| საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს |
| ACH - ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ”; პროექტმა 2010 წელს განახორციელა ქ. დმანისის ,,ხელოვნების სკოლის" საცეკვაო დარბაზის რემონტი (31 000 ლარი); გახსნა ოფისი - ,,ვეტერინარული მომსახურების ცენტრი”, რომელიც ემსახურება ქ. დმანისის მოსახლეობას აღნიშნული კუთხით; შეიქმნა კოოპერატივები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარების კუთხით (მეფუტკრეობა, მეცხვარეობა, მეკარტოფილეობა); დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება ,, აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ დევნილთა თვითუზრუნველყოფის ხელშეწყობის და კეთილდღეობის გაუმჯობესების” შესახებ. შვედეთის საერთაშორისო განვითრების სააგენტო - ,,შვედეთის დახმარება საქართველოს რძისა და რძის პროდუქტების წარმოების სექტორში” პროექტმა სოფელ განთიადში გახსნა რძის შემკრები პუნქტი, რომელიც აღჭურვილია საჭირო ტექნიკა-დანადგარებით (150 000 ლარი); გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის გაძლიერება ქვემო ქართლში” პროექტის დახმარებით მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიქმნა მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება (52 000 ლარი); საერთაშორისო არასამთავროვო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსი” პროგრამა ითვალისწინებს მეცხოველეობის დარგში რიგი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს საკვების წარმოების, ჯიშების გაუმჯობესების, სერვის პროვაიდერების გაძლიერებას. 2013 წლის მარტის თვეში "ქალთა ოთახი" გაკეთდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, პროგრამის "ალიანსები ქვემო ქართლის" ფარგლებში, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია "მერსი ქორფსი" (Mercy Corps) ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში (დმანისი, თეთრიწყარო და წალკა) ახორციელებს. "მერსი ქორფსის" პარტნიორი პროგრამის გენდერული აქტივობების განხორციელებაში არის ქართული ორგანიზაცია "კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი" (ICCN)." |
![]() |
| პირველი ევროპელების სამშობლო |
| დმანისი დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული. აქ სისტემატურად ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, მეცნიერები, სტუდენტები, ტურისტები. მაინც რამ გამოიწვა დმანისით ასეთი დაინტერესება? დმანისის რაიონი და მთლიანად ქვემო ქართლი მდიდარია თავისი ისტორიული წარსულით. ამ რაიონში მრავლად არის აღმოჩენილი ბრინჯაოს, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის მრავალფეროვანი არქეოლოგიური (ნაქალაქარი, ნასოფლარები, სამაროვნები) და არქიტექტურული (ციხე-სიმაგრეები, ეკლესია-მონასტრები) ძეგლები. ყველაზე საინტერესო დმანისის ნაქალაქარია, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წინარე ისტორიის ყველა პერიოდი: გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის ფენები და მდიდარი არქეოლოგიური მასალა. მდინარეების – მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქ შემოდიოდნენ მთავარი საქარავნო გზები, აღმოსავლეთიდან, წინა აზიიდან და დასავლეთიდან- ევროპიდან. დმანისის ნაქალაქარის უნიკალურობა განსაკუთრებით იმაში გამოიხატება, რომ მის ცენტრალურ ნაწილში შუა საუკუნეების ნაგებობების ქვეშ არსებულ დანალექ ფენებში გამოვლინდა დიდი რაოდენობით უძველესი (დღეს გადაშენებული) ცხოველების (მარტორქა, სპილო, ჟირაფი, გიგანტური სირაქლემა, ხმალკბილა ვეფხვი და სხვა) და ადამიანის (5 თავის ქალა, 4 ქვედა ყბა და 60-მდე სხვა ნაწილები) ძვლები. მეცნიერების მიერ საბოლოოდ დადგინდა, რომ დმანისელი ადამიანი HOMO Erectus-ების ადრეულ ჯგუფს HOMO Ergaster -ს განეკუთვნება და თარიღდება 1,8-1,7 მილიონი წლით. აქედან გამომდინარე მსოფლიოში აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩნდა. უკვე ჩამოყალიბდა აზრი მთელ მსოფლიოში, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა. |
გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მუნიციპალიტეტის ტერიტორია მრავალფეროვანია. პირველი თანრიგის ოროგრაფიული ერთეულებია: ვულკანური ქანებით აგებული ჯავახეთის ქედი, ლოქის ქედი; ასევე გომარეთისა და დმანისის ვულკანური პლატოები.
