dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის სიახლეები

სიახლეები

მთავარი/სიახლეები
მერია და მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდინარე პროექტები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, სოციალური, კულტურული და ინფრასტრუქტურული სიახლეები.

1,565 სიახლეები62 / 131
განთიადში შიდა გზის რეაბილიტაცია დასრულდაიმპორტირებული სიახლეები
5 მარტი, 2020

განთიადში შიდა გზის რეაბილიტაცია დასრულდა

დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფელ განთიადში შიდა გზისა და სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ინფრასტრუქტურული პროექტი 1243 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე განხორციელდა, პროექტის ღირებულებამ 956 124 ლარი შეადგინა. 

ვრცლად
დმანისში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადენზიფექციო სამუშაოები მიმდინარეობსიმპორტირებული სიახლეები
4 მარტი, 2020

დმანისში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადენზიფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

დმანისის მუნიციპალიტეტიში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადენზიფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დეზინფიცირება ჩაუტარდათ მუნიციპალიტეტში არსებულ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს, სამუსიკო სკოლას, სათნოების სახლს, სპორტულ სკოლას, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.

ვრცლად
სოფელ განთიადში სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდაიმპორტირებული სიახლეები
28 თებერვალი, 2020

სოფელ განთიადში სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ განთიადში სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა.სტადიონი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა- გიორგი ტატუაშილმა მოადგილეებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსთან ერთად დაათვალიერა.პროექტის შესაბამისად მოხდა სტადიონის შემოღობვა და დამონტაჟდა ახალი სკამები.სამუშაო ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 12757.96 ლარი შეადგინა.

ვრცლად
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაიმპორტირებული სიახლეები
28 თებერვალი, 2020

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

2020 წლის 28 თებერვალს 12 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები.

ვრცლად
საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო პროგრამის შესახებ.იმპორტირებული სიახლეები
28 თებერვალი, 2020

საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო პროგრამის შესახებ.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, მუნიციპალიტეტის სოფლების ფერმერთათვის ინფორმაციის მიწოდება, „FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს ENPARD III-ის ფარგლებში“, რომელიც ახორციელებს საგრანტო პროგრამას სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვების მხარდასაჭერად საქართველოს მასშტაბით 8 ძირითად და 14 მიმდებარე მუნიციპალიტეტში.

ვრცლად
ირგანჩაიში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.იმპორტირებული სიახლეები
27 თებერვალი, 2020

ირგანჩაიში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

მიმდინარე წლის 27 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, მოადგილეებთან, ბადრი სუბართან და არიფ სულეიმანოვთან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელთან - თემურ ზურაბიშვილთან და ირგანჩაის წარმომადგენელ აჟდარ ახმედოვთან ერთად , სოფელ ირგანჩაიში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, ადგილზე პირადად შეაფას

ვრცლად
მერმა სოფელ ბოსლებში ახალი სპორტული მოედანი გახსნაიმპორტირებული სიახლეები
27 თებერვალი, 2020

მერმა სოფელ ბოსლებში ახალი სპორტული მოედანი გახსნა

უმაღლესი ხარისხის მინი სპორტული მოედნის ტერიტორიაზე, ორიარუსიანი მაყურებელთა ტრიბუნა და ორგანყოფილებიანი რეტერატის შენობა მოეწყო.ინფრასტრუქტურული სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სრული დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 218 000 ლარი.ღონისძიება გაალამაზა ამხანაგურმა თამაშმა მინიფეხბურთში, რომელიც დმანისელი ახალგაზრდების გუნდებს შორის გაიმართა.თამაშში მონაწილე გუნდებს, დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადაეცათ.გა

ვრცლად
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაუშვესიმპორტირებული სიახლეები
25 თებერვალი, 2020

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაუშვეს

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება და ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილი ცხადდება. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

ვრცლად
გიორგი ტატუაშვილი სოფელ ირგანჩაის მოსახელობას შეხვდაიმპორტირებული სიახლეები
24 თებერვალი, 2020

გიორგი ტატუაშვილი სოფელ ირგანჩაის მოსახელობას შეხვდა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი მოადგილეებთან: ბადრი სუბართან და არიფ სულეიმანოვთან ერთად სოფელ ირგანჩაის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის პირველ პირებს მადლობა გადაუხადეს სოფელში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სოფლის საჭიროებებზე ისაუბრეს.

ვრცლად
გიორგი ტატუაშვილი C ჰეპატიტის სკრინინგის აქციაში  ჩაერთოიმპორტირებული სიახლეები
24 თებერვალი, 2020

გიორგი ტატუაშვილი C ჰეპატიტის სკრინინგის აქციაში ჩაერთო

პირველად ჯანდაცვაში ტუბერკულოზის, აივ-ინფექცია შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირებული მართვის პროგრამის ფარგლებში, დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დმანისის თვითმმართველობის საკონფერენციო დარბაზში C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი C ჰეპატიტის სკრინინგის აქციაში ჩაერთო. ასევე მერიის, საკრებულოს თანამშრომლებისა და მოქალაქეების მხრიდან აქტიური ჩართულობა გამოვლინდა.ცენტრის მიერ მათ საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ c ჰეპატიტის, აივ

ვრცლად
საკრებულომ სხდომა გამართაიმპორტირებული სიახლეები
21 თებერვალი, 2020

საკრებულომ სხდომა გამართა

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს შემდეგი საკითხები::

ვრცლად
კორპუსის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობსიმპორტირებული სიახლეები
19 თებერვალი, 2020

კორპუსის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ დმანისში, 9 აპრილის ქუჩა N36 ში მდებარე კორპუსის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.კორპუსის სახურავი მიმდინარე წლის 6 თებერვალს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა. მოხდა დაზიანებული სახურავის დემონტაჟი და დაწყებულია ახალი სახურავის მოწყობის სამუშაოები.

ვრცლად