დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2019-05-26

26 მაისს 12 საათზე , ქ.დმანისის ცენტრალურ სკვერში  საქართველოს დამოუკიდებლოიბისადმი მიძღნილი კონცერტი გაიმართება. სკვერი შესაბამისად მოირთვება საქართველოს ეროვნული დროშებით ,ბუშტებით -თეთრ და წითელ ფერებში,ალმებით . 

მოეწყობა ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ხატვის   რეწვის  სტუდიების ბავშთა ნამუშევრების გამოფენ, გაიმართება ააიპ  საბიბლიოთეკო სამსახურის ძველი(ძველი გამოცემები) და ახალი წიგნების (ახალი გამოცემები) გამოფენა.

გამოიფინება ეთნოგრაფიული მასალა  და  გაკეთდება ცოცხალი ყვავილების  კუთხე.  ჩატარდება მოყვარულთათვის ჭადრაკის ტურნირი. ტურნირის გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი: 

  • გახსნა - ლაზარე ოქრიაშვილი; გურამ ციგრიაშვილი 
  • ცეკვა - ,,ქართული“ - ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,დმანისი“
  • ,,ჩემი ხატია სამშობლო“- ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ბავშვთა  თეატრალური სტუდია ,,ბერიკები“ 
  • საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი
  • მილოცვა  დმანისის  მუნიციპალიტეტის მერიიდან.
  • ,,მესხური მრავალჟამიერი“ .
  •  ,,ქართველო ხელი ხმალს იკარ’  - ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის
  •   ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“.
  • ცეკვა - ,,კაური“ -დამოუკიდებელი ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“.-
  • ,,საქართველო ანოსია ..საქართველო ვანოსია“-ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის  საესტრადო სიმღერის სტუდია ,,მიქსი“.
  • ვალსი -.ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების  ცენტრის სამეჯლისო და სპორტული ცეკვის სტუდია ,,დანსი“ 
  • ცეკვა  -,,რაჭული“-ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,დმანისი“. 
  • ლათინური ცეკვების პოპური --.ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების  ცენტრის სამეჯლისო და სპორტული ცეკვის სტუდია ,,დანსი“.
  • ,,თბილისი“ -ააიპ დმანისი კულტურის და ხელოვნების ცენტრის ინტერნაციონალური ანსამბლი ,,დმანისური აისი“- 
  • ,,საქართველო“-გიგა გიგაური - ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა სესტრადო სიმღერის შემსწავლელი სტუდია ,,მიქსი“..
  • ლექსი - ლ.ასათიანი ,,საქართველო“ -აისილ ამიროვა, აისილ იუსუბოვა ,ნიამადინ მუსაევა,რენატ კარიმოვი.-ააიპ დმანისის ახალგაზრდული ცენტრი..
  • ცეკვა -,,რაჭული“-გ.ტატიშვილის სახელობის ბავშვთა სანიმუშო ანსამბლი ,,მართვე“
  • სპორტული ცეკვა-  --.ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების  ცენტრის სამეჯლისო და სპორტული ცეკვის სტუდია ,,დანსი“
  • ,,ხორუმი“- ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა ხალხური საკრავების შემსწავლელი სტუდია.
  • ცეკვა - ,,ოსური“- ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნები სცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,დმანისი“.
  • ,იმერეთო“ -ლილიკო ჭიაბრიშვილი-ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა სესტრადო სიმღერის შემსწავლელი სტუდია ,,მიქსი“
  • ლექსი-,, სამშობლო“- ნანა უბილავა. ააიპ დმანისის საბიბლიოთეკო სამსახური .
  • ცეკვა -,,დაისი“-გ.ტატიშვილისსახელობის ბავშვთა სანიმუშო დამოუკიდებელი ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“.
  • ცეკვა -,,პოპური“(წყვილი)- ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის სამეჯლისო და სპორტული ცეკვის სტუდია ,,დანსი“..
  • სიმღერა- ,,საქართველო ლამაზო“-ზაქარია ციხელაშვილი ,ლიზი მურჯიკნელი ,სალომე დევნოზაშვილი- ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა სესტრადო სიმღერის შემსწავლელი სტუდია ,,მიქსი“.
  • ცეკვა - ,,ნარნარი“- ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნები სცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,დმანისი“.
  • ლექსი -,,საქართველო“ ( მ.მაჭავარიანი) -ვახტანგ აბრამიშვილი
  • ცეკვა - ,,მთიულური“- გ.ტატიშვილის სახელობის ბავშვთა სანიმუშო  ქორეორაფიული ანსამბლი ,,მართვე“..
  • ,,შავლეგო“ 
  • ,,მუმლი მუხასაო“- - ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ირინოლა“,ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,კიდევაც დაიზრდებიან“.
  • ჰიმნი -აკაპელა 
ვრცლად
2019-05-16

