დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2017-08-30

ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა 11 სექტემბერი.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე: 

www.gnta.ge/regional-tourism-development-samtskhe-javakheti-shida-kartli

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კონფერენციის Facebook გვერდს:https://www.facebook.com/gntaconference

ვრცლად
2017-08-14

დმანისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.

მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.

ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ონანაშვილის ინფორმაციით, სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა 50 მოქალაქეს.

 

ვრცლად
2017-08-11

მიმდინარეობს დიდი დმანისის-დმანისი-გომარეთის სახელმწიფო დანიშნულების გზიდან, სოფელ-იფნარი-კიზილაჯლოს მისასვლელი გზის მოასფალტება.

გზის მშენებლობა 2014 წელს რეგიონალური პროქეტით დაიწყო, რომელიც უახლოს დღეებში დასრულდება.

გზის სიგრძე შეადგენს 3,9 კილომეტრს ღირებულებით 642 173 ლარი.
სამუშაოს ახორციელებს შპს ,,ტ.ტ".

ვრცლად
2017-08-10

14 აგვისტოს 12 საათზე

მობილური ლაბორატორია განთავსდება სოფელ გომარეთის ადმინისტრაციულ შენობასთან და ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება ჩაიტაროს სკრინინგ-ტესტირება.

 
 
ვრცლად
2017-08-09

შპს ,,ხრამის კასკადმა" დმანისის მუნიციპალიტეტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი საჯარო განხილვა გამართა

შპს ,,ხრამის კასკადი" გეგმავს სამ საფეხურიან ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობას, რომელიც მოიცავს დმანისის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს.

აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 99 000000 დოლარს.

ვრცლად
2017-08-08

,,2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს საქართველომ 169 სამხედრო მოსამსახურე, 16 პოლიციელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა.
მე ქედს ვიხრი ამ ომში დაღუპული თითოეული ჯარისკაცის, გმირი ვაჟკაცების წინაშე. მომავალ წელს ვისურვებდი განმთლიანებულ საქართველოს" - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - გოგი ბარბაქაძემ.

ვრცლად
2017-08-07

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, სადახლოსა და დმანისის გუნდებს შორის მორიგი თამაში გაიმართა, სადაც ,,დმანისის" გუნდმა დაამარცხა ,,სადახლოს" გუნდი ანგარიშით 5:0.

მომდევნო თამაში გაიმართა მარნეულის გუნდსა და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს გუნდებს შორის, სადაც გამარჯვება წილად ხვდა მარნეულის გუნდს.

ვრცლად
2017-08-07

ქალაქ დმანისში, რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების პატივსაცემად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები თანამშრომლებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას.

ვრცლად
2017-08-05

დმანისის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ფეხბურთის მოედანთან მიმდინარეობს კვების ობიექტის მშენებლობა.

პროექტს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ექს-ჯორჯია“ ახორციელებს  150 000 დოლარის დაფინანსებით.

ვრცლად
2017-08-05

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს ამერიკის ჯარების გენერალმა, დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად სასწავლო და სარეაბილიტაციო სამედიცინო დაწესებულების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

გოგი ბარბაქაძე - დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი

-სასწავლო და სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას საფუძველი 2016 წლის 16 სექტემბერს ჩაეყარა, რომელიც გეგმა-გრაფიკით დასრულდება მიმდინარე წლის ოქტომბერში.
დაწესებულება ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისა და ავადმყოფებისთვის, ასევე ჯარისკაცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი.

 

ვრცლად
2017-08-04

მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.

მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.

მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.

ვრცლად
2017-08-04
მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დამხმარე ეტლებთან ერთად საკვები პროდუქტებიც გადასცეს.
 
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ მოადგილესთან არიფ სულეიმანოვთან და გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან ერთად სოფელ განთიადსა და ირგანჩაიში პირადად მოინახულა პაპაშვილი ლიანას, ზანრიშან გასიმოვასა და ზარნიშან ჩერპანოვას ოჯახები. გადასცა გადაადგილებისათვის დამხმარე სავარძელ-ეტლებთი, ასევე საკვები პროდუქტები.
ვრცლად
2017-08-04

მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ სოფელ ირგანჩაიში გზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დმანისი-საფარლოს გზიდან სოფელ ირგანჩაიმდე მისასვლელი გზის მშენებლობა 2014 წელს რეგიონალური პროქეტით დაიწყო, რომელიც უახლოს დღეებში დასრულდება.

,,ეს გზა ერთადერთი დამაკავშირებელია სომხეთის საზღვართან მდებარე სოფელ ირგანჩაისთის დანარჩენ საქართველოსთან. ათეული წლები ძალიან გაძნელებული იყო მიმოსვლა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ადგილობრივ მკაცრ კლიმატს. 

ვრცლად