დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2022-09-30

ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე, სარაგბო კლუბი "ყოჩების" ადმინისტრაციის ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დმანისის, ბოლნისის და კაზრეთის "ყოჩების" ფესტივალი ჩატარდა.

ვრცლად
2022-09-29

"სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022-2023-ის“ გახსნასთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მინი ფეხბურთში  შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ დმანისის საჯარო სკოლების V-VII კლასის მოსწავლები. გოგონებში გამარჯვება მოიპოვა სოფელ ბოსლების  სკოლის გუნდმა, ბიჭებში სოფელ განთიადის სკოლის გუნდმა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა, გამარჯვებულ გუნდებს თასი და ფეხბურთის ბურთი გადასცა.

ვრცლად
2022-09-28

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ახლადრეაბილიტირებული სარეპეტიციო დარბაზი გახსნა.

ვრცლად
2022-09-27

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. გახსნის ღონისძიებას, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილეებთან, თემური ზურაბიშვილთან, არიფ სულეიმანოვთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ესწრებოდა. ადგილობრივ ახალგაზრდებს, სიმბოლურად, ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები დაურიგდათ. Ⴑპორტული მოედანი დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოეწყო.

ვრცლად
2022-09-27

პროექტის "ახალგაზრდული სათათბიროების განვითარების"  ფარგლებში, რომელსაც გერმანელ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს "ორგანიზაცია world vision საქართველო, ჰაგენის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ახალგაზრდულ საკითხებში, ჰაგენის მუნიციპალიტეტის  ახალგაზრდული სათათბიროს წევრები  ხელმძღვანელთან და ახალგაზრდული მუშაკებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ დმანისის მუნიციპალიტეტს. 

ვრცლად
2022-09-27

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოადგილეებთან თემური ზურაბიშვილთან და არიფ სულეიმანოვთან ერთად, სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ვრცლად
2022-09-26

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და HEKS-EPER Georgia-ს პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის” მენეჯერმა, გიორგი თვალიაშვილმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს.

ვრცლად
2022-09-26
"საქართველოში თამბაქოს მეორადი კვამლის საწინააღმდეგოდ" განხორციელებული აქტივობების 3 წლის ანგარიში, პროექტის ავტორებმა წარადგინეს. “თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი კოალიციები საქართველოსა და სომხეთში'' აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტისა და ემორის უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც საქართველოს პარალელურად სომხეთშიც ინერგებოდა.
ვრცლად
2022-09-21

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით, გამოჩენილი ქართველი არტისტის, ზინაიდა კვერენჩხილაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ვრცლად
2022-09-17

აქციაში დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი საჯარო მოხელეებთან ერთად ჩაერთვნენ.

ვრცლად
2022-09-16

საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა ასევე მერის მოადგილეებმა კახა პეტრიაშვილმა და თემური ზურაბიშვილმა, ქალაქ დმანისის პირველი და სოფელ სარკინეთის ახლად რეაბილიტირებული ბაღიდან მიულოცეს.

ვრცლად
2022-09-16

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილესთან, თემური ზურაბიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად  სოფელ კარაბულახის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს 2022 წელს სოფლის პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები.

ვრცლად
2022-09-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დმანისის ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ქალაქ დმანისის N 1, N 3, ქვემო ოროზმანის და სოფელ ამამლოს საჯარო სკოლიდან მიულოცა.

ვრცლად
2022-09-14

სოფელ გომარეთში მიმდინარეობს გზის საფარის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებს სასმელი და ტექნიკური წყლის მილსადენების სრულ რეაბილიტაციას, ახალი ასფალტის საფარის მოწყობას თავისი სანიაღვრე არხებით და ეზოს მიერთებებით.

ვრცლად
2022-09-14

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით შემდეგი საკითხები განიხილეს.

ვრცლად
2022-09-12

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდით, დმანისში ლეგენდარული ანსამბლი ქართული ხმები და ფონდი "დიასპორის ალიანსი საქართველოსთვის" , მიერ წარმოდგენილ იქნა ლიტერატურულ, მუსიკალური კომპოზიცია "წუთისოფელი".

ვრცლად
2022-09-08

არქეოლოგიურ სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობდა ოროზმანის აღმოჩენის პრეზენტაცია დღეს სოფელ ქვემო ოროზმანში გაიმართა. მოხდა ძეგლის დათვალიერება და აღმოჩენილი კბილის წარდგენა პრესისა და ფართო საზოგადოებისთვის.

ვრცლად
2022-09-07

საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველო, ახალგაზრდულ ასოციაცია დრონისთან და გერმანულ ორგანიზაცია East-West-East-თან და სამიზნე მუნიციპალიტეტების მერიებთან ერთად ახორციელებს პროექტს ახალგაზრდული საბჭოების მხარდაჭერისათვის - "ახალგაზრდული პოტენციალის ხელშეწყობა”.

ვრცლად
2022-09-06

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კობა მურადაშვილმა დმანისში 19 ოჯახს საქართველოს მთავრობის განკარგულებებით საკუთრების მოწმობები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადასცა.

ვრცლად
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    აპრ 23 სამ 2024
    100