ტატუაშვილი გიორგი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი

 - დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ, ადგილობრივი ბიუჯეტის მხარდაჭერით, დმანისის მუნიციპალიტეტს 100 ახალი ნაგვის კონტეინერი შემატა. 

კონტეინერები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქუჩებზე და სხვადასხვა უბნებში განთავსდება, ასევე მოხდება სოფლებში ძველი კონტეინერების ჩანაცვლება. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის უახლოეს მომავალში კიდევ 350 ერთეული ნაგვის კონეტინერი შეემატება.

ვრცლად
2019-05-16

დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება.

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატაუშვილმა, მერის მოადგილე ზაქარია დაუთაშვილთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ლევან მანთაშაშვილთან და საკრებულოს წარმომადგენელთან ერთად, ფონიჭალა-მარნეული- გუგუთის საერთაშორისო გზიდან სოფელ პატარა დმანისის მისასვლელ გზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტის ღირებულება შეადგენს 423 956 ლარს, სამუშაოებს ახორციელებს შპს "ტექნომშენ ჯგუფი"

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზამდე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები.

ვრცლად
2019-05-16

18 მაისს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. მუზეუმებში ამ დღესათან დაკავშრებით ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვადასხვა ღონისძიებები ეწყობა. დმანისის მუნიციპალიტეტი უერთდება ამ საერთაშორისო დღეს ღონისძიებით "ღამე მუზეუმში".ღონისძიების დასაწყისი 16:00 საათი. 

გთავაზობთ ღონისძიების პროგრამას:

  • 16.00 სთ .- სარეკლამო რგოლი პერიოდულად ტრიალი.
  • 17.00სთ.- ,,ეროვნული სამოსის ჩვენება“- საექსპოზიციო დარბაზში შესული სტუმრების წინაშე ახალგაზრდები ეროვნული სამოსით წარსდგებიან. 
  • 17.20 სთ.-,,ო ქრიშტეშ“( უძველესი საგალობელი)- ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“.
  • 17.25 სთ.- ლექცია თემაზე ,,მუზეუმები ,როგორც კულტურლი ჰაბები“
  • 17 .50 სთ.- ,,კვირია“ - ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“.
  • 17:55 საგალობელი „ქრისტე აღსდგა“
    ბავშვთა საგალობლების შემსწავლელი სტუდია.
  • ფოიეში გამოიფინება წიგნები და ფოტო მასალა.
ვრცლად
2019-05-15

დმანისის მუნიციპალიტეტი აცხადებს ტენდერს,  ქ.დმანისში გორგასლის ქუჩა N6, N8; 9 აპრილის ჩიხი N3, ვახტანგ მეფის ქუჩა N3, 26 მაისის ქუჩა N3, N7, N5, N11; N15 წმინდა ნინოს ჩიხი N3, 9აპრილის ქუჩა N34 საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე სავენტელაციო შახტების მოწყობისა და საწვიმარი სისტემის მოწყობის სამუშაოებისა და ქ.დმანისში წმინდა ნინოს ჩიხი N1 კორპუსის სახურავისა და გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საპატრიაქოს შენობის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვა.

ვრცლად
2019-05-15

დმანისისმუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატაუშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან ბადრი სუბართან, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე პროექტები განიხილა.

სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას დაეთმო, დეტალურად ისაუბრეს შესრულებული სამუშაოების შესახებ, ასევე განიხილეს პრობლემური საკითხები, რომლებიც შესაბამის რეაგირებას საჭიროებენ.

მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებს , მოუწოდა თითოეული პროექტის შესრულებისას გაკონტროლდეს სამუშაოების ხარისხი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, ასევე მოსახლეობასთან მაქსიმალური კოორდინაცია და მიმდინერე პროექტების შესახებ მათი ინფორმირება სთხოვა.

