დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით , მოსახლეობასთან ჩატარებული კონსულტაციისა და საერთო კრების ოქმები.
მიმდინარე წლის 23 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, კარაბულახის, ახის, სარკინეთისა და ველისპირის მოსახლეობასთან საერთო კრება გაიმართა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვდრაზე განიხილეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლობის მიერ ინიცირებული პროექტები, კერძოდ: სარკინეთი - სასაფლაოს შემოღობვა, საპირფარეშოს მოწყობა და ფარდულის მოწყობა.
ველისპირი - სასმელი წყლის წყაროების რეაბილიტაცია,
სოფლის სასაფლაოს შემოღობვა. განახლება - საბავშვო ბაღის შემოღობვა, სკოლის ტერიტორიის შემოღობვა. ახა -
სასმელი წყლის მთავარი ავზის სრული რეაბილიტაცია, სოფლის შიდა გზების ნაწილობრივი შეკეთება,
სანიაღვრე არხის მოწყობა.
დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით , მიმდინარე წლის 24 იანვარს მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება:
იფნარი, დაგარახლო სოფლის ცენტრი 24.01.ხუთშ. 12:00 სთ. კონსულტაცია 8,000 ლარი,
იფნარი, იფნარი სოფლის ცენტრი 24.01.ხუთშ. 13:10 სთ. საერთო კრება 6,000 ლარი,
იფნარი,კიზილაჯლო სოფლის ცენტრი 24.01.ხუთშ. 14:20 სთ საერთო კრება 5,000 ლარი.
გთხოვთ მობრძანდეთ და მიიღოთ მონაწილეობა.
მიმდინარე წლის 22 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით სოფლის მოსახლეობასთან (ტნუსი, ბოსლები, სოგუთლო, იაღუფლო, ქარიანი, კაკლიანი (აზერბაიჯანული), ვარდისუბანი, ჯავახი (კონსულტაცია), შახმარლო, პანტიანი, პირველი სალამალეიქი, მეორე სალამალეიქი, უსეიქენდი, კიზილქილისა, პატარა დმანისი, მამიშლარი, შინდლარი) საერთო კრება გაიმართა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სტრუქტურული ერთეულის და ააიპ-იებს ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
შეხვედრას უძღვება დმანისის მუნიციპალიტეტს მერი, გიორგი ტატუაშვილი
მიმდინარე წლის 18-20 იანვარს ქალაქ თბილისში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში. სადაც მონაწილეობა მიიღეს დმანისის ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა: გიორგი მარტიაშვილმა და რავილ აბდურახმანოვმა. გუნდის მწვრთნელის, ლერი ავალიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით სპორტსმენებმა დამაჯერებლად და ქულათა დიდი სხვაობით სძლიეს მოწინააღმდეგეებს. გვასახელეს რადგან ორივემ პირველი ადგილი მოიპოვა.
დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მიმდინარე წლის 2️⃣3️⃣ იანვარს მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება:⤵️
▶️კარაბულახი, სოფლის ცენტრი 23.01.ოთხშ. 12:00 სთ. საერთო კრება 5,000 ლარი
▶️სარკინეთი, სარკინეთი სოფლის ცენტრი 23.01.ოთხშ. 13:00 სთ. საერთო კრება 5,000 ლარი
▶️სარკინეთი, განახლება სოფლის ცენტრი 23.01.ოთხშ. 12:00 სთ. საერთო კრება 5,000 ლარი
▶️სარკინეთი, ველისპირი სოფლის ცენტრი 23.01.ოთხშ. 11:00 სთ. საერთო კრება 5,000 ლარი
დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით , მიმდინარე წლის 22 იანვარს მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება.
