დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2019-08-15

დმანისის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლაში ზამთრისთვის გათბობის სისტემით უზრუნველყოფა უახლოს მომავალში დაიწყება.

მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა შპს „katharinenfeld“- ს შორის გამოფრმა ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დმანისის

მუნიციპალიტეტის ქ.დმანისის N3 საჯარო სკოლის ცენტრალური გათბობის სისტემის

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის ღირებულება შეადგენს 107 837,65 ლარს.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, შესრულებული სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და შესრულების ვადების დაცვის კონტროლს განახორციელებს შემსყიდველი და საზედამხედველო ორგანო (შპს „ოპტიმალ გრუპ +“).

ვრცლად
2019-08-13

დიდგორობის" სახალხო დღესასწაულს დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

12 აგვისტოს, დიდგორის ველზე გამართულ "დიდგორობის" სახალხო დღესასწაულს დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.

დღესასწაული მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მიულოცეს. 

ღონისძიებას ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.

„დიდგორობა 2019“-ის ფარგლებში საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოლკლორულმა ანსამბლა "შგარიდამ". 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცეები მუნიციპალიტეტებისათვის, სადაც წარმოდგენილი იქნა ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები.

მიმდინარე წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლიდან 

898-ე წელი აღინიშნა. აღსანიშნავია, რომ "დიდგორობის" დღესასწაულს დმანისის მუნიციპალიტეტის ყოველწლიურად უერთდება.

ვრცლად
2019-08-14

მთავრობის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს პარლამენტის წევრი, დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად სოფლების: განთიადის, ჯავახისა და შინდლარის მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლის განვითარებისთვის პრიორიტეტული საჭიროებები გააცნეს და მათგან დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა თითოეულ კითხვას ამომწურავად უპასუხეს.

ადგილობრივებს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, არსებული სიახლეები, მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილმა გააცნო, რომელმაც სახელმწიფო პროგრამებში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვლა ყურადღება და ამ მიმართულებით წარმატებული მაგალითების შესახებ ისაუბრა. 

საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და საგანმანათლებლო სივრცეების განახლების საკითხს.

მიმდინარე წელს, დმანისის მუნიციპალიტეტში, 19 376 676 ლარის ღირებულების 118 პროექტის შესრულებაა დაგეგმილი.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ადგილზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლების შენობების რემონტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სამუშაოებია გათვალისწინებული.

ვრცლად
2019-08-14

იწყება დმანისის მუნიციპალური ტურნირი ფრენბურთში. მონაწილეთა ასაკი განისაზღვრება 16 წლიდან. განაცხადში შეიძლება არაუმეტეს 12 მოთამაშის შეყვანა. განაცხადები მიიღება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახაგაზრდობის საქმეთა სამსახურში მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ჩათვლით. ტურნირი ჩატარდება 29 აგვისტოს 12:00 საათზე ქ.დმანისის N3 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში.

ვრცლად
2019-08-14

მთავრობის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს პარლამენტის წევრი, დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად სოფლების: განთიადის, ჯავახისა და შინდლარის მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლის განვითარებისთვის პრიორიტეტული საჭიროებები გააცნეს და მათგან დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა თითოეულ კითხვას ამომწურავად უპასუხეს.

ადგილობრივებს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, არსებული სიახლეები, მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილმა გააცნო, რომელმაც სახელმწიფო პროგრამებში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვლა ყურადღება და ამ მიმართულებით წარმატებული მაგალითების შესახებ ისაუბრა.

საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და საგანმანათლებლო სივრცეების განახლების საკითხს.

მიმდინარე წელს, დმანისის მუნიციპალიტეტში, 19 376 676 ლარის ღირებულების 118 პროექტის შესრულებაა დაგეგმილი.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ადგილზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლების შენობების რემონტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სამუშაოებია გათვალისწინებული.

ვრცლად
2019-08-08

დმანისის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გმირულად  დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ვრცლად
2019-08-08

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

სახელმწიფო დროშები დაეშვა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის თავზე.

რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 408 ადამიანი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 1700-ზე მეტი ადამიანი. 130 000 მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

ვრცლად
2019-08-06

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დახმარებითა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით იწყებს პროექტის " მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მისაღწევად დეგრადირებული საძოვრების აღდგენა და მდგრადი მართვა" მოსამზადებელ ეტაპს. 
პროექტი ეხება საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას საქართველოში. აღნიშნული პროეტის ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტს წარმოადგენს დმანისის მუნიციპალიტეტი.

შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე შერჩეული იქნა დმანისის მუნიციპალიტეტში პროეტის განხორციელების საპილოტე ტერიტორია.

შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი თემური ზურაბიშვილი, მერიის ქონებისა და მართვის განყოფილების ხელმძღვანელი ნატო სამადაშვილი, საქ-ოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დმანისის საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარი ციხელაშვილი, ასევე 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და პროექტის კონსულტანტები.

ვრცლად
2019-07-31

დმანისის  მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 31 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ"  წარმომადგენლებმა, საინფორმაციო სახსიათის შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრას წარუძღვნენ მოწვეული ექსპერტი თენგიზ ფხალაძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილი.

აღნიშნული შეხვედრა განხორციელდა  "დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში" პროექტის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულების გაზრდას და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია " პირველი ევროპელის" მოხალისე ახალგაზრდები.

ვრცლად
2019-07-25

მიმდინარე წლის 21, 22, 23 ივლისს დაბა ურეკში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში - "შავი ზღვის თასი", სადაც მონაწილეობა მიიღო დმანისის ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის აღსაზრდელმა გიორგი მარტიაშვილმა და დაიკავა პირველი ადგილი 51 კგ. წონით კატეგორიაში 2001-2002 წელს დაბადებულთა შორის. გიორგი მარტიაშვილ w.f.c.a საქართველოს კიკბოქსინგის და ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ჭურაძემ მედლით , თასით და სიგელით დააჯილდოვა.

ვრცლად
2019-07-23

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია გიწვევთ "დმანისობის" დღესასწაულზე
ირველი ნაწილი - პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია
11:00 საათი - საგამოფენო კუთხეების ორგანიზება
11:30 საათი - მასტერკლასები (ხეზე კვეთა, თექა, სახის მოხატვა)
12:30 საათი - დოღი
13:00 საათი - ტრადიციული სამზარეულოს დემონსტრირება
13:00 საათი - ჭიდაობა, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ნარდი
13:30 საათი - საზეიმო კონცერტი
მეორე ნაწილი - ქალქი დმანისი, წმინდა ნინოს ქუჩა N:56
21:00 საათი - დასკვნითი კონცერტი - ჯგუფი რეგიონი
22:00 საათი - ფოიერვერკი

ვრცლად
2019-07-22
დმანისის მუნიციპალიტეტის ააიპ" კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში", "რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორი ფესტივალის" ფარგლებში, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურმა თეატრმა მაყურებლის წინაშე, ნოდარ დუმბაძის დუმბაძის "თეთრი ბაირაღები" წარადგინა.
ვრცლად
2019-07-19

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი განიხილეს.

1 . დადგენილება:,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელი: თ. ტატულაშვილი.

2 . განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საწვავის ხარჯის ყოველთვიური ლიმიტის განსაზღვრის შესახებ მომხსენებელი: ს. ასლამაზაშვილი.
3 განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმისა და 2019 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №50 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 
მომხსენებელი: ლ. მანთაშაშვილი. 
4 . განკარგულება: ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დმანისის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ’’დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №13 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხსენებელი: ლ. მანთაშაშვილი.
5 . განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების 2019 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 07 მარტის №14 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 
მომხსენებელი: გ. ციხელაშვილი. 
6 . განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უძრავი ქონების ( სასოფლო-სამეურნეო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობით სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მომხსენებელი: გ. ციხელაშვილი.
7 . განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უძრავი ქონების ( სასოფლო-სამეურნეო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ მომხსენებელი: გ. ციხელაშვილი.
8 . განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქონების ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურისათვის ’’ უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მომხსენებელი: გ. ციხელაშვილი.
9 . განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შპს ,,მაგთიკომისათვის’’ ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის’’ შენობის სახურავზე ფართის იჯარით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მომხსენებელი: გ. ციხელაშვილი.
10 . განკარგულება: „დმანისის მუნიციპალიტეტში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის” მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე მომხსენებელი: კ. პეტრიაშვილი.