ვრცლად
2019-05-15

მიმდინარე წლის 15 მაისს 15:00 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონზე, გაიმართებაც ტურნირი ფეხბურთში "ევროპა 2019" .

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 2005 წელს ზემოთ დაბადებული გოგონათა და ვაჟთა საფეხბურთო გუნდები.

დასწრება თავისუფალია. 
მობრძანდით და უგულშემატკივრეთ სასურველ გუნდს.

ვრცლად
2019-05-14

მიმდინარე წლის 14 მაისს 17:00 საათზე, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფედერაცია ატარებს "მოყვარულთა თასის გათამაშებას დიდ ფეხბურთში".

ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან⤵️ 

ბავარია:ამამლო

ვრცლად
2019-05-13

დმანისელი ფეხბურთელების მორიგი წარმატება.

დმანისის საფეხბურთო გუნდმა "აისი" მორიგი კალენდარული თამაში გამართა თბილისის "იბერიასთან" და მოიპოვა გამარჯვება ანგარიშით 6:1.

მორიგ თამაშს "აისი" 18 მაისს 17:00 საათზე, სტუმრად მცხეთაში, "მუხრანთან" გამართავს.

ვრცლად
2019-05-10

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი, ოთარ შამუგია რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, არსებული საჭიროებებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში საირიგაციო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებს და მიმდინარე პროექტებს. კომპანიის წარმომადგენლებმა მხარის ხელმძღვანელი პირებისგან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან კონკრეტული რეკომენდაციები მოისმინეს, რომელიც მომავლი წლის სამოქმედო გეგმაში განისაზღვრება.

ვრცლად
2019-05-09

დმანისის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯების დღე აღინიშნა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა.9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, დავით მჭედლიშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ომში გარდაცვლილთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათ ასევე მოინახულეს სოფელ გომარეთში, ამამლოსა და კიზილქილისასი მცხოვრები ომის ვეტერნები, პირადად მიულოცეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ისაუბრეს ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე და საჩუქრად გადასცეს ტკბილეულისა და სასურსათო ნობათის კალათები.

აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით თითოეულ ომის ვეტერანს პირად ანგარიშზე ჩაერიცხა თანხა, 250 ლარის ოდენობით.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 3 სამამულო ომის ვეტერანია.

ვრცლად
2019-05-08

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.განკარგულება: ,,ქ. დმანისში სსიპ საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიუნული სამსახურის ტიპიური შენობა №3 -ის მშენებლობის ‘’პროექტის მოწონების თობაზე.განკარგულება: დმანსის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიშის განხილვის შესახებ.

ვრცლად
2019-05-08

დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა.დაიწყო დმანისის მუნიციპალუტეტის სოფელ განთიადში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.ამჟამად ქუჩაზე, რომლის სიგრძე 1243 მეტრია წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.პროექტის ღირებულება შეადგენს 956 124 ლარს.

სამუშაოებს ახორციელებს ამხანაგობა "ენკა"

ვრცლად
2019-05-08

 დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2019  წლის  8 მაისს  12  საათზე მოწვეული   სხდომის  დღის  წესრიგი

ვრცლად

დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2019  წლის  8 მაისს  12  საათზე მოწვეული   სხდომის  დღის  წესრიგი

ვრცლად
2019-05-07

მიმდინარე წლის 7 მაისს ა/ო ,,CENN" - მა კიდევ ერთი ოფიციალური და საქმიანი ვიზიტი განახორციელა დმანისის მუნიციპალიტეტში.

ორგანიზაციის რეგიონულმა კოორდინატორმა მარიკო წიქორიძემ და ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის იურისტმა გიორგი ონიანმა, დიდი დმანისის თემის მოსახლეობასთან შეხვდერის დროს, განმარტეს მათი საქმიანობის სფერო, რომელიც წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის კუთხით მუშაობს დმანისში. ისაუბრეს მათ მიერ დასრულებული სამუშაოების ჩამონათვალსა და იმ დაგეგმილ პროექტებზე, რომლებსაც მომავალი 2 წლის განმავალობაში განახორციელებენ დმანისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მერიის წარმომადგენლები, ,,WASH" საბჭოს წევრები და მერის წარმომადგენელი დიდი დმანისის თემში.