ჯავახეთის ვულკანური ქედი მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აგებულია უმთავრესად ბაზალტური ან ანდეზიტ-ბაზალტური ლავებით, რომლებსაც ვრცელი, ტექტონიკური ძალებით თაღისებურად ამობურცული განფენები წარმოუქმნია. ქედის აღმოსავლური დამრეცი კალთა დასერილია კანიონისებრი ხეობებით.[2]
ლოქის ქედი მუნიციპალიტეტის სამხრეთითაა განფენილი. აგებულია უმთავრესად ცარცული ხნოვანების ვულკანოგენური წყებებით, რომელთა ქვეშ გაშიშვლებულია ლოქის გრანიტული მასივის ძველი კრისტალური კომპლექსი. დამახასიათებელია საშუალომთიანი რელიეფი, ეროზიული, სტრუქტურული და დენუდაციური ფორმებით.
კვირიკეთისა და შინდლარის მთიან მასივებს შორის მოქცეულია გომარეთის პლატო, რომელიც თითქმის მთლიანად მდინარე შავწყაროსწყლის აუზში შედის. შავწყაროსწყლის ხეობა პლატოს თითქმის შუაზე სჭრის. გომარეთის პლატოს სიმაღლე ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 1250-1350 მ-ია, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კი სიმაღლე 1400-1450 მ-მდე მატულობს. პლატო დასავლეთიდან ჩაკეტილია – ჯავახეთის ქედით, ჩრდილოეთით – კვირიკეთის ქედით, სამხრეთით – ლუკუნის მასივით, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე ხრამის ხეობით. გომარეთის პლატო აგებულია დოლერიტული ლავების რამდენიმე ერთმანეთზე გადაფარებული ლავური განფენით და მათთან დაკავშირებული ტბიური ნალექებით. პლატოს კიდეები იმეწყრება, რაც გამოწვეულია ლავური განფენების ქვეშ ჩაფენილი ტბიური ნალექების გამორეცხვით.[2]
გომარეთის პლატო დასერილია მდინარე შავწყაროსწყლისა და მისი შენაკადების კანიონებითა და ხეობებით, რომელთა სიღრმეა 10-500 მ.
მდინარე მაშავრის ზემო დინების აუზში მდებარეობს დმანისის პლატო, რომელიც იფარგლება შინდლარის მასივით, ლოქის ქედითა და ჯავახეთის ქედის კალთებით. გეგმაზე სამკუთხა ფორმა აქვს. იგი ვიწროვდება ჩრდილო აღმოსავლეთისაკენ. პლატოს ზედაპირის სიმაღლე ცვალებადობს 900-950 მ-იდან 1600-1700 -მდე. აგებულია დოლერიტული ლავებით, რომელიც ქვედა მეოთხეულში ამოიღვარა ჯავახეთის ქედის სამხრულ ნაწილში – და მაშავრის ხეობას ჩამოჰყვა მარნეულის ვაკისაკენ. აქვე გვხვდება ტბიურ-ტუფოგენური ქვიშების გამოსავლებიც.[2] დმანისის პლატოზე მკაფიოდ გამოიყოფა სამი საფეხური. აქვეა კანიონებიც, რომელთა სიღრმე 70-80 მ-ს აღწევს. ძირითადია მაშავრის კანიონი, რომლებსაც შტოსებურად გამოეყოფიან მისი შენაკადების კანიონები.
