დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2023-01-28

დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

ვრცლად
2023-01-24

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში 2 დღიანი სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში შემუშავდება ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.

ვრცლად
2023-01-20

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ვრცლად
2023-01-17

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს 2022 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა, რაც მრავალმხრივი საქმიანობისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ისახავდა მიზნად.

ვრცლად
2023-01-17
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა, სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ გრანტის მიღებასთან დაკავშირებით
5. განკარგულება: ,,პირის დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის“ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე
6. განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მოწონების თაობაზე’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 08 დეკემბრის №გ-109.109223429 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
7. განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შ.პ.ს „ენ ბი ჯი“ ჯგუფს შორის დადებული 2020 წლის 19 მარტის N4 ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულებისგან შპს „ენ ბი ჯი ჯგუფი“-ს ნაწილობივ გათავისუფლების შესახებ
8. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების) აუქციონის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
9. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების 2023 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
ვრცლად
2023-01-15

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ა(აიპ) ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის” მიერ გამართულ კონცერტს დაესწრო.

ვრცლად
2023-01-13

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშილი, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საესტრადო სტუდია ,,მიქსი“- ის მიერ გამართულ კონცერტს დაესწრო.

ვრცლად
2023-01-10

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და მერის მოადგილეები: კახა პეტრიაშვილი და თემური ზურაბიშვილი.

ვრცლად
2022-12-26

ღონისძიებების ფარგლებში “ახალი წლის დღეები საქართველოში”, დმანისის მუნიციპალიტეტში მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადაღების სტენდები და ინსტალაციები.

ვრცლად
2022-12-26
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა, სხდომაზე განიხილეს სემდეგი საკითხები:
1. დადგენილება:
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების და პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ვრცლად
2022-12-23

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოწყვლადი კატეგორიის 120 ოჯახს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

ვრცლად
2022-12-23

 

დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2022  წლის  26 დეკემბერს  12  საათზე

მოწვეული   რიგგარეშე სხდომის  დღის  წესრიგი

 

16

 

1

დადგენილება:

 

 დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების და პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მომხსენებელი:

თ.ციხელაშვილი

 

2

დადგენილება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა  თანამდებობრივი  სარგოს ოდენობის  განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’   დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 17 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მომხსენებელი:

თ.ციხელაშვილი

 

 

3

განკარგულება: ,,დმანისის  მუნიციპალიტეტის  მერიის  არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის  შეთანხმების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

 

მომხსენებელი:

თ.ციხელაშვილი

 

 

4

დადგენილება:

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მომხსენებელი:

მ.აბრამიშვილი

 

 

5

განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის   ამამლოს თემში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შექმნისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ პეტიციის განხილვის ცნობად მიღების  შესახებ

 

მომხსენებელი:

მ.აბრამიშვილი

 

 

6

განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის  სოფელ ირგანჩაიში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შექმნისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ პეტიციის განხილვის ცნობად მიღების შესახებ

 

მომხსენებელი:

მ.აბრამიშვილი

 

 

7

განკარგულება: დმანისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ (2023-2027)

 

მომხსენებელი:

მ.აბრამიშვილი

 

 

8

განკარგულება: „დმანისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, წარჩინებულ სტუდენტთა და წარმატებული (პრიზიორი) სპორტსმენების წახალისების ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის N88 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.’’

 

მომხსენებელი:

მ.ოკმელაშვილი

 

 

ვრცლად
2022-12-23

 პატარებს ლამაზი სურვილებით ახალი წელი მიულოცეს დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და თითოეული მათგანი თოვლის ბაბუამ ტკბილეულით დაასაჩუქრა. ერთი კვირის განმავლობაში საახალწლო განწყობა იყო დმანისის ყველა საბავშვო ბაღში. პატარა აღსაზრდელების მიერ შესრულებულმა საახალწლო, სახალისო ნომრებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაცია. 

ვრცლად
2022-12-22

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, სამუშაო შეხვედრას გამართა გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის „მუნიციპალური შესაძლებლობების გაძლიერება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის და ეროვნული სტანდარტების განხორციელებაში“ ფარგლებში. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალური შესაძლებლობების მხარდაჭერა სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა და მათი ჩართულობა. პრეზენტაციას პროექტის ხელმძღვანელი, ნინო ცინცაძე უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი,  მერიისა  და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2022-12-17

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე აინთო. ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით საზეიმო კონცერტი გაიმართა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა. ბავშვების განწყობაზე ელფებმა და სანტებმა იზრუნეს.სანახაობრივად ლამაზი და შთამბეჭდავი საღამო გამოვიდა, რომელმაც ამაღლებული წინასაახალწლო განწყობა შექმნა დმანისის მუნიციპალიტეტში.

ვრცლად
2022-12-14

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის “მხიარული სტარტები“ გაიმართა. შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა. ბავშვები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები და გამარჯვებისთვის ბრძოლაში თავები არ დაუზოგავთ. შესაბამისად მაღალი იყო კონკურენციაც და შეჯიბრის მოგების მოტივაციაც. გამარჯვებულ გუნდს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა სიგელი და თასი გადასცა. აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მუნიციპალურ დონეზე დასრულებულია.

ვრცლად
2022-12-08
დმანისში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო.
პირველ ეტაპზე საახალწლო განათების მონტაჟი მიმდინარეობს.
უახლოეს დღეებში, კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მთავარი ნაძვისხის მორთვა დაიწყება.
სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება და მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდება.
ვრცლად
2022-12-07

დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ახალგაზრდა პოეტის ვახო გურამიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტი დამსწრე საზოგადოების წინაშე თავისი შემოქმედებით წარსდგა, ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ირინოლამ“ და ბავშვთა ფოლკლორულმა გუნდმა ,,კიდევაც დაიზრდებიან“. პოეზიის საღამოს მერის მოადგილე, არიფ სულეიმანოვი და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.

ვრცლად
2022-12-06

დმანისში მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" გაიმართა. თამაშში სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. პირველი ადგილი დმანისის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი პირველმა საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი, სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლამ დაიკავა. ინტელექტუალური თამაში დმანისის მუნიციპალიტეტეის მერის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი, რომლებმაც გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადასცეს. ახალგაზრდული სათათბიროს მიზანია , დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ახალგაზრდებისთვის შექმნას მათზე მორგებული გარემო, რომელიც უზრუნველჰყოფს შემეცნებით-საგანმანათლებლო-კულტურულ და სპორტული პროგრამების და აქტივობების განხორციელებას.

ვრცლად
2022-12-06

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით, მოწყვლადი ოჯახების მყარი ბიოსაწვავი "ბრიკეტით" უზრუნველყოფა დაიწყო.

ვრცლად
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    აპრ 23 სამ 2024
    101