ვრცლად
2019-05-07

მიმდინარე წლის 7 მაისს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები შეხვდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს და მერიის თანამშრომლებს. 
შეხვედრაზე განიხილეს პროექტის მიზნები და განსახორციელებელი აქტივობები. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვრიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დანიის ახალგაზრდული წითელი ჯვრის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს "ახალგაზრდების გააქტიურება და სოციალური ინტეგრაციის გაძლიერება".

ვრცლად
2019-05-06

მიმდინარე წლის 5 მაისს ქალაქ კასპში სამეჯლისო და სპორტული ცეკვების ტურნირი „შიდა ქართლის თასი - 2019“ გაიმართა. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდია „დანსის“-ის აღსაზრდელებმა. ჯგუფური ნომრების (formation ST.) კატეგორიაში. ანსამბლმა "D-ansi'' მოიპოვა ბრინჯაოს მედალი და თასი.

"წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ სტუდიის წამყვან მოცეკვავე წყვილს. ფარზიევ საბუხს და გირგვლიან მარიამს კატეგორიაში E klass (14 - 15 ასაკობრივ კატეგორიაში) და მოიპოვეს ვერცხლის მედლი. ასევე სხვადასხვა კატეგორიებში წარმატებული გამოსვლები ჰქონდათ სოლო და წყვილების სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში სტუდიის სხვა მოცეკვავეებსაც. სტუდიის ხელმძღვანელები დიდ მადლობას ვუხდით დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის" - ისაუბრა ნანა ანსიანმა.

ვრცლად
2019-05-06

მიმდინარე წლის 4 მაისს ქალაქ მცხეთის კულტურის ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით "ტკბილი ფოლკლორი".
აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოს ყველა კუთხის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები, მათ შორის მიწვეული იყო დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლი "დმანისი", რომელმაც წარმოადგინა სამი ცეკვა: ნარნარი, ოსური და რაჭული. 
ფესტივალის ორგანიზატორებმა პედაგოგებს ფესტივალში მონაწილეობისათვის და მიღწეული წარმატებისათვის გადასცეს დიპლომები, ხოლო მოცეკვავეებს დიპლომები და სარეპეტიციო ჩანთები. ანსამბლის ხელმძღვანელები გოჩა კავლელაშვილი და თამუნა ანდიაშვილი მადლობას უხდიან დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისათვის.

ვრცლად
2019-05-06

რუსთავში ცხოველთა თავშესაფარი აშენდება, რომელიც მოემსახურება ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის დმანისს.ცხოველთა თავშესაფრის აშენება ქვემო ქართლის რწმუნებულის ინიციატივით განხორციელდება, კონცეპტუალური პროექტი სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა მოამზადა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა თავშესაფარის მშენებლობის დასაწყებად პროექტი უკვე მზად არის. 

თავშესაფარი დაახლოებით 20 000კვმ. მიწის ფართზე აშენდება და დასახლებული პუნქტისგან მინიმუმ -300 მეტრით იქნება დაშორებული. კონცეპტუალური პროექტის შექმნამდე სპეციალური კვლევა ჩატარდა , რომლის დროსაც მუნიციპალიტეტებში მიუსაფარი და მოხეტიალე ცხოველების რაოდენობის პირვანდელი აღრიცხვა მოხდა. თავშესაფარში 120 ვოლიერი მოეწყობა. თითოეულის ფართი 6 კვ. მეტრი იქნება. ტერიტორიაზე 250 ცხოველის მოთავსება იქნება შესაძლებელი.

მოეწყობა საკარანტინე ბლოკი, რომელიც დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. დაგეგმილია საკარანტინე, სამედიცინო და პოსტოპერაციული ბლოკის გაკეთება. რეგიონის 7ვე მუნიციპალიტეტსვთითოეულს ერთი ერთეული სპეც ავტომანქანა მოემსახურება. 

ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მკაცრად იქნება დაცული. თავშესაფარში ცხელი ხაზი იმუშავებს.

ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.მისი ოპერირების ფინანსირებაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებს მონაწილეობას. მშენებლობასა და მის აღჭურვაზე ფინანსური პასუხისმგებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აიღო, ერთჯერადი კაპიტალდაბანდების თანხა 1 333 144 ლარს შეადგენს. 

„თავშესაფრის მუშაობას, საქართველოს მთავრობის N 345 დადგენილების თანახმად, მონიტორინგს გაუწევს სურსათის ეროვნული სააგენტო.“

ვრცლად