დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2019-04-04

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიის თანამშრომლებთან და საკრებლოს დეპუტატებთან ერთად სოფლების: დიდი და პატარა დმანისის, ვარდისუბნის, ბოსლების და აზ.კაკლიანის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სოფლის მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევა. გიორგი ტატუაშვილმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური პროგრამები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. აღსანიშნავია, რომ შეხვდრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება და მოიცავს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს.

ვრცლად
2019-04-03

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელწიფო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი დმანისში.

მიმდინარე წლის 3 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით, აზრებაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ფუად მურადოვი ეწვია.

შეხვედრა ააიპ "დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის" ფოიეში გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ, დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, კახაბერ ოქრიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი,  "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს პრეზიდენტი საქართველოში, აზერბაიჯანის ელჩი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ეთიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობასთან გაიმართა.

ვრცლად
2019-04-04

მიმდინარე წლის 4 აპრილს, 12 საათზე, დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომის  დღის  წესრიგი 

ვრცლად

დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2019  წლის  4 აპრილს  12  საათზე მოწვეული  სხდომის  დღის  წესრიგი

ვრცლად
2019-04-03

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური,  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსი  თემური ზურაბიშვილი,  მერის წარმომადგენელი სარკინეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მურაზ მურჯიკნელი შეხვდნენ  სოფელ ველისპირის, განახლებისა და სარკინეთის მოსახლეობას.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, როგორც ადგილობრივი ასევე სახელმწიფო სოციალური პროგრამების შესახებ. 

დამსწრე საზოგადოებას  ესაუბრნენ ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ბავშვის 10 ლარიანი დანამატის გახუთმაგების შესახებ. ოჯახებს  რომელთა სარეიტინგო ქულაც 1000001 - ზე ნაკლებია 2019 წლის იანვრის თვიდან, 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებენ 50 ლარიან შემწეობას.

თვასლაჩინო ადგილზე გამოიკრა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, ასევე მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამები.

ვრცლად
2019-04-02

დღეს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

ვრცლად
2019-03-31

მიმდინარე წლის 31 მარტს, ქალაქ დმანისში მდებარე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დმანისის რაიონულ სამსახურში ,,სხივური მედიცინის ცენტრი" და ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი"ს წარმომადგენლებმა  უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

აქციის ფარგლებში გაიმართა „სხივური მედიცინის ცენტრის“ წამყვანი სპეციალისტების შეხვედრა პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალთან, ამბულატორიების ხელმძღვანელებთან- ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობაში არსებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთსასრგაბლო ინფორმაციის გაცვლის, გამოცდილების გაზიარების და შესაძლებლობების გაერთიანების ონკოლოგიურ ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

სამედიცინო გასინჯვის ფარგლებში მოსახლეობას მიეცა  საშუალება მიეღოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციები. (გინეკოლოგი, მამოლოგი, თავ-კისრის ქირურგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი), ასევე ჩატარდა ექოსკოპიური და ენდოსკოპიური კვლევები.

საერთო ჯამში, გამოკვლევა ჩაუტარდა 200-მდე ბენეფიციარს.

ვრცლად
2019-03-28

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს მორიგი სხდომა 

ვრცლად
2019-03-27

მიმდინარე წლის 27 მარტს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმოამდგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემების გაცნობა.აღსანიშნავია, რომ „ქალები სამართლიანოსთვის“ 2014 წლიდან გერმანული ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც სოფლად მცხოვრები ქალების განვითარებაზე მუშაობს. შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერულო საბჭოს წარმომადგენლები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე დმანისელი ქალები.

ვრცლად
2019-03-26

დღეს, ააიპ "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" დარბაზში, გურგენ გურჩიანი - ფოლკლორული ანსამბლი შგარიდა“- დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. (ფილმის რეჟისორი-ცისკარა ფაჩულია). ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები, ფოლკლორის კორიფეები და საზოგადო მოღვაწეები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და დაინტერესებული დმანისელი საზოგადოება. პრეზენტაციას უძღვებოდა ერეკლე საღლიანი. პრეზენტაციას გააშუქებს პირველი სამაუწყებლო საზოგადოებრივი არხი.

ვრცლად
2019-03-25
მიმდინარე წლის 23 მარტს ქალაქ რუსთავში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“- ის ფარგლებში რეგიონული პირველობა გაიმართა გეზრბენში.
შეჯიბრში დმამისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.
ვრცლად
2019-03-31

31 მარტს  ქალაქ დმანისში (ნანა დედოფლის ქუჩა N9) მდებარე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დმანისის რაიონულ სამსახურში ,,სხივური მედიცინიც ცენტრი" და ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" ჩაატარებს უფასო სამედიცინო აქციას.  

აქციის ფარგლებში იგეგმება „სხივური მედიცინის ცენტრის“  წამყვანი სპეციალისტების შეხვედრა პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალთან. 

სამედიცინო გასინჯვის ფარგლებში მოსახლეობას ეძლევა საშუალება მიიღონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციები. (გინეკოლოგი, მამოლოგი, თავ-კისრის ქირურგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი).

ვრცლად
2019-03-26

„გურგენ გურჩიანი-ფოლკლორული ანსამბლი შგარიდა“- დოკუმენტური ფილმი

მიმდინარე წლის 26 მარტს, 15:00 საათზე, ააიპ "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" დარბაზში, გურგენ გურჩიანი-ფოლკლორული ანსამბლი შგარიდა“- დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.

