მერია 49 ტონა ბიო საწვავი "ბრიკეტით", 200-მდე ბენეფიციარის თხოვნას დააკმაყოფილებს.
მუშა პროცესი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა ადგილზე შეაფასა. პროექტი ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე რეაბილიტირებული ხულუტის ციხე-დარბაზი მოინახულა და XVII-XVIII საუკუნის პერიოდის საბრძოლო იარაღებს, სამოსს და ეთნოგრაფიულ მასალას გაეცნო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს წარმომადგენელმა, მარიამ ჩიბუხაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, მშობლისა და აღმზრდელის საერთო მიზანზე, ბავშვის უფლებების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა.
დმანისის ნაქალაქარში სპექტაკლი "ხალდე" გაიმართა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილეებთან, სასულიერო პირებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ეთად ესწრებოდა.
საბჭოს წევრებს და ახალგაზრდებს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა და მომავალ წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.
მიმდინარე წლის, 31 ოქტომბერს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვეტერანებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელიც 3 ნოემბერს დასრულდება.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რემონტდება შენობის სახურავი და ფასადი; იცვლება წყალსაწრეტი მილები. რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო და სპორტული დარბაზები.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის განცხადებით, გზის გამართულად ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტი ხორციელდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 