მიმდინარე წლის, 21 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით სოფ:ძველ გოდაგდაგში, ახალ გოდაგდაგსა და ქვემო კარაბულახში მცხოვრებ მოსახლოეობასთან საერთო კრება, ხოლო ზემო კარაბულახში კონსულტაცია გაიმართა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვდრაზე განიხილეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლობის მიერ ინიცირებული პროექტები, კერძოდ;
ზემო კარაბულახი:
სოფლის შიდა, მეორე ხარისხოვანი გზების მოხრეშვა
სოფლის ერთ-ერთ ქუჩაზე მილხიდის მოწყობა
ქვემო კარაბულახი:
სოფლის ცენტრში საპირფარეშოს მოწყობა (საზოგადოებრივი)
სოფლის ერთ-ერთ უბანზე სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა
ახალი გოდაგდაგი:
სოფლის შიდა ტერიტორიაზე გარე განათების მოწყობა
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გაერთიანდა ახალი გოდაგდაგისა და ძველი გოდაგდაგის დასახლებისათვის გამოყოფილი თანხები, რის საფუძველზეც დამტკიცდა პროექტი, რომელიც გულისხმობს ახალი გოდაგდაგიდან ძველ გოდაგდაგამდე გზის მოხრეშვას.
20 იანვარს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, დეცენტრალიზაციის საკითხებზე, დიალოგის წარმართვისა და საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) ახალ პროექტში, ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინების მიზნით, გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი
ასოციაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და დამსწრე საზოგადოებას დოკუმენტში ასახული ძირითადი მექანიზმები გააცნეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი, თვითმმართველობისთვის, როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემასა და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
შეხვედრა, დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეებმა რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ის პრიორიტეტები და მექანიზმები განიხილეს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ათეა-ს წარმომადგენლების განცხადებით, ორგანიზაცია მუნიციპალიტეტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შეიმუშავებს და რეკომენდაციის სახით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საქართველოს მუნიციპალიტეტების ინტერესებს.
მიმდინარე წლის 16 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით , სოფელ განთიადში, მოსახლეობასთან ჩატარებული კონსულტაციის ოქმი.
მიმდინარე წლის, 18 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით სოფ: კამარლოში მცხოვრებ მოსახლოეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვდრაზე განიხილეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლობის მიერ ინიცირებული პროექტები, კერძოდ:
1)გარე განათება
2)სასმელი წყლის ბასეინისა და ქსელის რეაბილიტაცია
მერის ინიციატივით, აღნიშნული პროექტების თანადაფინანსება განხორციელდება დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით
მიმდინარე წლის 15 იანვარს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფ: დიდი დმანისში, მოსახლეობასთან ჩატარებული კონსულტაციის ოქმი.
მიმდინარე წლის 16 იანვარს, დმანისის ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე გაიხსენეს 1990 წლის 20 იანვარს, ბაქოს ცენტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების დროს განვითარებული მოველენები.
დიპლომატმა, სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა იმ მოვლენებზე 3 ათეული წლის წინ აზერბაიჯანში იყო.
შეხვედრის დასასრულს ე.წ. ,,შავი იანვრის" ქრონიკასთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც გაიმართა.
მიმდინარე წლის 16 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით , სოფელ განთიადში, მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
დმანისის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი.
ადგილზე იმყოფება დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი.
ადგილზე მობილიზებულია სახნძრო-სამაშველო ჯგუფი.
ამ წუთებში ერთდროულად ორ ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი ღონისძიებები.ეს არის 26 მაისის N9 და გორგასლის N7 მდებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია.
სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ მოხდება დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია.
დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მიმდინარე წლის 16 იანვარს (ოთხშაბათი) 12:10სთ-ზე, სოფლელ განთიადში, სოფლის ცენტრში, მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართება.
გთხოვთ მობრძანდეთ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო!
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, სოფ: დიდი დმანისის მოსახლეობას შეხვდა
დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მიმდინარე წლის 15 იანვარს (სამშაბათს) 13:20 სთ-ზე, სოფლელ დიდ დმანისში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლის მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართება. გთხოვთ მობრძანდეთ.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 

















