ქალაქ დმანისში, 2019 წლის ადგილობრივი დანიშნულების გზების მოვლა-შენახვის ფარგლებში, მოქალაქეთა
უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ზებრა გადასასვლელები მოეწყო. სამუშაოები შეასრულა შპს "გზამშენმა" ადგილობრივი ბიუჯეტით. სამუშაოებს ინსპექტირებას უწევდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.
გიორგი ტატუაშვილმა სისხლის გადასხმის აქციაში მიიღო მონაწილეობა დღეს, ქალაქ დმანისში (ნანა დედოფლის ქუჩა N9) მდებარე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დმანისის რაიონულ სამსახურში, უანგარო დონორთა აქცია გაიმართა.
ადგილზე იმყოფება დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი მოადგილეებთან ერთად.
დღეს სოფელ გომარეთში ტრადიციულად სახალხო ზეიმი ,,გომარეთობა” აღინიშნა, რომელიც ყოველთვის მართლმადიდებლური დღესასწაულის ,,სულთმოფენობის” დღეს11 წელია არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის ინიციატივით აღინიშნება.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი დაპირებების შესრულებას განაგრძობს.
მიმდინარე წლის 14 ივნისს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, კონტრაქტორ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წლის 13 ივნისს დმანისის ცენტრალურ სტადიონზე „შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის“ ფარგლებში გაიმართა ნახევარფინალური შეხვედრები, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: „მალალეტკები“ – „კარაბულახი“ (3-1 პენლებში) და „გომარეთი“ 2 – 5 „ბავარია“. ფინალი „მალალეტკები“ – „ბავარია“ გაიმართება 17 ივნისს 18:00 საათზე, დმანისის ცენტრალურ სტადიონზე.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მოთხოვნით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საბავშვო ბაღში ახალი საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა.ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის სამუშაოები შპს "EXSIM MADE" - მ შეასრულა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანხით 7200 ლარი. სამუშაოებს ინსპექტირებას უწევდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,ჯანდაცვის ცეტრში" სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები (სტეფან დორი, ფატიმა ბერი), რომლებიც გაეცვნენ ადგილობრივ სოციალურ პროექტებს, საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, კითხვარის შესაბამისად ააიპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორმა" ნინო ონანაშვილმა მიაწოდა დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ ( რომელი დაავადების, ინფექციის, ან სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის საფრთხის შემცველი ვირუსია გავრცელებული), მათ თავიანთი ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს ქალაქ დმანისში მდებარე ცენტრალური კლინიკა. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდა დმანისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მეგი ედიბერიძე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება დაიწყო. აღნიშნული ინიციატივის მიზანია, ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლება, კომპეტენციების განვითარება მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზებით. სწავლა, პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატს.
მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი, საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა, შესაძლოა გახდეს ის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დააკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. უფლების მოპოვების შემდეგ, ორგანიზაცია უფლებამოსილია მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება განსაზღვრულ პრიორიტეტულ დარგებში.
პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების, სტანდარტების, პროგრამის შემუშავების, მსმენელთა ჩარიცხვის, პრიორიტეტული სექტორებისა და სხვა საჭირო რეგულაციების შესახებ, ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ:
პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის N131 დადგენილება
პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის N59/ნ ბრძანება
პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის N71/ნ ბრძანება
პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების საფასურის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 2 აპრილის N67/ნ ბრძანება
პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დაფინანსების მიღების მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარმოსადგენი განაცხადის (პროგრამული / ფინანსური) ფორმა
პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დაფინანსების მიზნით 2019 წლის პრიორიტეტების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აპრილის N498 ბრძანება
მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებზე მიმდინარე რეგისტრაციების, პროგრამების შინაარსის, განმახორციელებელი ორგანიზაციების და პარტნიორების შესახებ მონაცემები განთავსებულია ვებ გვერდზე www.vet.emis.ge
დამატებითი ინფორმაცია ხელმისწვდომია სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2 200 220
მიმდინარე წლის 11 ივნისს, დმანისის ცენტრალურ სტადიონზე "შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირი" - ის ფარგლებში მინი ფეხბურთში შეხვედრები გაიმართა.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: "განთიადი -" კარაბულახი " 4-7, "მალალეტკები" - "მაშავერა" 5-2, "ბავარია"-"ჯავახი" 7-2, "გომარეთი" - "ამამლო" 4-3.
შეხვედრებში გამარჯვებული გუნდები ("მალალეტკები" - "კარაბულახი","ბავარია" - "გომარეთი"), ნახევარფინალში 13 ივნისს 17:00 საათზე - ცენტრალურ სტადიონზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
გულშემატკივრებს გთხოვთ მობრძანდეთ და უგულშემატკივროთ სასურველ გუნდს.
16 ივნისს სოფელ გომარეთში სახალხო ზეიმი "გომარეთობა" წელსაც საზეიმო ვითარებაში აღინიშნება.
"გომარეთობა" ყოველთვის მართლმადიდებლური დღესასწაულის ,,სულთმოფენობის” დღეს აღინიშნება. სოფელი გომარეთი ქვემო ქართლის რეგიონის ერთი-ერთი უძველესი ქართული სოფელია, რომელიც ქართული ეკლესია-მონასტრების სიმრავლით გამოირჩევა
აღსანიშნავია, რომ გომარეთობა უკვე მე-11 - ე წელია არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის ინიციატივით აღინიშნება.
