დმანისის მუნიციპალიტეტში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდითი ღონისძიებები.
სამუშაოებში ჩართულია სპეციალური ტექნიკა, მობილიზებულია ადამიანური რესურსი, იყრება ტექნიკური მარილი.
ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა საუბნო გზებზე.
უსაფრთხოების ზომების გატარების მიუხედავად, ძლიერი ქარბუქის გამო მოსალოდნელია ამინდის გაუარესება და გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ, ან გადაადგილება მოახდინოთ მხოლოდ შესაბამისი საბურავებით და ჯაჭვებით, გაუფრთხილდით თქვენი და სხვების უსაფრთხოებას.