დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2022-12-23

 პატარებს ლამაზი სურვილებით ახალი წელი მიულოცეს დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და თითოეული მათგანი თოვლის ბაბუამ ტკბილეულით დაასაჩუქრა. ერთი კვირის განმავლობაში საახალწლო განწყობა იყო დმანისის ყველა საბავშვო ბაღში. პატარა აღსაზრდელების მიერ შესრულებულმა საახალწლო, სახალისო ნომრებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაცია. 

ვრცლად
2022-12-22

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, სამუშაო შეხვედრას გამართა გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის „მუნიციპალური შესაძლებლობების გაძლიერება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის და ეროვნული სტანდარტების განხორციელებაში“ ფარგლებში. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალური შესაძლებლობების მხარდაჭერა სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა და მათი ჩართულობა. პრეზენტაციას პროექტის ხელმძღვანელი, ნინო ცინცაძე უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი,  მერიისა  და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2022-12-17

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე აინთო. ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით საზეიმო კონცერტი გაიმართა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა. ბავშვების განწყობაზე ელფებმა და სანტებმა იზრუნეს.სანახაობრივად ლამაზი და შთამბეჭდავი საღამო გამოვიდა, რომელმაც ამაღლებული წინასაახალწლო განწყობა შექმნა დმანისის მუნიციპალიტეტში.

ვრცლად
2022-12-14

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის “მხიარული სტარტები“ გაიმართა. შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა. ბავშვები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები და გამარჯვებისთვის ბრძოლაში თავები არ დაუზოგავთ. შესაბამისად მაღალი იყო კონკურენციაც და შეჯიბრის მოგების მოტივაციაც. გამარჯვებულ გუნდს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა სიგელი და თასი გადასცა. აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მუნიციპალურ დონეზე დასრულებულია.

ვრცლად
2022-12-08
დმანისში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო.
პირველ ეტაპზე საახალწლო განათების მონტაჟი მიმდინარეობს.
უახლოეს დღეებში, კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მთავარი ნაძვისხის მორთვა დაიწყება.
სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება და მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდება.
ვრცლად
2022-12-07

დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2022  წლის  08 დეკემბერს  12  საათზე

მოწვეული   სხდომის  დღის  წესრიგი

 

15

 

1

დადგენილება:

 

 „დმანისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“

 

მომხსენებელი:

თ.ტატულაშვილი

 

2

განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მოწონების თაობაზე

 

მომხსენებელი:

თ.ტატულაშვილი

 

 

3

განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2022  წლის ადგილობრივი ბიუჯეტის  9 თვის  შესრულების  ანგარიშის განხილვის შესახებ

 

მომხსენებელი:

თ.ტატულაშვილი

 

 

4

დადგენილება:

 

 ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა  თანამდებობრივი  სარგოს ოდენობის  განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’   დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 17 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მომხსენებელი:

ს.ასლამაზაშვილი

 

 

5

დადგენილება:„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების და პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მომხსენებელი:

ს.ასლამაზაშვილი

 

 

6

დადგენილება: ,,დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა)  მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  15 დეკემბრის  №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მომხსენებელი:

ს.ასლამაზაშვილი

 

 

7

განკარგულება: ,,დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საწვავის ხარჯის ყოველთვიური ლიმიტის განსაზღვრის შესახებ’’დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის  19 ივლისის  №51  08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მომხსენებელი:

ს.ასლამაზაშვილი

 

 

8

დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მომხსენებელი:

ბ.ლაგურაშვილი

 

 

9

განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ

 

მომხსენებელი:

მ.ოკმელაშვილი

 

 

10

განკარგულება:

 

დმანისის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის პოლიტიკის განხორციელების მიზნით, წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდობის მხარდაჭერის ქვეპროგრამის განხორციელების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ

 

მომხსენებელი:

მ.ოკმელაშვილი

 

 

11

განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის, როგორც, როგორც სპორტის ერთერთი სახეობის პოპულარიზაციისა და ნორჩი სპორტსმენების ხელშეწყობის მიზნით, ნორჩ ფეხბურთელთა ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ

 

.’’

