დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები განახლების, ზემო კარაბულახის და ახალი გოდაგდაგის მოსახლეობას შეხვდნენ
25 ივლ 2017
 

მიმდინარე წლის 25 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფლების: განახლების, ზემო კარაბულახის და ახალი გოდაგდაგის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ რა პროცედურები უნდა გაიარონ იმისათვის, რომ მიიღონ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის სტატუსი.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 8 900 მოქალაქე სარგებლობს აღნიშნული სტატუსით.

ვრცლად მთის კანონის შესახებ 
იხილეთ : http://mrdi.gov.ge/ge/news/mountain-law

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2100
 
 
 
სიახლეები
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
აპრ 23 სამ 2024
530