1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ დმანისის ცენტრალურ სკვერში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა საესტრადო სტუდია „მიქსის“ კონცერტი ჩატარდა. სპეციალურად მოწყობილ გასართობ სივრცეში კი პატარების სადღესასწაულო განწყობაზე მხიარულმა ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.
დმანისელ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა მიულოცა, მათ ბედნიერი და მშვიდობიანი მომავალი უსურვა.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა






































