალწლო მზადება 21 დეკემბრიდან დაიწყო. საახალწლო მორთულობით გალამაზდა ქალაქის ქუჩები. 

დმანისის მუნიციპალიტეტის პირველ პირთებთან ერთად ახალი წლის მოსალოცად მოწვეული იქნებიან სასულიერო პირებიც.

12 საათზე ღონისძიებას დაასრულებს ,,ფეიერვერკი“ როგორც სცენაზე, ასევე ღია ცის ქვეშ.

ვრცლად
2016-12-20

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და დმანისის თვითმმართველობის მხარდაჭერით პროექტ „ადგილობრივი საბჭო“-ს ფარგლებში ქალაქ დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს „ადგილობრივი საბჭოს“ ფუნქციებსა და რეგიონში გავრცელებული დანაშაულების შესახებ. განიხილეს ისეთი სახის დანაშაულებები, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. 

ვრცლად
2016-12-18

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით, მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
უფასო სამედიცინო აქცია ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლის შენობაში, „კლინიკა ვაკეში“ – მ გამართა.

ვრცლად
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები
    აპრ 23 სამ 2024
    601