ვრცლად
2019-07-18

დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

დაიწყო დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსში, 334 მეტრიანი შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის მიხედვით, ქუჩაზე ორფენიანი ასფალტის საფარი და გზის ორივე მხარეს ბეტონის სანიაღვრე კიუვეტები მოეწყობა.

სამუშაოების მიმდინარეობა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან მანთაშაშვილმა ადგილზე პირადად დაათვალიერეს.

სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით 303 780 ლარს შეადგენს, სამუშაოებს "შპს ტექნომშენ" ჯგუფი ახორციელებს.

გიორგი ტატუაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეული განხორციელებული პროექტი მოსახლეობის ინტერესებზე მაქსიმალურად იყოს მორგებული და ბევრად აუმჯობესებდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების პირობებს. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა კომფორტული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს.

ვრცლად
2019-07-18

დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2019  წლის  19 ივლისს  12  საათზე მოწვეული  სხდომის  დღის  წესრიგი

 10

1

დადგენილება:,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’  დმანისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2018  წლის 25 დეკემბრის   №51  დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

 

მომხსენებელი:

თ. ტატულაშვილი

 

 

2

განკარგულება:  დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საწვავის ხარჯის ყოველთვიური ლიმიტის განსაზღვრის შესახებ

 

მომხსენებელი:

ს. ასლამაზაშვილი

 

3

განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის  2019-2021 წლების  სამოქმედო გეგმისა და    2019 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან და   ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების  მოწონების თაობაზე’’  დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის  25 დეკემბრის  50  08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მომხსენებელი:

ლ. მანთაშაშვილი

 

4

განკარგულება:  ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დმანისის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ’’დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის 13 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  

 

მომხსენებელი:

ლ. მანთაშაშვილი

 

5

განკარგულება:  ,,დმანისის  მუნიციპალიტეტის ქონების 2019  წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 07 მარტის №14  08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

 

მომხსენებელი:

 გ. ციხელაშვილი

 

6

განკარგულება: დმანისის  მუნიციპალიტეტის  მერის მიერ უძრავი ქონების ( სასოფლო-სამეურნეო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის  წესით,  აღნაგობით სარგებლობის უფლებით გაცემის  თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 

მომხსენებელი:

გ. ციხელაშვილი

 

7

განკარგულება: დმანისის  მუნიციპალიტეტის  მერის მიერ უძრავი ქონების ( სასოფლო-სამეურნეო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის  წესით,  იჯარით გაცემის  თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 

მომხსენებელი:

გ. ციხელაშვილი

 

8

განკარგულება: დმანისის  მუნიციპალიტეტის  მერის მიერ ქონების   ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურისათვის ’’  უსასყიდლოდ  გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 

მომხსენებელი:

გ. ციხელაშვილი

 

9

განკარგულება: დმანისის  მუნიციპალიტეტის  მერის მიერ  შპს ,,მაგთიკომისათვის’’ ააიპ  ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის’’ შენობის სახურავზე  ფართის  იჯარით  გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 

მომხსენებელი:

გ. ციხელაშვილი

 

10

განკარგულება:  „დმანისის მუნიციპალიტეტში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის”  მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე

 

მომხსენებელი:

კ. პეტრიაშვილი

 

 

ვრცლად
2019-07-16

"რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 2019" დაიწყო! მიმდინარე წლის 14 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით " რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორი ფესტივალი 2019 გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, ხვალ, 17 ივლისს 17:00 საათზე, დმანისს ესტუმრება რუსთავის "გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრი", რომელიც დმანისის ააიპ" კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში" გამართავს წარმოდგენას ნოდარ დუმბაძის "თეთრი ბაირაღები".