დმანისი თავისი უძველესი წარსულიდან გამომდინარე ფლობს მდიდარ და საინტერესო კულტურას. უძველესი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის და ბუნების უნიკალური ძეგლები თავად „გვესაუბრებიან“იმ მიღწევებზე და შესაძლებლობებზე რომელიც დმანისის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე საუკუნეებს მოუტანიათ. ერთმანეთის გვერდით სხვდასხვა ეთნოსის წარმომადგენლების დიდიხნის თანაცხოვრება ასახულია საერთო ტრადიციების ჩამოყალიბებაში. ყოველი კუთხე-კუნჭული ითხოვს მოფერებას, წინაპრების გახსენებას და დღემდე მოტანილი სიძველეების მოვლა-პატრონობას.
დმანისში მოქმედებს „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის“ სახელმწიფო დრამატული თეატრი. ააიპ“ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ ფუნქციონირებს: ვაჟთა ანსამბლი „შგარიდა“; ქალთა ანსამბლი “ირინოლა“; ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები „მართვე“ და “კიდევაც დაიზრდებიან“; ბავშვთა ფოლკლორული სიმღერის ანსამბლი“ კიდევაც დაიზრდებიან“; ბავშვთა სამეჯლისო და სპორტული ცეკვების ანსამბლი „დანსი“; ინტერნაციონალური ანსამბლი“დმანისური აისი“; საკმაოდ წარმატებულია ააიპ“ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხატვისა და რეწვის წრეები. ქ.დმანისში განთავსებულია ააიპ“საბიბლიოთეკო სამსახური“ , ააიპ “სამუსიკო სკოლა“ და ააიპ „დმანისის საგანმანათლებლო ცენტრი“.ააიპ“ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“საექსპოზიციო არქეოლოგიურ დარბაზში გამოფენილია დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძიებული საინტერესო მასალა.
დმანისის ნაქალაქარში, იქ სადაც უძველესი ადამიანების(მათ შორის ‘ზეზვას და მზიას“ ) ნაკვალევია აღმოჩენილი , ღია ცის ქვეშ მოწყობილია უნიკალური მუზეუმი.
საკრებულოს თავმჯდომარე

პაატა ყულიაშვილი - საკრებულოს თავმჯდომარე
დაბადების თარიღი: 03/07/1981;
სამუშაო გამოცდილება:
- 2004-2006 წელი დმანისის რაიონულ სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
- 2006-2010 წელი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი;
- 2010-2013 წელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი.
- 2013-2014 წელი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი;
- 2014 წლიდან 2021 წლის 10 დეკემბრამდე მუშაობდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად
- 2021 წლის 10 დეკემბრიდან დღემდე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
განათლება:
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, კვალიფიკაცია სამართალმცოდნე, 1998-2003 წლები.
ოჯახური მდგომარეობა:
- ჰყავს მეუღლე და სამი შვილი
ტელ: 599856670
ელ-ფოსტა : p.yuliashvili@yahoo.com
მოქალაქეთა მიღების გრაფიკი:
Ø საკრებულოს თავმჯდომარე - პაატა ყულიაშვილი- ორშაბათი- 1100-1300 საათი.
დმანისის მუნიციპალიტეტის ელ-ფოსტა :
- საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდის მეშვეობით შეუძლიათ https://www.hr.gov.ge/დმანისის მუნიციპალიტეტის მერია გთავაზობთ სტაჟირებებს შემდეგი მიმართულებებით:
- 1. სტაჟიორი სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილებაში არქიტექტურისა და მშენებლობის მიმართულებით -https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95059?active=1
- 2. სტაჟიორი შიდა აუდიტის სამსახურში აუდიტის მიმართულებით - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94928?active=1
- 3. სტაჟიორი ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ განყოფილებაში იურიდიული მიმართულებით - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94918?active=1
- 4. სტაჟიორი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილებაში შესყიდვების მიმართულებით - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94907?active=1
- 5. სტაჟიორი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილებაში ბუღალტერიის მიმართულებით -https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94891?active=1
- 6. სტაჟიორი განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში სპორტის მიმართულებით - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94946?active=1
- 7. სტაჟიორი მუნიციპალური ინსპექციაში შენობა-ნაგებობების ექსპლოატაციის მიღების და უკანონო შენობების მონიტორინგის მიმართულებით -https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94937?active=1 გისურვებთ წარმატებებს!
