დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2023-03-28

დმანისელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს, სადაც ფახრატ მამედოვმა პირველი ადგილი, ირინე სუბარმა და თამილა ნაზღაიძემ მეორე ადგილი, ხოლო გუნაი ოსმანოვმა მესამე ადგილი მოიპოვეს.

ვრცლად
2023-03-23

"კამპანია "ლურჯი ნაკადულის" ფარგლებში დასუფთავდა მდინარე მაშავერას სანაპირო ზოლი, საპიკნიკე სივრცეები, საავტომობილო გზისა და პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია.

ვრცლად
2023-03-20

კობა მურადაშვილმა მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან, საკრებულოს წევრებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მაია ხმალაძესთან ერთად, დმანისელ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას პირადად ესტუმრა და სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი სადღესასწაულო ნობათი გადასცა.

ვრცლად
2023-03-18

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლობით, სსიპ ქალაქ დმანისის ამამლოს საჯარო სკოლაში 27 აღსაზრდელზე გათვლილი სასკოლო მზაობის ჯგუფი გავხსენით. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მუნიციპალიტეტში მოიმატა შობადობამ და საჭიროებიდან გამომდინარე, ქალაქ დმანისის N2 სააღმზრდელო დაწესებულებას დაემატა მეორე ჯგუფი, რომელიც გათვლილია 21 აღსაზრდელზე, ნათქვამია კობა მურადაშვილის განცხადებაში.

ვრცლად
2023-03-17

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან, საკრებულოს წევრებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ამამლოში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აშენებამდე, სსიპ ქალაქ დმანისის ამამლოს საჯარო სკოლაში 27 აღსაზრდელზე გათვლილი სასკოლო მზაობის ჯგუფი გახსნა და ქალაქ დმანისის N2 სააღმზდელო დაწესებულებას მეორე ჯგუფი დაემატა.

ვრცლად
2023-03-11

საქართველოს ეროვნული გვარდიის, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის, 204-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ვიცე-პოლკოვნიკმა მირზა ბეჟანიძემ, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ვრცლად
2023-03-08

ა(აიპ) ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ მერიისა და ა(აიპ) - ების თანამშრომლები, დმანისის მხარდაჭერის სახლი, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და მუნიციპალიტეტში მოქმედი საჯარო სკოლის დირექტორები.

ვრცლად
2023-03-06

პროექტის ფარგლებში იაპონიის საელჩომ დმანისის მუნიციპალიტეტს საგრანტო პროგრამით (GGP) 95 864 აშშ დოლარი გამოუყო, რომლითაც მერია მყარი ნარჩენების შემგროვებელ ახალ მანქანას შეიძენს.

ვრცლად
2023-02-27
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა, სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“.
ვრცლად
2023-02-27

გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე სხვას!” დმანისში, მერიის მხარდაჭერით უანგარო დონორთა აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა მერიის თანამშრომლებმა, საკრებულოს წევრებმა, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა და ააიპ დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტულ სკოლამ მიიღო. აქცია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მხარდაჭერით შპს "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის" (სისხლის ბანკი) მიერ განხორციელდა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია, სადაც დონორული სისხლისგან სისხლის კომპონენტები მზადდება და მარაგდება კლინიკები.

ვრცლად
2023-02-24

ღონისძიება, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ორგანიზებით მოეწყო და მასში, პროექტის - ,,მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

ვრცლად
2023-02-17

26 იანვრიდან დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები თითოეულ სოფელში, ადგილობრივი თემისთვის პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებს მოსახლეობასთან ერთად განიხილავდნენ.

ვრცლად
2023-02-10

შეხვედრაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა განიხილეს და ყურადღება გაამახვილეს საშვილოსნოს ყელის კიბოსა და სარძევე ჯირკვლის სკრინინგის სახელმწიფო პროგრამასა და პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე.

ვრცლად
2023-02-07

კამპანიის მიზანს მოსახლეობისთვის სამუშაო ჯგუფის ოთხწლიანი საქმიანობის შედეგების გაცნობა წარმოადგენდა.

ვრცლად
2023-02-04

შეხვედრებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად ესწრებოდა.

ვრცლად
2023-02-03

საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით შემდეგი პრიორიტეტები გამოიკვეთა:

ვრცლად
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები
    აპრ 23 სამ 2024
    680