დასწრება თავისუფალია!

ვრცლად
2019-07-16

დმანისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატება. 

დმანისის მუნიციპალიტეტმა, მიმდინარე წლის 15 ივლისს, გამოაცხადა ტენდერი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სკვერის რეაბილიტაციისა და მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის შესახებ. 

პროექტის ღირებულება შეადგენს 528`034 ლარს.

სკვერში გათვალისწინებული იქნა კომბინირებული (მინიფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი) ხელოვნურ საფარიანი სტადიონი, რომელიც დაიყოფა ორ- სათამაშო და სამაყურებლო ზონად 36 დასაჯდომი სკამით, სკვერში განთავსდება სატრენაჟორო დეკორატიული ფარდული 5 ტრენაჟორით, მოეწყობა საზოგადოებრივი ტუალეტი ქალებისა და მამაკაცებისათვის, ასევე შშმ პირებისათვის სათანადო აქსესუარებით. სკვერში განთავსებული იქნება დეკორატიული ფანჩატური და ქვიშის მოედანი სათამაშო–გასართობი აქტრაქციონებით.

ვრცლად
2019-07-16

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ახალ სერვისს სთავაზობბს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა ცხელი ხაზი. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დღეიდან შეძლებს ახალი საინფორმაციო სერვისით სარგებლობას.

დღეიდან იმუშავებს ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერი 599-85-68-70; ზარებს პირადად უპასუხებს ა.ა.ი.პ. ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის” ხელმძღვანელი - თამაზი ადუაშვილი.

ცხელ ხაზზე შეგეძლებათ დარეკოთ


  • გარე განათების სისტემის დაზინების შემთხვევაში 
    ასევე თუ უბნებში არსებული ნაგვის ბუნკერები იქნება გადავსებული, რათა შესაბამისმა სამსახურებმა მიიღონ დროული ინფორმაცია და უმოკლეს დროში მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა.

ვრცლად
2019-07-15

მიმდინარე წლის 13 ივლისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დმანისის რაიონულ სამსახურში ( ქ.დმანისი. ნანა დედოფლის ქუჩა N9), პროფესორ გია ნემსაძის „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“-ს ონკოქირურგებმა უფასო კონსულტაციები ჩაატარეს.

აქციის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ქონდა მიეღო სხვადსახვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურება.

კონსულტაცია მოიცავდა ყველა ონკოლოგიურ და არაონკოლოგიური პათოლოგიებს:

ძუძუსა და გინეკოლოგიური პათოლოგიები, კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნი, მუცლის ღრუს ორგანოები, თავისა და კისრის მიდამოს წარმონაქმნები, უროლოგიური დაავადებები.

უფასო კონსულტაციები ჩაატარეს:

მამოლოგი: გია ნემსაძე, ლელა ფანგანი;
თორაკალური ქირურგი: ლადო კუჭავა;
ონკოქირურგი: გურამ მენთეშაშვილი;
უროლოგი: ბესო ხვედელიძე;
გინეკოლოგი: მარიკა გაბლიშვილი;
რადიოლოგი: ბელა ბურდული;

აქციის ფარგლებში, პაციენტებმა უფასო კონსულტაციის მიღება შეძლეს ჩამოთვლილი მიმართულებიდან ერთ სპეციალისტთან. აგრეთვე ექიმის დანიშნულების მიხედვით ჩატარდა ექოსკოპიური კვლევა.
აღსანიშნავია, რომ უფასო გამოკვლევა 112 პაციენტს ჩაუტარდა.

ვრცლად
2019-07-12

დმანისის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე გაზიფიცირება დასრულებუია სოფელ ვაკეში, ხოლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფლებში: კიზილქილისა, პანტიანი, შინდლარი. გაზფიცირების სამუშაოები დასრულდება სექტემბრის ბოლოს.
პროექტს ახორციელებს შპს "სოკარ ჯორჯია გაზი".

ვრცლად