 

მომხსენებელი:

მ.ოკმელაშვილი

 

12

ვრცლად

2022-12-07

დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ახალგაზრდა პოეტის ვახო გურამიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტი დამსწრე საზოგადოების წინაშე თავისი შემოქმედებით წარსდგა, ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ირინოლამ“ და ბავშვთა ფოლკლორულმა გუნდმა ,,კიდევაც დაიზრდებიან“. პოეზიის საღამოს მერის მოადგილე, არიფ სულეიმანოვი და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.

ვრცლად
2022-12-06

დმანისში მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" გაიმართა. თამაშში სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. პირველი ადგილი დმანისის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი პირველმა საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი, სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლამ დაიკავა. ინტელექტუალური თამაში დმანისის მუნიციპალიტეტეის მერის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი, რომლებმაც გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადასცეს. ახალგაზრდული სათათბიროს მიზანია , დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ახალგაზრდებისთვის შექმნას მათზე მორგებული გარემო, რომელიც უზრუნველჰყოფს შემეცნებით-საგანმანათლებლო-კულტურულ და სპორტული პროგრამების და აქტივობების განხორციელებას.

ვრცლად
2022-12-06

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით, მოწყვლადი ოჯახების მყარი ბიოსაწვავი "ბრიკეტით" უზრუნველყოფა დაიწყო.

ვრცლად
2022-12-02

 

დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2022  წლის  05 დეკემბერს  12  საათზე

მოწვეული  რიგგარეშე  სხდომის  დღის  წესრიგი

 

14

 

1

დადგენილება:

 

 „დმანისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 ნოემბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის  თაობაზე

 

მომხსენებელი:

თ.ტატულაშვილი

 

 

2

განკარგულება:,დმანისის მუნიციპალიტეტში 2022  წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების  ნუსხის მოწონების თაობაზე’’დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 იანვრის №გ-109-109220252 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მომხსენებელი:

მ. აბრამიშვილი

 

 

3

განკარგულება:

 

 ,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქონების (ფართი) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 01 აგვისტოს Nგ-109.109222132 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მომხსენებელი:

ლ.ბერუაშვილი

 

 

 

ვრცლად
2022-12-01

️„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022-ის” ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს ფრენბურთში შეეჯიბრნენ. გამარჯვებული გუნდები დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით სიგელებით, თასებითა და ბურთებით მერის მოადგილემ, არიფ სულეიმანოვმა და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსმა, ბადრი სუბარმა დააჯილდოვეს.

ვრცლად
2022-11-30
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ც ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაციის "ჩვენ დავამარცხეთ ც" და პარტნიორი ორგანიზაციის "ახალი ვექტორის" წარმომადგენლები, მობილურ ლაბორატორიასთან ერთად, ესტუმრებიან დმანისის მუნიციპალიტეტს და კვლევა ჩაუტარეს დმანისის მოსახლეობას.
კვლევა ც ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის საკომუნიკაციო-სააინფორმაციო კამპანიის "იCოდე"-ს ფარგლებში ჩატარდა.
ვრცლად
2022-11-29

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის ინიციატივით, მერიის ხელმძღვანელი პირებისა და ა(ა)პი დმანისის კომუნალური სამსახურის ჩართულობით წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე ახლადრეაბილიტირებულ სკვერში 40 ძირი სხვადასხვა სახის ნერგი დაირგო. სკვერში მოეწყო ველობილიკები, ახლო მომავალში განთავსდება სკამები. "ქალაქის იერსახეზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია", განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.

ვრცლად
2022-11-22

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგარახლოს, ყიზილაჯლოსა და იფნარში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ახალი რეზერვუარის მშენებლობა და წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები. მუშა პროცესი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოადგილესთან, კახა პეტრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად ადგილზე მოინახულა. პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული სოფლების მოსახლეობას ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება.

ვრცლად
2022-11-21

დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2022  წლის  22 ნოემბერს  12  საათზე

მოწვეული   სხდომის  დღის წესრიგი

ვრცლად
2022-11-18

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან ერთად სოფლების: სოგუთლოს, უსეინქენდის პირველი და მეორე სალამალეიქისა და მამიშლარის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები, სოფლისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხები.

 

ვრცლად
2022-11-18

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ქალაქ დმანისში გოგოებსა და ბიჭებს შორის მინი ფეხბურთი ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები.გამარჯვებულ გუნდებს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით თასები და სიგელები გადაეცათ.

ვრცლად