" დღეს, ქალაქ დმანისის მერის წარმომადგენლებს ახალი სივრცე გადავეცით, აქ მათ დახვდათ კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემო, რისთვისაც მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელობას. ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია და თითოეული წარმომადგენლისგან განსაკუთრებული მონდომება იქნება საჭირო, რომ ჩვენი ერთობლივი საქმიანობა წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული გამოვიდეს ", განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ წარმომადგენლების ჩართულობით, კომპეტენციის ფარგლებში მრავალი საინტერესო იდეისა თუ პროექტის განხორციელებას შეძლებს მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ტრადიციულად დღესაც მოქალაქეთა მიღება გამართა. კობა მურადაშვილმა მოქალაეების პრობლემები და საჭიროებები პირადად მოისმინა და გადაჭრის გზებზე მათთან ერთად იმსჯელა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა იგპ ქალთა ასოციაცია “თანხმობა" - ს წარმომადგენლებთან მარინა ფოჩხუასა და თამარ ინალიშვილთან და პროექტის ”მხარდაჭერის სახლი” - ს დმანისის ფილიალის მენეჯერთან ეკატერინე ოქრიაშვილთან.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის წამახალისებელი შეხვედრა სოფელ გომარეთში გაიმართა, რომელსაც ახლომდებარე სოფლების: სარკინეთის, განახლების, ველისპირის, მამულოსა და ქციას მოსახლეობა შემოუერთდა და კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 65 - მა მოქალაქემ გაიკეთა. მოსახლეობის კომფორტული ვაქცინაციისთვის დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სრულიად აღჭურვილი მოძრავი ამბულატორია კვალიფიციური მედ პერსონალით ჩამოვიდა.
გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე სხვას“ დმანისში უანგარო დონორთა აქცია კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართა. აქციაში მერის პირველ მოადგილესთან , კახა პეტრიაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მერიის თანამშრომლებმა და საკრებულოს წევრებმა.
|
1 |
დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 ნოემბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
||||
|
|
მომხსენებელი: |
თ. ტატულაშვილი |
|
||
|
2 |
დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების და პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
|||
|
|
მომხსენებელი: |
თ.ტატულაშვილი |
|
|
|
3 |
დადგენილება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
|||
|
|
მომხსენებელი: |
თ.ციხელაშვილი |
|
|
|
4 |
დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
|||
|
|
მომხსენებელი: |
ბ. ლაგურაშვილი |
|
|
|
5 |
დადგენილება:„დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ |
|||
|
|
მომხსენებელი: |
ბ.ლაგურაშვილი |
|
|
|
6 |
განკარგულება: სტიქიის შედეგად საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს) საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ |
|||
|
|
მომხსენებელი: |
მ. ოკმელაშვილი |
|
|
|
7 |
განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ’’ თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ |
|||
|
|
მომხსენებელი: |
ი.სარსევანიძე |
|
|
|
8 |
განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის №81 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
||||
|
|
მომხსენებელი: |
მ. ასლანიშვილი |
|
||
ვარდისუბნის ახლადრეაბილიტირებულ საბავშო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატთან , გოგი მეშველიანთან ერთად გახსნა და აღსაზრდელებს და ბაღის თანამშრომლებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა. " დმანისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების ბაღი შეემატა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენმა პატარებმა კომფორტულად იგრძნონ თავი. თვითმმართველობის ერთ- ერთი მთავარი პრიორიტეტია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები COVID19-ის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების დაცვით განვახორციელეთ. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა შენობა, შეიცვალა ძველი ელექტრო, საკანალიზაციო და წყლის სისტემა, მოეწყო სველი წერტილები, ცენტრალური გათბობა, სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები და სამზარეულო. ეზოში დამონტაჟდა ატრაქციონები. სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. საერთო ღირებულებამ შეადგინა 600 000 ლარამდე." - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშილმა და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ დავით კაჭარავამ სამუშაო შეხვედრა გამართეს. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, კერძოდ რაგბის პროფესიონალურ დონეზე განვითარების შესახებ, პირადად შეხვდნენ რაგბის უფასო პროგრამაში ჩართვის მსურველებს და სიმბოლურად საჩუქრად რაგბის ბურთები გადასცეს.
ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კობა მურადაშვილთან ერთად, დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მთავრობის ინიციატივა გააცნეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის ინიციატივით, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით, 18 იანვრიდან ქალაქ დმანისში, სრულიად უფასოდ საბავშვო (საფესტივალო) რაგბის კლუბი "დმანისი ყოჩები" გაიხსნება.
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ღონისძიებას ტრადიციულად დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. სახელწიფო დროშები გამოიფინა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასა და ცენტრალურ ქუჩაზე.
როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია დმანისის მოსახლეობასთან კომუნიკაცია.
კობა მურადაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
- შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობას, რის შემდეგაც " პირველკლასელთა აკადემია", სამომავლოდ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რაც დმანისელ პატარებს ქართული ენის შესწავლას გაუადვილებს.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 
















