დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2017-10-17

სოფელ მთისძირში მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები დაწყებულია.
პროექტს ახორციელებს შპს ტ.ტ 320092 ლარის ღირებულებით.

ვრცლად
2017-10-16

დღეს სოფელ სარკინეთში ახალი საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. რეაბილიტირებულ, კეთილმოწყობილ შენობაში ხალხმრავლობა იყო. ბავშვების ჟრიამულმა აახმაურა დარბაზი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: იღუმენი მამა ხარიტონი; ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელები და დეპუტატები.

ააიპ ,,დმანისის სკოლამდელი სამსახურმა“ საბავშვო ბაღს სათამაშოები და საკანცელარიო საქონელი გადასცა.

 

ვრცლად
2017-10-09

მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა გეზრბენი (კროსი), რომელშიც მონაწილეობდა მიიღეს დმანისელმა ახალგაზრდებმა (2002,2003,2004 წწ. დბადებულები). ვაჟებში პირველ ადგილზე გავიდა ამამლო, მეორეზე ქ.ოროზმანი, ხოლო მესამე იაღუფლო. გოგონებში პირველზე გავიდა ქ.ოროზმანი, მეორეზე ამამლო და მესამეზე ბოსლები.

ვრცლად
2017-10-03

აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ,,С'' ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით.

ვრცლად
2017-10-02

2 ოქტომბერს ააიპ დმანისის სათნოების სახლში მოხუცთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მოხუცებს ტრადიციად ქცეული დღე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ მიულოცა.

კონცერტის შემდეგ ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და თვით ააიპ დმანისის სათნოების სახლისაგან მოხუცებს ტკბილეული და სურსათი გადაეცათ.

ვრცლად
2017-09-25

24 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში  გაიმართა საქართველოს პირველობა  „კიკ - ბოქსინგში“. აღნიშნულ ტურნირში დმანისის სახელით მონაწილეობა მიიღო  გუნდმა “GOLDEN-GLOVE”(მწვრთნელი ტუჯარ ალიევი). მათ გუნდური პირველობა დაიკავეს და   ოქროს მედლებით  დაჯილდოვდნენ.

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ ჭაბუკ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და მორიგი წარმატებები უსურვა.

ვრცლად
2017-09-18

16 სექტემბერს რუსთავში ,,რუსთავქალაქობის” სადღესასწაულო ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა და კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში საკუთარი კუთხე წარმოადგინა.

წარმოდგენილი იყო ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ ნამუშევრების გამოფენა. ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, თექის ნამუშევრები და ნაქსოვი აქსესუარები.

ვრცლად
2017-09-18
ქალაქ დმანისში N1 საბავშვო ბაღში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები.
 
გასუფთავებულ იქნა ოთახების კედლები ძველი ნალესისაგან და მოხდა მათი რეაბილიტაცია, მოეწყო ახალი ელ.გაყვანილობა, იატაკებზე დაიგო ლამინატი, შეძენილია ახალი ინვენტარი.
 
საბავშვო ბაღის ეზოში ჩატარდა დამატებითი სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოები, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო და შენობის ძირის სართულზე გრუნტის წყლები აღარ გროვდება.
ვრცლად
2017-09-15

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს აქციას ,,დავასუფთაოთ საქართველო” დმანისის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად შეუერთდა.
აქციაში ჩაერთვნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულო, გამგეობა და მასში შემავალი ყველა ააიპ სამსახურების თანამშრომლები.

დასუფთავებულ იქნა დმანისში შემოსასვლელი ცენტრალური გზა, მდინარე მაშავერას სანაპირო ზოლი (სასროლეთი), და პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია.

ვრცლად
2017-09-15

დმანისის მუნიციპალიტეტის - გამგებელი გოგი ბარბაქაძე

,,ვულოცავ ყველა მოსწავლეს, მათ მშობლებს, მთელ საქართველოს სწავლის დაწყების დღეს. მინდა თითოეულ თქვენთაგანს ვუსურვო ახალი ენერგიითა და შემართებით სწავლის გაგრძელება.
ნათელი მომავალი გქონდეთ და გეცხოვროთ ძლიერ ქვეყანაში".

ვრცლად

ნატო სამადაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი

ვრცლად
2017-08-31

ერთმანეთს შეხვდნენ ქ.დმანისის („ბავარია“) და სოფელ მაშავერას („მაშავერა“), ფეხბურთელთა გუნდები.

თამაში ფრიად საინტერესოდ წარიმართა.  გაიმარჯვა სოფელ მაშავერას „მაშავერამ“

გამარჯვებულ ფეხბურთელთა გუნდს მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან გადაეცა თასი და ფულადი ჯილდო.

ვრცლად