12.30 სთ - ,ყეენობა“. მოწვეული სტუმრების დახვედრა სოფლის შემოსასვლელში და ,,ყეენობის“ ინსცენირებით სვლა სოფლის ცენტრისკენ.
13.30 სთ - დოღი .
13.00 სთ - სოფლის ცენტრში გაიმართება სპორტული შეჯიბრებები:
1. ქართული ჭიდაობა.
2. ,,ლახტი“
3. ჭადრაკი
სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.
,,გემრიელი და მარჯვე ხელები“- წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული სამზარეულოდან კერძები, კულინარიული ნაწარმი და ყველის სახეობები.
14.30 საათზე გომარეთის კულტურის სახლში გაიმართება კონცერტი.
სახალხო დღესასწაულს ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცავს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, სასულიერო პირები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ღონისძიების დასასრულს საპატიო გომარეთელები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ დმანისში საქართველოს სპორტ ცეკვების ასოციაციის GDSA სარეიტინგო შეჯიბრება - "ქვემო ქართლის თასი 2019" გაიმართა.
ტურნირის ორგანიზატორები მასპინძლები იყვნენ ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სამეჯლისო და სპორტ ცეკვების სტუდიის ხელმძღვანელები (დები) ნანა და ნონა ანსიანები.
ტურნირში მოცეკვავეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (კასპი,მცხეთა,რუსთავი, თბილისი და ა.შ) იღებდნენ მონაწილეობას.
სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გათამაშდა მედლები და თასები, სადაც ადგილობრივმა აღსაზრდელებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს და წარმოადგინეს საჩვენებელი ნომრები.
ტურნირის დასასრულს სტუმრები, მასპინძლებთან და მონაწილეებთან ერთად დმანისის მუზეუმს და ნაქალაქარს ესტუმრნენ, მათ მეგზურობა გაუწია პროფესორმა ჯუმბერ კოპალიანმა.
აღსანიშნავია, რომ ასოციაციის ეგიდით ქალაქ დმანისში ეს იყო პირველი ღონიზძიება, ტურნირის ორგანიზატორები მადლობას უხდიან დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას და ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს.
სოციალური პროგრამის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ, დღეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ათ პირს გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლები გადასცა.
ა(ა)იპ დმანისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი შეურთდა აქციას "მაისის წნევის გაზომვების თვე."აღნიშნული კამპანიის ფარგლებში არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი განხორციელდა დმანისის მუნისციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ: სოფელები: გუგუთი, კაკლიანი, ზემო ოროზმანი და ქალაქი დმანისი.
დღეს დასრულდა ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“.
„ანიმაციის განვითარების ფონდი“-ს ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით გუშინ დაიწყო ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“.
ფესტივალი გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა და მუნიციპალიტეტში ორი დღე მიმდინარეობდა. გუშინ მოეწყო ვორქშოპი „ანიმაცია ურთიერთობის მხატვრული ფორმაა“, სადაც ხატვის ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდები გაეცნენ ანიმაციის წარმოების პროცესს და პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად შექმნეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში „თოფუზი“საკონკურსო პროგრამაში „ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ანიმაციური ფილმი“. ფესტივალის დასასრულს ნაჩვენები იყო ვორქშოპზე შექმნილი ანიმაციური ფილმი, რომელიც მაყურებელს თავად ავტორებმა წარუდგინეს.
საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“- ის ფარგლებში ანიმაციური გმირების კოსტუმებში გამოწყობილმა მსახიობებმა დღეს ბავშვებთან ერთად მოაწვეს ქუჩის თეატრალიზებული მსვლელობა ე.წ. „ბარაბან-შოუ“. ბავშვებისთვის კინოჩვენების შემდეგ გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინა, გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. ანიმაციური ფილმის ავტორები დაჯილდოვდნენ დიპლომებით.
დღეს დმანისის მუზეუმმა სეზონი გახსნა.
სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დმანისის ნაქალაქარში ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პირველი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ეროვნული მუზეუმის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა.
"სილიკონ ველი" თბილისის სპეციალისტებმა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით, დმანისის მუზეუმში არსებული არტეფაქტების 3 D მოდელების რეალურ გარემოში ინტეგრაცია დაიწყეს. არტეფაქტების პირვანდელი მდგომარეობის შესაბამისად, ერთიანი ვიზუალიზაცია უპრეცედენტოა საქართველოს სამუზეუმო სივრცისთის და დამთვალიერებელს მუზეუმში ვიზიტისას სრულიად ახალ, განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.
დმანისის მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება შექმნილი აპლიკაციის გამოყენებით, იხილოს მისთის საინტერესო ნიმუშის ტექნოლოგიებთან ადაპტირებული ვერსია, აგრეთვე გაეცნოს ექსპონატის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ციფრული გიდის გამოყენებით.
პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, დმანისის მუზეუმის დამთვალიერებელი ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობაში წარმოდგენილი უძველესი ადამიანის ნაშთებს - ზეზვას და მზიას ნიმუშებს იხილავს.
სეზონის გახსნას სტუმრობდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - შოთა რეხვიაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი, ეროვნული მუზეუმის დირექტორი - დავით ლორთქიფანიძე, თურქეთის ელჩი - ფატმა სერენ იაზგანი, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორთან ერთად.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 

