ფილმის რეჟისორი-ცისკარა ფაჩულია

პრეზენტაციას გააშუქებს პირველი სამაუწყებლო საზოგადოებრივი არხი

ფილმის ჩვენებას დაესწრებიან ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები, ფოლკლორის კორიფეები და საზოგადო მოღვაწეები. პრეზენტაციას გაუძღვება ერეკლე საღლიანი.

დასწრება თავისუფალია! 

ვრცლად
2019-03-27

მიმდინარე წლის 27 მარტს, 12 საათზე, ა(აი)პ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ფოიეში, გაიმართება "შუქრი ჩხეტიანის სახელობის" სამოყვარულო ტურნირი ჭადრაკში.

ტურნირში მონაწილეობის მსურველთა ასაკი შეუზღუდავია.
გთხოვთ მობრძანდეთ!

ვრცლად
2019-03-31

პროექტის "განავითარე შენი რეგიონი-განავითარე შენი ქალაქი" ფარგლებში, 31 მარტს 11:00 სათზე 

ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, "დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების" და "სტუდენტური პარლამენტის" ინიციატივით, დმანისელ ახალგაზრდებთან (მერვე, მეცხრე, მეათე,მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასების ჩათვლით)  შეხვედრა გაიმართება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მობრძანდეთ აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად.

ვრცლად
2019-03-23

დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, დღეს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მოადგილესთან ზაქარია დაუთაშვილთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად სოფლებს: დაგარახლოს, იფნარს, კიზილაჯლოს, ბაღჩალარს, ორმაშენს და კიზილქილისას ესტუმრა. თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობის საჭიროებები და პრობლემები უშუალოდ მათგან მოისმინეს და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამები, ჯანდაცვის პროგრამები და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო. აღსანიშნავია, რომ შეხვდრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. შეხვედრები გრძელდება და მოიცავს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს.

ვრცლად
2019-03-22

დმანისელი სპორტსმენების წარმატება !

მიმდინარე წლის 20-21 მარტს, ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს პირველობა მკლავჭიდში, 15 და 18 წლამდე ახალგაზრდებს შორის.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ დმანისელი სპორტსმენები: მიშიკო გადრანი (15 წლამდე 50 კგ კატეგორია) ზაურ ალიევი (18 წლამდე 55 კგ კატეგორია ) და გიორგი გიორგიევი. (18 წლამდე 55 კგ კატეგორია)

მიშიკო გადრანის ასპარეზობა წარმატებული აღმოჩნდა როგორც მარცხენა ასევე მარჯცვენა ხელით ასპარეზობისას და  50 კგ კატეგორიაში დაიკავა პირველი ადგილი.

ზაურ ალიევმა იასპარეზა მარცხენა ხელით და დაიკავა საპრიზო მეორე ადგილი.

გიორგი გიორგიევმა მაჯვენა ხელით ასპარეზობისას  მოიპოვა საპატიო მესამე ადგილი.

ვრცლად
2019-03-22

ამ წუთებში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების განხილვის მიზნით, კონტრაკტორ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრას მართავს. სამუშაო შეხვედრას კონტრაკტორი ორგანიზაციების გარდა ესწრებიან: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი, ასევე მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თანამშრომლებთან ერთად. აღანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერის - გიორგი ტატუაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახილველად, მსგავსი ტიპის შეხვედრები მერიის საკონფერენციო დარბაზში ტრადიციულად ყოველ პარასკევს 12:00 საათზე იმართება.

ვრცლად
2019-03-21

21 მარტს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს სახალხო დღესასწაული ,,ნოვრუზ ბაირამი” დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მარნეულის შემდეგ დმანისში გამართულ ღონისძიებაზე მიულოცა.

ყოველი წლის 19 – 21 მარტს ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელი ხალხი ტრადიციულ დღესასწაულს ,,ნოვრუზ ბაირამს“ აღნიშნავს. მიმდინარე წლის 21 მარტს ქალაქ მარნეულში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ,,ნოვრუზ ბაირამის” - ახალი წლის დადგომას მიეძღვნა და ეს დღესასწაული ქვემო ქართლში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა ქალაქ მარნეულში გამართულ ღონისძიებაზე იზეიმეს. მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს აზერბაიჯანული ტრადიციული კუთხე და მოქალაქეებს გაუმასპინძლდნენ ჩაით და ტკბილეულით. მარნეულის შემდეგ ,,ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაული გაგრძელდა დმანისში სოფელ ქვემო ოროზმანში.

მოეწყო მიმდებარე სოფლების კუთხეები, სადაც გამოიფინა სოფლის ნობათი, ტრადიციული ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სპორტული (დოღი, მკლავჭიდი, ძალოსნობა) და კულტურული (ეთნოგრაფიული კუთხის, სოფლის ნობათის და ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა, კონცერტი) ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანული სოფლების ინდივიდუალური შემსრულებლები ა(აი)პ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოლკლორული ანსამბლები და ქალაქ დმანისის ზ.ჟვანიას სახელობის, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის აღსაზრდელები.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვვილმა, ქვემო ქართლში სახეწლმწიფო-რწმუნებულის მოადგილესთან კახა კობერიძესთან ერთად კონცერტის მსვლელობისას სცენიდან მიულოცა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს სახალხო დღესასწაული და სიმბოლური საჩუქრები გადასცა, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმატებულ აზერბაიჯანელ სტუდენტებს. დაჯილდოვდნენ სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებიც.

აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა დმანისში მცოვრებ აზერბაიჯანელებს "ნოვრუზ ბაირამი", დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ოქრიაშვილის სახელითაც მიულოცა.

ვრცლად