დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, დმანისის მერ კობა მურადაშვილთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში, გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
18 ივნ 2024
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, დმანისის მერ კობა მურადაშვილთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში, გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1994 წელს დაწესდა და ყოველწლიურად 17 ივნისს აღინიშნება. საერთაშორისო დღის წლევანდელი გზავნილია: „გაერთიანება მიწის გარშემო, ჩვენი მემკვიდრეობა, ჩვენი მომავალი“.
აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ განახლებაში, პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით" ფარგლებში, კონტროლირებადი ძოვების სადემონსტრაციო ნაკვეთი გაკეთდა. 40-მდე ჰექტარზე შექმნილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საძოვარი ადგილობრივ მოსახლეობას ემსახურება და ხელს უწყობს როგორც ნიადაგის გაჯანსაღებას, ასევე პირუტყვის პროდუქტიულობის ზრდას.
დმანისის მერმა, კობა მურადაშვილმა პროექტის ინიციატორებსა და განმახორციელებლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოებისთვის და სოფლის მოსახლეობისთვის საძოვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში, საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრებს ცხოველთა მოვლისა და რძის შესანახი საშუალებები გადაეცათ.
პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) ახორციელებენ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 378
 
 
 
სიახლეები
მაი 31 პარ 2024
513
მაი 26 კვ 2024
524
მაი 09 ხუთ 2024
938
 

2024 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
 
სიახლეები