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით აცხადებს მიღებას სტაჟირების პროგრამაზე „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (“1+4 პროგრამა”) მოსარგებლე პირებისათვის. სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
- ვაკანსია-პოზიციის დასახელება:სტაჟიორი ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ განყოფილებაში იურიდიული მიმართულებით.
- ვაკანსია-პოზიციის დასახელება: სტაჟიორი სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილებაში არქიტექტურის მიმართულებით.
- ვაკანსია-პოზიციის დასახელება:სტაჟიორი შიდა აუდიტის სამსახურში აუდიტის მიმართულებით.
- ვაკანსია-პოზიციის დასახელება:სტაჟიორი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილებაში შესყიდვების მიმართულებით.
- ვაკანსია-პოზიციის დასახელება:სტაჟიორი ეკონომიკის სამსახურში ეკონომიკის მიმართულებით.
- ვაკანსია-პოზიციის დასახელება: სტაჟიორი მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში მუნიციპალური ზედამხედველობის მიმართულებით.
- ვაკანსია სტაჟიორი ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ განყოფილებაში იურიდიული მიმართულებით
- ვაკანსია სტაჟიორი სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილებაში არქიტექტურის მიმართულებით
- იურისტის ვაკანსია
- დადგენილება
- საქართველოს კანონი ,, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი''
- საქართველოს მთავრობის, 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილება „საჯარო სამსახურის კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“

CV
სახელი გვარი: დავით შერაზადიშვილი
ელ-ფოსტა: davitsherazadishvili@gmail.com
დაბადების თარიღი: 03.12.1969
განათლება
1987-1993 -საქართველოს ზოოტექნიკური სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი.სპეციალობა:ექიმი ვეტერინარი
საქმიანობა
· საქართველოს XI მოწვევის პარლამენტი - პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დელეგატი №13 ბოლნისის, დმანისის, თეთრი წყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები
· აგრარულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
სამუშაო გამოცდილება
· 2016 – 2024 - ბოლნისის მუნიციპალიტეტი, მერი
· 2014 – 2016 - ბოლნისის მუნიციპალიტეტი, გამგებლის პირველი მოადგილე
· 2012 – 2014 - შპს "მექანიზატორი", ბოლნისის სერვისცენტრის მენეჯერი
· 2000 – 2011- შპს "სავანეთი 99", მეფრინველეობის ფაბრიკაში სხვადასხვა თანამდებობებზე
· 1998 – 2000- ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, ბოლნისის რაიონის რწმუნებული
· 1994 – 1995 - დაბა თამარისის მეფრინველეობის ფაბრიკა, ექიმი-ვეტერინარი
დმანისი მდებარეობს დმანისის ვულკანურ პლატოზე, მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე, კაზრეთის რკინიგზის სადგურიდან 30 კმ მანძილზე. დმანისის ტერიტორიაზე VI-VIII საუკუნეებში მცირე დასახლება იყო, სადაც საეპისკოპოსო კათედრალი მდებარეობდა. როგორც ქალაქი, წყაროებში პირველად IX საუკუნეში იხსენიება, ამ დროს მას არაბები ფლობდნენ. XI ს-ის 80-იან წლებიდან სელჩუკთა ხელშია, 1123 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა. დმანისი განსაკუთრებით დაწინაურდა XII-XIII სს-ში. XVI ს-დან ქალაქი დაცემის გზაზეა, მოიშალა ეკონომიური ცხოვრება, შემდეგ კი სულ გაპარტახდა და გაუკაცრიელდა. 1921-1947 წლებში მას ბაშკიჩეთი ეწოდებოდა. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. მოსახლეობა 3,4 ათასი (2002 წ.).
თანამედროვე დმანისის ახლოს არის ამავე სახელწოდების ქალაქი-სიმაგრის ნანგრევები (VI-XV სს.), სახლების, ქუჩების, ღვინის სარდაფების და სხვა ობიექტების ნაშთები. დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქ აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი — თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება. დმანისში არის ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 