დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2018-02-07

მედიაპროექტ „ეტალონის“ დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა გამარჯვებულს მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

„სასიამოვნო ემოციაა ამ აუდიტორიაში ყოფნა, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოსწავლეს, რომ აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროექტებში".

აღსანიშნავია, რომ პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ვრცლად
2018-02-06
გთავაზობთ დმანისის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
ვრცლად
2018-02-06

„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-შეჯიბრს ატარებს - დღეს „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ღონისძიების დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ახალი, ინოვაციური პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია დმანისის რესურსცენტრში გამართა.

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში მიმდინარეობს. მასში დმანისის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ვრცლად
2018-02-06

„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, დმანისს სტუმრობს.

დღეს „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა დმანისის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრას დმანისის რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი, სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2018-02-06

მიმდინარე წლის 6 თებერვალს „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად დმანისის N1 საჯარო სკოლას ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „დმანისის ეტალონ მოსწავლეს“, ანი სუბელიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.
შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

ვრცლად
2018-02-06

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია, კვირაში ორი დღე ახორციელებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტთა, ვეტერანთა და უსინათლო ბენეფიციართა უფასო ტრანსპორტირებას დმანისი-თბილისი, თბილისი-დმანისის მიმართულებით.

ძვირფასო მომხმარებლებო!
აღნიშნული სერვისის ეფექტურად განხორციელების მიზნით, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე
http://dmanisi.gov.ge/kontaqti თუ რომელ დღესა და საათზეა თქვენთვის ხელსაყრელი აღნიშნული მარშრუტით გადაადგილება. ასევე მოგვწერეთ დმანისის მუნიციპალიტეტის ფეისბუქზე და დაუკავშირდით დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს მეგი ედიბერიძეს.
ტელ:599 85 66 90

პატივისცემით დმანისის მუნიციპალიტეტის მერია.


ვრცლად
2018-02-05
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი მოქალაქეებს კვირაში ორჯერ ორშაბათსა და პარასკევს მიიღებს, მათ პრობლემებს მოისმენს და რეაგირებას მოახდენს სამსახურების კომპეტენციისა და კანონის ფარგლებში. 
მოქალაქეთა მიღების საათები დილის 9:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე განისაზღვრა.
თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კონტაქტი მოსახლეობასთან. იმისათვის, რომ გავიგოთ რა აწუხებთ და რა პრობლემის გადაჭრა სურთ ამა თუ იმ სოფელსა და დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს აუცილებელია, წინასწარ მოგვწეროთ პრობლემის შესახებ ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე: 
http://dmanisi.gov.ge/kontaqti
ვითანამშრომლოთ და ერთად მოვაგვაროთ პრობლემები დმანისის მუნიციპალიტეტში.
ვრცლად
2018-02-05
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ორგანიზებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ფილმ "ექვთიმე ღვთისკაცის" შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელობით 4 თებერვალს, ააიპ "კულტურისა და ხელოვნების ცენტრში" გაიმართა ქართველი ხალხის ქველმოქმედებით შექმნილი პირველი მხატვრული ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი"-ს კინოჩვენება. 
მწარმოებელი კომპანია - "დაკარგული ლეგენდები".
,,ასეთი მოვლენა, ასეთ ღვაწლმოსილ ადამიანზე, ფილმის პრეზენტაცია ძალიან დიდი პატივია დმანისისათვის და დმანისელებისათვის - უმასპინძლოს საქართველოს ისტორიამ (დმანისმა) საქართველოს ისტორიას (ექვთიმე ღვთისკაცს)" - აღნიშნა დმანისის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.
ვრცლად
2018-02-05
მიმდინარე წლის 3 - 4 თებერვალს ქალაქ თბილისში ძიუდოს აკადემიაში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში ჭაბუკთა შორის.
ტურნირში ა(აიპ) დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის აღსაზრდელმა სპარტაკ გურჩიანმა დაისაკუთრა ვერცხლის მედალი 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში და გახდა საქართველოს ნაკრების წევრი.
 
ვრცლად
2018-02-01
მიმდინარე წლის 1 თებერვალს დმანისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელმა ემზარ პეტრიაშვილმა თანამშრომლებთან და მერის წარმომადგენელთან მაშავერის ადმინისტრაციულ ერთეულში - შალვა ზურაბიშვილთან ერთად სოციალური აქციის ფარგლებში, სოფელ მაშავერაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს ავთანდილ ასლანიშვილს გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლი გადასცა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ეტლების უზრუნველყოფას ახდენს საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“.
ვრცლად
2018-01-31

მიმდინარე წლის 31 იანვარს ა(აიპ) დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლებისათვის ჩატარდა ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?.მ ონაწილეობა მიიღო 10 საჯარო სკოლამ. გამარჯვება მოიპოვა განთიადის საჯარო სკოლის გუნდმა. ყველა გუნდის გამორჩეულ მოთამაშებს სიგელები გადაეცათ. გამარჯვებულმა გუნდმა სიგელებთან ერთად თასიც მიიღო. ღონისძიების დასასრულს დასახელდნენ მუნიციპალური ინტელექტუალური გუნდის წევრები. ისინი სამომავლოდ გეგმავენ გაეჯიბრონ მეზობელი მუნიციპალიტეტის გუნდებს.

ვრცლად
2018-01-28

დმანისში სახალხო დღესასწაული ,,ლამპრობა" აღნიშნეს.
ლამპრობის ღამეს თითოეულ სვანურ ოჯახში იმდენი ლამპარი ინთება, რამდენი მამაკაციცაა. ანთებული ლამპრები სახლიდან წმინდა ადგილზე, ძირითადად, ტაძრების ეზოებში გააქვთ, სადაც ერთი დიდი კოცონი ინთება.
დმანისელ სვანებს ,,ლამპრობის" დღესასწაული დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მიულოცა.

ვრცლად
2018-01-31

არასამთავრობოორგანიზაცია "პირველიევროპელის" ორგანიზებით, დმანისისმუნიციპალიტეტისმერიისმხარდაჭერითადაფილმ "ექვთიმეღვთისკაცის" შემოქმედებითიჯგუფისხელმძღვანელობით 4 თებერვალს, ააიპ "კულტურისადახელოვნებისცენტრში" გაიმართებაქართველიხალხისქველმოქმედებითშექმნილიპირველიმხატვრულიფილმის "ექვთიმეღვთისკაცი"-კინოჩვენება

ვრცლად