dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის სიახლეები

სიახლეები

მთავარი/სიახლეები
მერია და მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდინარე პროექტები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, სოციალური, კულტურული და ინფრასტრუქტურული სიახლეები.

1,565 სიახლეები63 / 131
დმანისში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი მიმდინარეობსიმპორტირებული სიახლეები
17 თებერვალი, 2020

დმანისში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი მიმდინარეობს

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 14 თებერვალს დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გავიდა ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, სადაც ჩატარდა C ჰეპატიტის სკრინინგი. დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან გამოვლინდა აქტიური ჩართულობა, ცენტრის მიერ მათ საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ c ჰეპატიტის, აივ ინფექცია/ შიდსის და ტუბერკულოზის დიაგნოსტირებასა და მკურნალობის შესახებ.

ვრცლად
დმანისში მორიგი სოციალური აქცია გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
14 თებერვალი, 2020

დმანისში მორიგი სოციალური აქცია გაიმართა

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოციალური აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს: ჟენია მახნიაშვილს, მამუკა გრიგალაშვილს, ვასო გვიჩიანსა და ზოხრა კიარიმოვს გადაადგილებისათვის დამხმარე სავარძელ-ეტლებს გადასცა.

ვრცლად
თვითმმართველობის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართაიმპორტირებული სიახლეები
11 თებერვალი, 2020

თვითმმართველობის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 11 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის რეფორმის ფარგლებში კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებების თაობაზე, თვითმმართველობის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

ვრცლად
დმანისის მესამე საჯარო სკოლაში "მხიარული სტარტები გაიმართა"იმპორტირებული სიახლეები
10 თებერვალი, 2020

დმანისის მესამე საჯარო სკოლაში "მხიარული სტარტები გაიმართა"

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, ქალაქ დმანისის მესამე საჯარო სკოლაში

ვრცლად
სახალხო დამცველის აპარატმა მერთან შეხვედრა გამართაიმპორტირებული სიახლეები
10 თებერვალი, 2020

სახალხო დამცველის აპარატმა მერთან შეხვედრა გამართა

დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულები: მარიამ გვიდიანი, ირმა მჭედლიძე და მურად გუსეინოვი დმანისის მუნიციპალიტეტის მერს - გიორგი ტატუაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ქონდა თანამშრომლობითი ხასიათი. მხარეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევბზე, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მხარდამჭერი ღონისძიებების აუცილებლობაზე. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწერბოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი პაატა ყულიაშვილი,

ვრცლად
დმანსის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერები.იმპორტირებული სიახლეები
5 თებერვალი, 2020

დმანსის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერები.

ა.ა.ი.პ. „დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის“ მართვაში არსებულ 9 (ცხრა) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის 10 ერთეული ელექტრო ქურის შესაბამისი ღუმელით შესყიდვა -თამდევი მომსახურებით (ტრანსპორტირება+მონტაჟი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ. განახლების წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილის მშენებლობის,სოფ. მამულოს წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილის, რეზერვუარის და შიდა ქსელის მშენებლობის,სოფ. საკირეს წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილის, რეზერვუარის და შიდა ქსელის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთ

ვრცლად
ჟვანიას სკოლა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენას შეასწავლისიმპორტირებული სიახლეები
5 თებერვალი, 2020

ჟვანიას სკოლა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენას შეასწავლის

ჟვანიას სკოლა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენას შეასწავლის დღეს, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დმანისის რეგიონულ სასწავლო ცენტრში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში ახალი სასწავლო ჯგუფი გაიხსნა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული ეროვნული უმცირესობების 23 წარმომადგენელი A 1 დონის კურსზე, 2 სასწავლო ჯგუფში სახელმწიფო ენას შეისწავლიან. ტრენინგები ჟვანიას სკოლის დმანისის რეგიონულ

ვრცლად
საქართველოს ჩემპიონატის სალიცენზიო შეჯიბრებაში დმანისელებმა იასპარეზესიმპორტირებული სიახლეები
3 თებერვალი, 2020

საქართველოს ჩემპიონატის სალიცენზიო შეჯიბრებაში დმანისელებმა იასპარეზეს

მიმდინარე წლის პირველ თებერვალს, ქალაქ თბილისში საქართველოს ჩემპიონატის სალიცენზიო შეჯიბრება ჩატარდა ძიუდოში უმცროსი ასაკის ჭაბუკებში (2003-2004, 2005-2006 წლიანებში).ჩემპიონატში ქალაქ დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტსკოლის აღსაზრდელებმა - მერაბ კვიციანმა 55 კგ. წონით კატეგორიაში და საბა მუმლაძემ 50კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზეს. 

ვრცლად
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდებაიმპორტირებული სიახლეები
23 იანვარი, 2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ვრცლად