დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერიის თანამშრომლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, სოციალური აქციის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს და სათნოების სახლის ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან კობა მურადაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან ერთად, სოფელ იაღულბოს წყალსაცავის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 აპრილს 1200 საათზე
მოწვეული სხდომის დღის წესრიგი
№4
|
1 |
დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 ნოემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
|||
|
|
მომხსენებელი: |
თ.ტატულაშვილი |
|
|
|
2 |
განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ |
|||
|
|
მომხსენებელი: |
თ.ტატულაშვილი |
|
|
|
3 |
დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
|||
|
|
მომხსენებელი: |
თ.ციხელაშვილი |
|
|
|
4 |
განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ გრანტის მიღებასთან დაკავშირებით |
|||
|
|
მომხსენებელი: |
მათე ასლანიშვილი |
|
|
|
5 |
განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქონების (ფართი) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ |
|||
|
|
მომხსენებელი: |
ნ.სამადაშვილი |
|
|
|
6 |
განკარგულება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის სოციალური ქვეპროგრამების დამტკიცების და განხორციელების წესების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 ნოემბრის Nგ-109.109233321 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ |
|||
|
|
მომხსენებელი: |
მ.ედიბერიძე |
|
|
|
7 |
განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტში 2024 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის მოწონების თაობაზე’’დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 იანვრის №გ-109.10924053 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
|||
|
|
მომხსენებელი: |
ლ.მანთაშაშვილი |
|
|
22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო. მერიის, საკრებულოს და ა(ა) იპ სამსაურების თანამშრომლებმა ქალაქ დმანისში იაღუფლოს ტბიდან გოდაგდაგის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.
18 აპრილს, მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის"( საყდრისის კომიტეტი) ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ სათათბიროს წევრებს XVII-XVIII საუკუნის აბულმუგის აბანოს ეზოში უმასპინძლა, რომელიც პირველი დაუშლელად გადატანილი ძეგლია საქართველოში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და ქვემო ქართლის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დმანისიდან გახსნა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოადგილეებთან, კახა პეტრიაშვილთან და არიფ სულეიმანოვთან ერთად, მერიისა და ა(ა)იპ სამსახურის უფროსებთან თათბირი გამართა. თათბირზე 2025 წლის ბიუჯეტის ფორმირების საკითხები განიხილა, გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნინო ომიაძე და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მაია ხმალაძე ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან, საკრებულოს წევრებთან და მოაქალაქეებთან ერთად, სოფელ ბოსლებში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში, სასკოლო ლიგის ფარგლებში გოგონებსა და ვაჟებს შორის მინი ფეხბურთსა და ფრენბურთში ტურნირი გაიმართა. მინი ფეხბურთში გამარჯვება ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლამ მოიპოვა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლამ დაიკავა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლის, მკლავჭიდის წრის სპორტსმენებს შეხვდა და წარმატებით ასპარეზობა მიულოცა. სპორტსმენებმა მიმდინარე წლის 8-9 მარტს თბილისის ღია პირველობაზე მოიპოვეს საპრიზო ადგილი და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის ლიცენზია, ჩემპიონატი გაიმართება 2-12 მაისს, სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მარტს 1200 საათზე
მოწვეული სხდომის დღის წესრიგი
№3
|
1 |
დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 ნოემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
|||
|
|
მომხსენებელი: |
ლ.მურჯიკნელი |
|
|
|
2 |
განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად 2023 წელს განხორციელებული შესყიდვების გეგმის ანგარიშის განხილვისა და ცნობად მიღების შესახებ |
|||
|
|
მომხსენებელი: |
ლ.მურჯიკნელი |
|
|
|
3 |
დადგენილება: დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ |
|||
|
|
მომხსენებელი: |
გ. გრიგალაშვილი |
|
|
|
4 |
განკარგულება: დმანისი - თბილისის მარშრუტზე ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების და სამგზავრო გადაყვანის ტარიფის, შეღავათების განსაზღვრის და გადახდის სისტემის დანერგვის წესის დამტკიცების შესახებ |
|||
|
|
მომხსენებელი: |
გ.გრიგალაშვილი |
|
|
|
5 |
განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) აუქციონის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ |
|||
|
|
მომხსენებელი: |
ნ. სამადაშვილი |
|
|
|
6 |
განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქონების (ფართი) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 01 აგვისტოს Nგ-109.109222132 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
|||
|
|
მომხსენებელი: |
ნ. სამადაშვილი |
|
|
|
7 |
განკარგულება: სახელმწიფოსათვის დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ |
|||
|
|
მომხსენებელი: |
ნ. სამადაშვილი |
|
|
|
8 |
განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
|||
|
|
მომხსენებელი: |
თ.ციხელაშვილი |
|
|
|
9 |
განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2024 -2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 იანვრის № გ-109. 109240254 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
|||
|
|
მომხსენებელი: |
თ. ციხელაშვილი |
|
|
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, გოგი მეშველიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 
















