მიმდინარე წლის 7 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დამხმარე ეტლებთან ერთად საკვები პროდუქტებიც გადასცეს. საკვები პროდუქტები გადასცეს ასევე საქართველოს უსინათლოთა კავშირის დმანისის ფილიალის 27 წევრს.
ქალაქ დმანისის N2 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. სამეცადინო და საძინებელ ოთახში გადაიტიხრა ჭერი, მოეწყო ხის იატაკი, მოხდა კედლების შეფინთქვა და შეღებვა.
მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ქალაქ დმანისში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გეზრბენში (კროსი გოგონებისათვის 500 მეტრი, ვაჟებისათვის 800 მეტრი).
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, ქვემო ქართლის რეგიონული ბიზნესფორუმი გაიმართა.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ სკოლამდელი განათლების განვითარების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ქალთა ოთახში" გაიმართა შეხვედრა თემაზე ,,მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა". დისკუსიამდე მოეწყო ფილმის ჩვენება აღნიშნულ საკითხზე.
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა. მობილური ლაბორატორია განთავსებული იყო ქალაქ დმანისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობაში.
მიმდინარე წლის 25 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ქალთა ოთახში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ინკლუზიური შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის საქველმოქმედო გეგმების შემუშავებას დაეთმო.
დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადღებოდ!
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება საშუალება ჩაიტაროს С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი - ლაბორატორიული გამოკვლევა. მობილური ლაბორატორია განთავსდება ქალაქ დმანისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობასთან 12 საათიდან.
24 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს უმასპინძლა. სამუშაოშეხვედრაარასამთავრობოორგანიზაცია „აზერბაიჯანელქალთაკავშირის“ ინიციატივითგაიმართა, რომლისწევრებმაწარმოადგინესპროექტისახელწოდებით „აქტიურიმოქალაქედემოკრატიისგარანტია“.
მიმდინარე წლის 21 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრში გაიმართა ვაჟა აზარაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო. ვაჟა აზარაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგი ბარბაქაძეს და დარბაზში მყოფ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისათვის.
,,სუფთა სახლი" საზოგადოებას სთავაზობს გერმანული ფირმის ,,Bode Chemie Hamburg" - ის მაღალხარისხოვან სადეზინფექციო საშუალებებს კვების ობიექტების და წარმოებისათვის. შეხვედრა ორგანიზებული იყო დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ.
21 ნოემბერს 18 საათზე ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართება ვაჟა აზარაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო.
დასწრება თავისუფალია.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 













