ქალაქ დმანისის სულთმოფენობის სახელობის ტაძარში, დმანისის და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას, სადღესასწაულო წირვა აღავლინა და დმანისის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო მონუმენტზე განთავსებული სამეფო ჯვარი აკურთხა. კურთხევის ცერემონიალს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომდგენელთან მასაჰირო კატოსთან და საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას დირექტორთან გიორგი მესხიძესთან.
სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახალხო დღესასწაულს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მერის მოადგილეები: კახა პეტრიაშვილი, თემური ზურაბიშვილი, არიფ სულეიმანოვი, საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ოლეგი გოშუანი, რამიზ რამაზანოვი, აზერ ალიევი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, წითელი ჯვრის და სოფლის ექიმის პროგრამის ეფექტურად განხორციელებისთვის, ურთიერთკოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დეტალურად იყო განხილული დმანისის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის ექიმის" ამბულატორიების მუშაობის პროცესი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 ამბულატორიაა განთავსებული.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, მოწყვლადი კატეგორიის 150 აზერბაიჯანელ მოქალაქეს ესტუმრნენ და პირადად მიულოცეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული. დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყოველწლიურად უერთდება ამ დღესასწაულს და ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან ერთად აღნიშნავს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ერთ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე ასფალტ- ბეტონის საფარის დაგება, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა.
პროექტი ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ქცია ახორციელებს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერის მოადგილემ კახა პეტრიაშვილმა და დინამოს აკადემიის წარმომადგენლებმა, ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის "ნორჩ ფეხბურთელებს" სპორტული ინვენტარი გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია სპორტული განათლების ხელშეწყობა. მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მერია უზრუნველყოფს "დინამოს აკადემიაში" ჩარიცხული დმანისელი ნორჩი ფეხბურთელების მომზადების საფასურს, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო ასაკის ბავშვებში ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 









