კლიმატი |
დმანისის მუნიციპალიტეტში ჰავა ზომიერად ნოტიოა, ცივი ზამთარით და თბილი ზაფხულით, იანვარში ჰაერის საშუალო ტემპერატურაა - -10,-20 გრადუსი ცელსიუსი, აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა -15-20 გრადუსი ცელსიუსია, ზოგჯერ -40 გრადუსამდე ეცემა მთებში. თოვლის საფარის ხანგრძლივობა 2-5 თვემდე გრძელდება, ნიადაგის გაყინვა, საშუალოდ 20-30 სმ-ზე აღინიშნება. ზაფხულის აბსოლუტური ტემპერატურა +30 გრადუს ცელსიუსს აღწევს (აღმოსავლეთ ნაწილში). ივლისის საშუალო ტემპერატურაა + 15 - + 25 გრადუსი ცელსიუსი. ამ ტერიტორიის განსაკუთრებული მახასიათებელი არის გვალვა. გვალვიანი დღეების საერთო რაოდენობა 65-ს აღწევს. ზაფხულის საშუალო ტემპერატურაა თვეში +16 გრადუსი ცელსიუსი. ნალექების რაოდენობა წელიწადში 650-800 მმ-ს შეადგენს. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა მაისის თვეში მოდის, მინიმალური - დეკემბერში. ზაფხულის თვეებში ხშირია კოკისპირული წვიმა და ელჭექი, რომელსაც ხშირად თან ახლავს სეტყვა. |
23 იანვარი, კვირა, 2011 წელი |
სასარგებლო წიაღისეული
კლიმატი
მნახველთა რაოდენობა: 6423
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
64
მაი 02 ხუთ 2024
58
მაი 01 ოთხ 2024
123
მაი 01 ოთხ 2024
102
აპრ 25 ხუთ 2024
163
აპრ 23 სამ 2024
244
აპრ 23 სამ 2024
267
აპრ 23 სამ 2024
470
აპრ 17 ოთხ 2024
327